ხენჯის აორთქლებისა და სარეაქციო ზედაპირის შემცირების ერთდროული პროცესების გავლენა იშვიათმიწა ელემენტებით დოპირებული ქრომია-წარმომქმნელი შენადნობების ოქსიდირების კინეტიკაზე

შენადნობთა ოქსიდირება ხენჯის აორთქლება სარეაქციო ზედაპირის შემცირება

ავტორები

ტომ. 4 No. 3 (2022)
სტატიები
ივნისი 27, 2022

ჩამოტვირთვები

თერმოგრავიმეტრული მეთოდით შესწავლილია FeCr(La) და Cr(Ce) შენადნობების მაღალტემპერატურული ოქსიდირების კინეტიკა. FeCr(La)-ს მასის ცვლილების კინეტიკურ დამოკიდებულებებს გააჩნიათ სპეციფიური ფორმა ხენჯის აორთქლებისა და სარეაქციო ზედაპირის შემცირების პროცესების ერთდროული მიმდინარეობის გამო. ამასთან ერთად, ადგილი აქვს დიფუზიური ბარიერების წარმოქმნას ლანთანის ქრომიტისაგან (LaCrO3). FeCr(Ce)-ს მასის ცვლილების კინეტიკურ დამოკიდებულებებს გააჩნიათ იდენტური ფორმა. ამ იდენტურობის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ Cr(Ce) შენადნობში შესაძლებელია არსებობდეს დიფუზიური ბარიერები, როგორც ამას ადგილი აქვს FeCr(La) შენადნობისათვის.