ცვლილებების მიღება: ორგანიზაციული ცვლილებებისადმი თანამშრომელთა წინააღმდეგობის ფაქტორების შესწავლა

ცვლილებების მართვა ორგანიზაციული ცვლილება ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები

ჩამოტვირთვები

გლობალიზაცით გამოწვეული ცვლილებების, ტექნოლოგიური მიღწევების და სხვა ფაქტორების გამო, ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ორგანიზაციებს მუდმივად უწევთ ადაპტაცია. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ორგანიზაციიული ცვლილებისადმი ნეგატიურ მიდგომას, ჩვენ უნდა დავაზუსტოთ და პასუხი გავცეთ შემდეგ ორ კითხვას: პირველი, რატომ არის ცვლილება ასეთი დამქანცველი? და მეორე: როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს?ცვლილებების მენეჯმენტი გარდაუვალი ხდება დღევანდელ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში ორგანიზაციული პროცესების ეფექტურად მართვისთვის. ცვლილებების მართვის წარმატებული და წარუმატებელი ინიციატივები სხვადასხვა ავტორების მიერ განიხილება, თემა კვლავ აქტუალურია. კვლევები იძლევა საშუალებას გავიაზროთ ცვლილების მენეჯმენტის კონცეფცია და განვსაზღვროთ მასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული ნაკლოვანებები. ორგანიზაციულ ცვლილებების თემის გარშემო ყველაზე გავრცელებული საკითხებია: ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ცვლილებებისთვის მზადყოფნა, ლიდერობის ეფექტურობა, თანამშრომლების ერთგულება, მათი პასუხისმგებლობა და კომპეტენციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზაციაში სტრატეგიული ცვლილებების შეუფერხებლად წარმართვას.წინამდებარე სტატია ყურადღებას ამახვილებს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთ თემაზე: ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა. წინააღმდეგობის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება შეიძლება დაეხმაროს მენეჯერებს შეამცირონ კონფლიქტი და გაზარდონ თანამშრომელთა ჩართულობა. ამ გამოწვევების დასაძლევად, ლიდერები უნდა იყვნენ საკმარისად კვალიფიცირებულები, რათა გადალახონ ცვლილებებით გამოწვეული დაბრკოლებები. სტატია ყურადღებას ამახვილებს იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რომელიც იწვევს ცვლილებებისადმი წინააღმდეგობას, რაც ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.