ტუჩების ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებების კლინიკურ-ჰისტოლოგიური კორელაციები და გამოკვლევის ალგორითმი

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

ბორჯაძე მ., ივერიელი მ., აბაშიძე ნ., გოგიშვილი ხ., & გოგებაშვილი ნ. (2021). ტუჩების ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებების კლინიკურ-ჰისტოლოგიური კორელაციები და გამოკვლევის ალგორითმი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 52, 25–27. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/349

ანოტაცია

ტუჩების დაავადებებს ხანგრძლივი, მდგრადი მიმდინარეობა ახასიათებს და ძნელად ემორჩილება მკურნალობას (1, 2, 4). ზოგიერთი დაავადება გაავთვისებიანობის საშიშროებას ქმნის. ტუჩების დაავადებები ხშირად თან ახლავს კუჭ-ნაწლავის, ნეირო-ენდოკრინული სისტემის, იმუნოდეფიციტურ დაავადებებს (3, 5). არანაკლები როლი ტუჩების პათოლოგიის განვითარებაში, პირის ღრუში არასასურველ პირობებს მიეკუთვნება:  მიკროორგანიზმებით მაღალი დისემინიზაცია, ლორწოვანის მაცერაცია, მავნე ჩვევები (მუნდშტუკის, ფანქრის მოთავსება პირის ღრუში, ტუჩის ჩვეული კვნეტა და ა. შ.). ასევე, მნიშვნელოვანია ზედმეტად მშრალი, ცივი და ცხელი ჰაერის ზემოქმედება (3, 4). ტუჩების დაავადებების შესწავლის ახალ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს მათი დაყოფა J. N. Bhaskar-ის სქემის მიხედვით, რომელიც პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებს ყოფს ხილული კლინიკური ნიშნების მიხედვით: თეთრი გამოვლინებები, ბუშტუკოვანი დაზიანებები, ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები და პიგმენტური გამოვლინებები. აღნიშნული განაპირობებს სწორად დასმულ დიაგნოზს და შემდგომ სრულფასოვან მკურნალობას.

წყაროები

Банченко Г.В., Кряжева C.C. Сочетанные поражения слизистой оболочки полости рта и кожи//Москва, Портнер, 1994, с-160.

Банченко Г.В., Максимовский Ю.М., Гринин В.М. язык «зеркало» организма. М.: ЗАО «Бизнес-центр» «Стоматология», 2000, с-407.

Барабаш А.Г., Кац А.Ц., Гетлинг З.М. Опыт лечения больных красным плоским лишаем применением гелий - неонового лазера //Сто-матология 1995, №1, с-20-21.

Favoreel H.W., Nauwynck H.J., Pensaert M.B. Im¬munological niding of herpesvirus - infected cells//Archives of Virology, 2000, 145(7), p. 1269-1290

Максимова О.П. Лечение хейлита у детей и взрослых. Клиническая стоматология. 2001, №1, с-18-21.

Downloads

Download data is not yet available.