ანოტაცია
მცენარეული ბოჭკოებისგან დამზადებული ანტიმიკრობული თვისებების მქონე ქსოვილების გამოყე-ნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორისთვის, სადაც ნოზოკომური დაავადებების გავრცელება დიდ პრობლემას წარმოადგენს. მათი თავიდან აცილების მიზნით, სასურველია კლინიკების ისეთი სახარჯი მასალით აღჭურვა, რომელიც იმპრეგნირებულია ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებით. ეს მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს პაციენტების დაინფიცირებას ჰოსპიტალურ პირობებში. წარმოდგენილი ნაშრომი ეხება ანტიბაქტერიული ბუნებრივი ბოჭკოს მიღების ტექნოლოგიის დამუშავებას. ბოჭკოს მიღების წყაროდ შეირჩა დიდებული იუკას (Yucca Gloriosa L.) ფოთლები. ბოჭკოს მიღება განხორციელდა ქიმიური რეტინგის მეთოდით. ექსპერიმენტულად განისაზღვრა მტკიცე ბოჭკოს მიღების ოპტიმალური პირობები. იუკას ბოჭკოსთვის ანტიმიკრობული თვისებების მისანიჭებლად შეირჩა ვერცხლის ნანონაწილაკები. ვერცხლის ნანონაწილაკების მისაღებად გამოყენებულ იქნა ეკო-მეგობრული ბიოსინთეზის მეთოდი იუკას გამონაწვლილის გამოყენებით. ბოჭკოში ნანონაწილაკების შესაყვანად შეირჩა in situ მიდგომა. მიღებული ბოჭკოს ანტიბაქტერიული თვისებები დადასტურდა აგარზე დიფუზიის მეთოდით სხვადასხვა პათოგენური ბაქტერიის წინააღმდეგ.
წყაროები
Asaye Dessie Wolela, Extraction and Characterization of Natural Cellulose Fibers from Sanseveria Trifasciata Plant, Trends in Textile Engineering & Fashion Technology, 2019
CLSI, Performance Standards for Antimicrobial Disk Susceptibility Tests, 12th ed., CLSI document M02-A12. Clinical and Laboratory Standards Institute, 2015
Muhammad Zuhair Mohd Rizal and Ahmad Hamdan 2021 J. Phys.: Conf. Ser.2129 012078
Mohammad M. Hassan, Kiyohito Koyama; Multifunctional acrylic fibers prepared via in-situ formed silver nanoparticles, Volume 159, 2018
Tayyaba Fatma; Surface Modification of Bast-Based Natural Fibers through Environment Friendly Methods; Intechopen 2019;
Textile Exchange, Preferred Fiber and Materials; Market Report 2021;
Rehan Gulati et al. Antimicrobial textile: recent developments and functional perspective; Springer Nature 2021;
Venkata Ramanamurthy Gollapudi et al; In situ generation of silver and silver oxide nanoparticles on cotton fabrics using Tinospora cordifolia as bio reductant; © Springer Nature Switzerland AG 2020;