ძირითადი დასაქმების უნარი

დასაქმება მუშაობა სამსახურში შერჩევის კრიტერიუმი დასაქმებისთვის აუცილებელი უნარები

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
July 13, 2022

ჩამოტვირთვები

არსებობს მოსაზრება, რომ დამსაქმებლები როგორც წესი უკმაყოფილოები არიან კურსდამთავრებულთა დაბალი დონის უნარებით. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის მუდმივი დისკუსიაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოამზადონ კურსდამთავრებულები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დასაუფლებლად. სტატიის მიზანია გაარკვიოს რას აღიქვამენ დამსაქმებლები დასაქმებისთვის საჭირო უნარებად. სხვადასხვა ცნობილი მეცნიერის მიერ ჩატარებული ემპირიული კვლევები იქნა გაანალიზებული და წარმოდგენილია შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები მიუთითებს დასაქმების უნარების იდენტიფიცირების შესაძლებლობაზე, არ შეგვიძლია მკაფიო დასკვნები გამოვიტანოთ თუ როგორ უნდა უზრუნველყონ უნივერსიტეტებმა კურსდამთავრებულების უკეთ მომზადება დასაქმების პოტენციალის გასაზრდელად.დასკვნები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული მხარეები შეშფოთებულნი არიან, რომ დასაქმების მსურველ კურსდამთავრებულებს შეიძლება არ ჰქონდეთ დასაქმებისთვის აუცილებელი გარკვეული უნარები, დამსაქმებლები  კურსდამთავრებულების სამსახურში მიღებაზე გადაწყვეტილებებს აყალიბებენ  წარსული გამოცდილების გათვალისწინებით იმ უნარების გარშემო, რომლითაც წარსულში ხელმძღვანელობდნენ, „დასაქმების“ მომავალი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე. დამსაქმებლის მხრიდან ძირითადად არ ხდება გათვალისწინება მზარდი კონკურენტუნარიანი ბიზნეს გამოწვევების და სხვა შესაძლო შრომითი ცვლილებების, რომლებიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ჯერჯერობით უცხო ფენომენი.ნაშრომი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს დასაქმების კვლევაში დამსაქმებლებსა და კურსდამთავრებულებს შორის არსებული ხარვეზების ამოცნობით და ნებისმიერი შეუსაბამობის დადგენით, რაც შეიძლება დასაქმების პერსპექტივის სხვადასხვაგვარი აღქმით იყოს გამოწვეული.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.