ანოტაცია
თერაპიულ ურთიერთობათა ჯაჭვი მოიცავს 3 ძირითად რგოლს: ექიმი, ფარმაცევტი, პაციენტი. რაციონალური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია თითოეულმა მათგანმა გაიაზროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. დღეისთვის აქტუალური პრობლემაა თვითმკურნალობა და პოლიპრაგმაზია, ამიტომ საჭიროა, მომხმარებლის პასუხისმგებლობის ფაქტორის გავლენის განსაზღვრა რაციონალურ ფარმაკოთერაპიაზე. მომხმარებელი თვითმკურნალობას მიმართავს ძირითადად სოციალური პრობლემის და საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად ზრუნვის სურვილის გამო. თვითმკურნალობის შემთხვევაში, მომხმარებელი მედიკამენტს იძენს, ძირითადად, ფარმაცევტის ან ახლობლის რჩევით. ძირითადი ჩივილები, რომლის დროსაც მომხმარებელი მიმართავს თვთმკურნალობას არის: გრიპი და გაციება, ალერგია, წელის/თავის/სახსრების ტკივილი, გულძმარვა. ექიმის დანიშნულების გაანალიზებისას, ძირითადად ფიქსირდება 3-4 და მეტი დასახელების მედიკამენტის ერთდროული დანიშვნა, რომელთა მიღების ზუსტი პერიოდი/ჯერადობა პაციენტისთვის განმარტებული არ არის; ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლასთან დაკავშირებით, გამოიკვეთა შემდეგი: აღნიშნულ რეგულაციას, ჯერჯერობით დიდი პრობლემა არ შეუქმნია რესპოდენტებისთვის, რადგან მომხმარებელი თავისუფლად ახერხებს რეცეპტით გასაცემი მედიკამენტის შეძენას დანიშნულების გარეშე. აფთიაქში დამატებით სერვისთან დაკავშირებით, გამოიკვეთა მომხმარებელთა სურვილი - აფთიაქებში პირველადი დახმარების გაწევისა და ელექტრონული რეცეპტის ადგილზე გამოწერის შესაძლებლობის არსებობა.
წყაროები
ზ. ჭანტურია „სათანადო (კარგი) სააფთიაქო პრაქტიკის (GPP) დანერგვის პერსპექტივები საქართველოში” 2015 წ.
ჭუმბურიძე თ., ნემსიწვერიძე ნ., შუბითიძე დ., ე. ფრუიძე, ნ. კვიჟინაძე „ფარმაცევტული ზრუნვა”, სახელმძღვანელო. 2019 წ.
https://www.moh.gov.ge/uploads/files/2021/- Regulirebis-saqmiani-angarishi-20-21.pdf.
De Barra M, Scott CL Scott NW, Johnston M, de Bruin M, Bond CM, Matheson CI, Williams AJ, Watson MC, /Pharmacist services for non-hospitalised patients/, Cochrane Database of Systematic Review, 2018.
WHO Benchmarks for International Health Regulations (IHR) Capacities ISBN 978-92-4-151542-9. Geneva: WORLD
HEALTH ORGANIZATION 2019. (https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/311158/9789241515429-eng.pdf).
World Health Organization strategy (2022-2026) for National Action Plan for Health Security ISBN 978-92-4-006154-5 (electronic version),) ISBN 978-92-4-006155-2 (print version) © World Health Organization 2022. 9789240061545-eng.pdf