კიბერუსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში

კიბერუსაფრთხობა კიბერდანაშაული ჰიბრიდული ომი ეროვნული უსაფრთხოება

ავტორები

ტომ. 4 No. 3 (2022)
სტატიები
June 22, 2022

ჩამოტვირთვები

XXI საუკუნე ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხი აღმოჩნდა. სწრაფმა ტექნიკურმა პროგრესმა ბევრ სიკეთესთან ერთად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეც დააყენა მსოფლიო. თითქმის ყველა სფეროში ციფრულ ტექნოლოგიებზე მზარდმა დამოკიდებულებამ გაზარდა კიბერდანაშაულის რისკები და საფრთხეები. კიბერსივრცეს საკმაოდ აქტიურად იყენებენ როგორც სახელმწიფო, ასევე, არასახელმწიფო აქტორები-ტერორისტული ორგანიზაციები, რომ არაფერი ვთქვათ ცალკეული ინდივიდების მიერ განხორციელებულ კიბერშეტევებზე. ამ გლობალურ საფრთხეს რა თქმა უნდა საქართველოც ვერ აუვლიდა გვერდს. მოცემული ნაშრომი ეხება კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს საქართველოში. ნაშრომში განხილულია კიბერდანაშაულის მეთოდები და მისი გავლენა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე. ნაშრომი ეფუძვნება რეალიზმის თეორიას და განიხილავს იმ ძირითად მახასიათებლებს რისი მეშვეობითაც სახელმწიფოები და არასახელმწიფოებრივი აქტორები ატარებენ საკუთარ ინტერესებს და ახდენენ ძალის დემონსტირებას ან გამოყენებას. კვლევაში ასახულია ის ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები, რაც არსებობს კიბერ და საინფორმაციო მიმართულებით საქართველოში, გამოტანილია შესაბამისი დასკვნები და კვლევის ბოლოს მოცემულია გარკვეული სახის რეკომენდაციები.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.