ჟურნალი "ქართველი მეცნიერები" აერთიანებს ქართველ მკვლევართა მიერ შექმნილ როგორც უახლეს ასევე წინა პერიოდში ბეჭდური სახით გამოცემულ სამეცნიერო სტატიების ელექტრონულ ვერსიებს. მოიცავს მრავალ დისციპლინარულ დარგს, როგორიცაა მედიცინა, ბიზნესი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგია და ა.შ.
ჩვენი მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებს შევთავაზოთ კონკურენტუნარიანი ნაშრომები საერთაშორისო დონეზე მიმდინარე სხვადასხვა საკითხებზე, შევქმნათ საერთაშორისო შედარებითი დისკუსიის პლატფორმა სხვადასხვა სუბიექტებისათვის, წარმოვაჩინოთ მნიშვნელოვანი კვლევები და გავაცნოთ ისინი ფართო საზოგადოებას.
ჟურნალის ამოცანებია მაღალ რეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება, საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მიერ აღიარებულ ავტორიტეტულ საერთაშორისო ბაზებში განთავსება, სამეცნიერო ნაშრომების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობა, მკითხველთა და ავტორთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება და ჟურნალის პოპულარიზაცია.