ანოტაცია
ნაშრომში აღწერილია ღვიძლის არაპარაზიტული გიგანტური კისტის იშვიათი შემთხვევა, კისტის მოცულობა იყო 9 ლიტრი და იწვევდა ირგვლივმდებარე ორგანოების დევიაციას. სათანადო მომზადების შემდგომ, გეგმური წესით, შუა ლაპაროტომიული მიდგომით, გაკეთდა ოპერაცია. ღვიძლის გიგანტური კისტა იკავებდა მუცლის ღრუს მარჯვენა ნახევარს, ჩამოდიოდა მცირე მენჯამდე და შეხორცებული იყო დიდ ბადექონთან, კუჭთან და განივ კოლინჯთან. გაკეთდა კისტის დაცლა, მიღებულ იქნა 9 ლიტრი მომღვრიო შიგთავსი. გიგანტური კისტის კედლები მაქსიმალურად მოიკვეთა, გაიკერა და დარჩენილი მცირე ღრუ, ბეტადინის კონცენტრირებული ხსნარით დამუშავების შემდგომ, დადრენირდა. ოპარაცია ჩატარდა გართულების გარეშე. პოსტოპერაციულად რაიმე გართულება არ აღნიშნულა. ავადმყოფმა კლინიკაში დაჰყო 6 დღე. ოპერაციიდან 8 კვირის შემდგომ ავადმყოფს გაუკეთდა მუცლის ღრუს საკონტროლო ექოლოგიური კვლევა: სითხის კოლექცია მუცლის ღრუში ან ღვიძლის არეში არ გამოვლენილა. ჰისტოპათოლოგიური დასკვნით დადგინდა ღვიძლის მარტივი გიგანტური კისტა.
წყაროები
Marrero JA, Ahn J, Rajender Reddy K., Americal College of Gastroenterology. ACG clinical guideline: the diagnosis and management of focal liver lesions. Am J Gastroenterol. 2014 Sep;109(9):1328-47; quiz 1348.
Ismali KA, Mousa GI, El Khadrawy OH, Mohamed HA. Symptomatic non- parasitic benign hepatic cyst: Evaluation of management by deroofing in ten consecutivecases. Ann Paed Surg. 2010;6(2):83–89.
Jackson HH, Mulvihill SJ. Hepatic cysts. available at http;//emedicine medscape.com/article/190818-overwiew. Updated March 11 2010.
Ozbalci GS, Taurikulu Y, Erel S, Kismet K, Akkus MA. Giant simple hepatic cyst (A case report) and Review of Literature. Eur J Surg Sci. 2010;1(2):53–57.
Benhamon JP, Menu Y. Non-parasitic cystic disease of the liver and intrahepatic biliary tree. In: Blumgart LH,editor. Surgery of the liver and biliary tract. 2nd edition. New York: Churchhill Livingstone Inc; 1994. p. 1197.
Yawai H, Tada N. A simple hepatic cyst with elevated serum and cyst fluid CA19-9 levels: a case report. J Med Case Report. 2008;2:329.
Heap M, Seeger A, Hass CS. Giant solitary hepatic cyst. Liver Int. 2008;28:840.
Mazza OM, Fernandez DL, Pekoli J, Pfaffen G, Sanchez CR, Molmenti EP, de Santibanes E. Management of nonparasitic hepatic cysts. J Am Coll Surg. 2009;209(6):733–739.
Tucker ON, Smith J, Fenlon HM, McEntee GP. Giant solitary non-parasitic cyst of the liver. Ir J Med Sci. 2005;174(2):60–62.
Mekeel KL, Moss AA, Reddy KS, Mulligan DC, Harold KL. Laparoscopic fenestration of giant hepatic cyst. Surg Laparos Endos Percutan Tech. 2008;18:511–513.