საქართველოს თხუთმეტი დარგობრივი აკადემიის წევრი და რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემმიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, გამომცემლობა მესხეთის პრემიის ლაურეატი, ღირსების მედლის კავალერი, პრეზიდენტის მადლობა, ილია ვეკუას სახელობის ოქროს მედლის კავალერი, ქართული და პოლონეთის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ჩესტოხოვოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დიპომითა და ვერცხლის მედლით. ტაო–კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის გადაწვეტილებით როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი დაჯილდოებულია ოქროს მედლით. დაჯილდოებულია დიპლომით სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიოფო უნივერსიტეტის მეცნიერებთან წარმატებული თანამშრომლობისათვის, კერძოდ ამ დარგში ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადებაში აქტიური მონაწილეობისათვის.სომხეთის არქიტექტურულ სამშენებლო ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მიღებული მაქვს 52 სერტიფიკატი ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნებიდან. უცხოეთის საერთაშირისო აღიარების მქონე ოთხი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 16 საერთაშორისო კონფერენციის „მშენებლობისა და არქიტექტურის პრობლემებზე“ საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტისა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. 12 საერთაშორისო კონფერენციაზე სამშენებლო მექანიკის სექციის თავმჯდომარე. საქართველოს დამსახურებული მშენებელი.
სამეცნიერო ინტერესები
- სამშენებლო მექანიკა;მყარი დეფორმირებადი მექანიკა; ჰიდროაერომექანიკა; თხელკედლიანი სივრცითი კონსტრუქციების მექანიკა.