დაჯირას - Salvia verticillata L. მიწისზედა ვეგეტაციურ და გენერაციულ ორგანოთა მიკროსტრუქტურული თავისებურება
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

ტუჩოსანთა
დაჯირა- Salvia verticillata L
მიკროსტრუქტურა

როგორ უნდა ციტირება

კორკოტაძე თ. ., მჭედლიძე ქ. ., ჭაბაშვილი გ., მშვილდაძე ვ. ., & ბერაშვილი დ. . . (2022). დაჯირას - Salvia verticillata L. მიწისზედა ვეგეტაციურ და გენერაციულ ორგანოთა მიკროსტრუქტურული თავისებურება. ქართველი მეცნიერები, 4(3), 147–156. https://doi.org/10.52340/gs.2022.04.03.18

ანოტაცია

შესწავლილია პერსპექტიული სამკურნალო მცენარის დაჯირას - Salvia verticillata L., მიწისზედა ვეგეტაციური და გენერაციულო ორგანოების შინაგანი აგებულების სადიაგნოსტიკო მახასიათებლები.S. Verticillata-ს მიწისზედა ვეგეტაციური და გენერაციული ორგანოები აქტიურად შებუსულია კონუსური, მრავალუჯრედოვანი (2-7) და მნიშვნელოვნად მომცრო ზომის, ჯირკვლოვანი, სფეროსებრთავიანი ტრიქომები. ფოთლის ფირფიტის, ყუნწისა და ღეროს მფარავ ქსოვილში დიფერენცირებული ბაგის აპარატი დიაციტური ტიპისა. ფოთოლი ბიფაციალურია, სავენტილაციო სისტემის განწყობის თვალსაზრისით ამფისტომატური, ფოთლის რბილობი კი -დორზოვენტრალური სტრუქტურის.დაჯირას მიწისზედა ღერძით ორგანოთა მიკროსტრუქტურაში აისახება ფირფიტოვანი კოლენქიმის, პოლიგონალური აგებულების ძირითადი პარენქიმული უჯრედების, ლაფნის ბოჭკოების და ქლორენქიმური ქსოვილის თანაპოვნიერბა.  ღეროს, ფოთლის ყუნწსა და მთავარ ძარღვში წარმოდგენილია კოლატერალური ტიპის გამტარი კონები; მერქანში დიფერენცირებულია სიგრძეზე  მწკრივად განწყობილი, სფეროსებრი მოხაზულობის გამტარ ჭურჭელთა და ტრაქეალურ ელემენტთა სანათურები, გამტარ ჭურჭელთა ერთ - და ორსპირალიანი,  მოპირისპირედ განაგებული ფოროვანი ტრაქეიდების გარსის გასქელება.

https://doi.org/10.52340/gs.2022.04.03.18
pdf (English)

წყაროები

საქართველოს ფლორა ტ.XI; გამომცემლობა „მეცნიერება“თბილისი 1987. გვ. 150-170;

http://theplantlist.org/1.1/browse/A/Lamiaceae/Salvia/

http://theplantlist.org/tpl1.1/record/kew-184133

R. Gagnidze- Vascular plants of Georgia a nomenclatural checklist; Tbilisi 2005, p. 138;

Nomenclatural checklist of flora of Georgia, Tbilisi 2018, p. 170;

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...