სოციალური მოძრაობები და ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობა აშშ-ში: დაიკავე უოლსტრიტი

დემოკრატია სოციალური მოძრაობები უოლ-სტრიტი ოკუპაცია

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
ივლისი 13, 2022

ჩამოტვირთვები

ნაშრომში, ჩარზლ ლინდბლომის ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობის თეორიის საფუძველზე, გაანალიზებულია დაიკავე უოლსტრიტისა და ოკუპაციის მოძრაობის შედეგები აშშ-ში. ავტორთა აზრით, დაიკავე უოლსტრიტმა აშშ-ში წარმოშვა რევოლუციური სიტუაცია, რასაც სხვა რევოლუციური სიტუაციებისაგან განასხვავებს ხალხისა და მეინსტრიმის ერთიანობა და მშვიდობიანი ხასიათი. დაიკავე უოლსტრიტმა აჩვენა, რომ ამერიკის ძველებურად მართვა აღარ შეიძლებოდა, ხოლო ხალხს კი ძველებურად ცხოვრება აღარ სურდა. ეს მოძრაობა მიმართული იყო ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობის წინააღმდეგ. ოკუპაციის მოძრაობამ იმის გამო ვერ შეძლო ფულისა და მსხვილი კორპორაციების გავლენის შესუსტება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რომ ამ გავლენის წყაროს ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობა წარმოადგენს, რომლის გარეშეც საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული პოლიარქიების ფუნქციონირება შეუძლებელია. მაგრამ დაიკავე უოლსტრიტმა, ამის მიუხედავად,  დაასუსტა ამერიკული საზოგადოების იდეოლოგიური საფუძვლები და გაბატონებული სტერეოტიპები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.