ანტირევმატიული, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედების ფიტოპრეპარატის რეცეპტურისა და ტექნოლოგიის შემუშავება
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

ლაგაზიძე დ., ორჯონიკიძე მ., ცაგარეიშვილი გ., ბაკურიძე ლ., გეთია მ., & ქემოკლიძე ზ. (2026). ანტირევმატიული, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედების ფიტოპრეპარატის რეცეპტურისა და ტექნოლოგიის შემუშავება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 53, 75–79. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/4585

ანოტაცია

რევმატიული დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, სპონდილოართრიტი და სხვ. სისტემური ხასიათის ანთებითი დაავადებებია, რომლებიც ხშირად ინვალიდობის მიზეზი ხდება. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულია მოსახლეობის 0.5-1%[1]. სახსრების რევმატოიდული დაზიანება ხშირად ვლინდება ანთებითი ხასიათის ტკივილით, შესივებით სახსრების, მყესების, იოგებისა და კუნთების დაზიანებით და მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვით. მკურნალობა გულისხმობს სიმპტომებისა და სისტემურ გამოხატულებათა შემცირებას, რაც მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული და არასტეროიდული პრეპარატების გამოყენებით. ანთების საწინააღმდეგო ბაზისურ პრეპარატებს (ამინოქინოლინების ჯგუფი, ოქროს, ციტოსტატიკური, სინთეზური, ბიოლოგიური პრეპარატები) ახასიათებს მაღალი ტოქსიკური პოტენციალი [1,2]. სინთეზური პრეპარატების ალტერნატივას წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებები, რომელთაც ახასიათებთ ნაკლები გვერდითი მოქმედება და შეინიშნება მათი მედიცინაში გამოყენების ზრდის ტენდენცია [3,4].

PDF (English)

Downloads

Download data is not yet available.