ანოტაცია
ლეპტოსპიროზი მთელ მსოფლიოში გავრცელებული ზოონოზური დაავადებაა, რომლის გამომწვევია სპიროქეტა - Leptospira interrogans.
დაავადების პათოგენეზში წამყვანია საწყის ეტაპზე გენერალიზებული ინფექცია -სეპტიცემია, რასაც მეორე ფაზაში ვასკულიტი მოჰყვება, ორგანოთა იმუნური მექანიზმის დაზიანებით და პოლიორგანული უკმარისობის განვითარებით.
საქართველოში Leptospira interrogans-ის ყველაზე ხშირად ცირკულირებადი სეროტიპებია: L.icterohaemorragiae, L. canicola, L. grippotyphosa, L. ballum. უკანასკნელ 5 წელიწადში დაავადების ინციდენტობამ 0,63-დან 1,32-მდე მოიმატა და საერთო ლეტალობამ შეადგინა 7-14%.
საქართველოში მძიმე ლეპტოსპიროზი ხასიათდება მაღალი ლეტალობით, რომელიც უკავშირდება დაავადების პირველ დღეებში პოლიორგანული უკმარისობის განვითარებას.
ლეტალობის უშუალო მიზეზებით თირკმლების მწვავე უკმარისობა, თრომბო-ემორაგიული სინდრომი, ინფექციურ-ტოქსიკური შოკი.
წყაროები
Harti, A. R.; Nally, JE; Ricaldi, JN; Matthias, MA; Peru-United States Leptospirosis Consortium (2003). Leptospirosis: a zoonotic disease of global importance. Lancet Infect. Dis. 3 (12): 757-71
Langston CE, HeuterKJ (July 2003). Leptospirosis. A re-emerging zoonotic disease. Veterinary Clinics of North America, Small Animal Practice 33 (4): 791-807.
Human disease leptospirosis identified in new species, the banded mongoose, in Africa. Sciencedaily.com. 2013- 05-14. Retrieved 2013-07-19.
McBride AJ, Athanazio DA, Reis MG, Ko AI (October 2005).Leptospirosis. Current Opinion in Infectious Diseases 18(5): 376-87.
Forbes AE, Zochowski WJ, Dubrey SW, Sivaprakasam V (July 2012). Leptospirosis and Weil’s disease in the UK. QJM : Monthly Journal of the Association of Physicians 105 (12): 1151-62.