მომსახურების მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციები და განვითარების სტრატეგიები საერთაშორისო ბაზრებზე

მომსახურების მარკეტინგი მარკეტინგის მიქსი მარკეტინგის სტრატეგია მომსახურების ინტერნაციონალიზაცია სტანდარტიზაცია ადაპტაცია

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
August 6, 2022

ჩამოტვირთვები

21 -ე საუკუნის დასაწყისში, ბიზნეს გარემოში მკვეთრი ცვლილებებისა და ინტენსიური კონკურენციის გამო, მარკეტინგზე დატვირთვა იცვლება და ამასთან ერთად იცვლება ბიზნესის კეთების გზა. იზრდება მომსახურების ბაზრის წილი და შესაბამისად იზრდება მომსახურების მარკეტინგის მნიშვნელობა. კლასიკური 4P (პროდუქტი, ფასი, ადგილი, პოპულარიზაცია)-დან, მარკეტერს უწევს, კონცენტრირება მოახდინოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროცესი, ხალხი და ფიზიკური მახასიათებლები. მარკეტინგის სტრატეგიული ცვლილების ძირითადი მიზეზია მომხმარებელთა მოთხოვნების ესკალაცია, ტექნოლოგიის განვითარება და კონკურენციის ზრდა. მომსახურების მარკეტინგს არაერთმა ქართველმა და უცხოელმა მკვლევარმა მიუძღვნა სამეცნიერო პუბლიკაცია, მეთოდოლოგიური კვლევა თუ სახელმძღვანელო.  აღსანიშნავია, ფ. კოტლერის და გ. ამსტრონგის, ზეითმალის და ბიტნერის, რეგანის, კრისტიან გრონროსის, ნ. თოდუას, ჩ. ჯაშის, გ. ქათამაძის და დ. ქათამაძის და სხვათა სამეცნიერო მოსაზრებები მომსახურების ბაზრის და მომსახურების მარკეტინგის შესახებ. მრავალი სადისერტაციო ნაშრომი შეიქმნა მომსახურების მარკეტინგის შესახებ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც მიძღვნილი იყო მომსახურების სფეროს სხვადასხვა პრობლემის კვლევაზე. თითოეული მოსაზრება თუ სამეცნიერო სტატია საყურადღებო და მნიშვნელოვანია. მომსახურების შესახებ, ყველაზე სრულყოფილი განმარტება მოგვცა ფ. კოტლერმა, რომელიც განსაზღვრავს მომსახურებას, როგორც მოქმედებას ან შესრულებას, რომელიც ერთ მხარეს შეუძლია შესთავაზოს მეორეს, რომელიც არსებითად არამატერიალურია და არ იწვევს რაიმეს საკუთრებას. მისი წარმოება შეიძლება იყოს,  ან არ იყოს დაკავშირებული ფიზიკურ პროდუქტთან.  მომსახურების მარკეტინგის თავისებურებები გამომდინარეობს მომსახურების სფეროს თავისებურებებიდან: მომსახურების არამატერიალურობა, განუყოფელობა, ცვალებადობა და მალფუჭებადობა. ბოლო პერიოდში  მომსახურების სექტორი საგრძნობლად განვითარდა  და აშშ-ის მშპ-ს 80%-ს შეადგენს. მომსახურების სფერო კიდევ უფრო ვითარდება მსოფლიო ეკონომიკაში და მთლიანი მსოფლიო პროდუქტის 64%-ს  შეადგენს. მომსახურების დარგები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მომსახურების კომპანიები მარკეტინგს იყენებენ იმისათვის, რომ შერჩეულ სამიზნე ბაზარზე მძლავრად მოახდინონ თავიანთი თავის პოზიციონირება [კოტლერი/ამსტრონგი, 2015].