გულის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები 12-13 კვირის, მაღალი ინტენსივობით დატვირთულ, ჯანმრთელ თეთრ ექსპერიმენტულ ვირთაგვებში

ვირთაგვა განდევნის ფრაქცია ტრედმილით დატვირთვა კარდიომიოციტი გული

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
August 30, 2022

ჩამოტვირთვები

კვლევის მიზანს წარმოადგენდა 12-13 კვირის ჯანმრთელ ვირთაგვებში ტრედმილით 11 კვირიანი დოზირებული, მაღალი ინტენსივობის დატვირთვის შემდეგ კარდიული ფუნქციური პარამეტრების შეფასება. ზოგადად, ფიზიკური დატვირთვა წარმოადგენს ყველაზე იაფ და უსაფრთხო მეთოდს კარდიოვასკულური დაავადებების რისკ-ფაქტორთა შემცირების კუთხით (1,2,3).  ჩვენ საკუთარი კვლევის ფარგლებში უზრუნველვყავით მამრობითი სქესის 12-13 კვირის ჯანმრთელი ვირთაგვების მაღალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა ტრედმილით  11 კვირის მანძილზე და შემდეგ შევისწავლეთ გულის ფუნქციური პარამეტრები ექოკარდიოგრაფიულად, რათა შეგვეფასებინა ჯანმრთელ გულზე ფიზიკური დატვირთვის ზეგავლენა. ვირთაგვები დავყავით 2ჯგუფად: 1) საკონტროლო ჯგუფი, რომელიც არ იღებდა დატვირთვას (n=8); 2) საკვლევი ჯგუფი, რომელიც ასრულებდა ტრედმილზე დღეში 10 სრულ ბრუნს, შუალედებში 1 წუთიანი აქტიური შესვენებით, კვირაში 5 დღე (ტრედმილის სიჩქარე 19მ/წთ, დახრილობა 300) – n=8.გულის ფუნქციური მაჩვენებლები შეფასებული იქნა ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის საშუალებით ორჯერადად (კვლევის დაწყებისას და 11 კვირის შემდეგ). საკონტროლო ჯგუფთნ შედარებით, საკვლევი ჯგუფის ვირთაგვებში აღინიშნა ფუნქციური პარამეტრების ცვლილებები გაუმჯობესების კუთხით, კერძოდ, მომატებული იყო განდევნის ფრაქცია, დარტყმითი მოცულობა, მარცხენა პარკუჭის კედლის სისქე, საბოლოო დიასტოლური მოცულობა და პირიქით, შემცირებული იყო საბოლოო სისტოლური მოცულობა, იგივე სქესისა და ასაკის არატრენირებული ვირთაგვების მონაცემებთან შედარებით.  აღნიშნული კვლევა შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად მაღალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის ფონზე განვითარებული ჯანმრთელი გულის ფუნქციური ძვრების კვლევის საქმეში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.