ანოტაცია
ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესებისა და გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ქსოვილებში, მათ შორის, - თმაში წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები (1, 2, 3). ამ პროცესის ინტენსივობის შესახებ ობიექტური მსჯელობა შესაძლებელია ელექტრონულ-პარამაგნიტურ რეზონანსული (ეპრ) სიგნალისა და მისი ინტენსივობის მაჩვენებლებით (3, 4). დადასტურებულია, რომ ადამიანის თმის განსხვავებული ფერი (შავი, წაბლისფერი, ქერა, ჟღალი)განპირობებულია ეუმელანინისა და ფეომელანინის პროცენტული თანაფარდობით. შავი და წაბლისფერი თმა შეიცავს 98-99% ეუმელანინს და მხოლოდ 1-2% ფეომელანინს, ხოლო ჟღალ თმაში ფეომელანინის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად იზრდება, რაც იწვევს თმის მოწითალო შეფერილობას (5). როგორც კვლევებმა გვიჩვენა, შავ და ჟღალ თმებს განსხვავებული ეპრ სიგნალები და ფოტოდინამიკური პროცესების თავისებურებანი ახასიათებს (4, 6).
წყაროები
2. Randawa M., Seo I, Liebel F, Southall M. D., Kollias N, Ruvolo E. “Visible Light induces Helanogenesis in Human skin through a Photadaptive Response”. PLOS One 2015, 10 (6). 20130949.
3. S. Chakraborty M. Ahmed Introducing a New Journal: Free Radicals and Antioxidants//I. Free Radicals and Antiozidants vol. 1 Issue 1, 2011, 01-03.
4. N. Metreveli et al. Identification of free radicals induced by UV iradiation on collagen vatersolutions//J. Pho- toch. Photobid. B: Biology v. 93, Iss.2 pp. 61-65, 2008.
5. Chikvaidze E., Khachatryan D. ESP study of photoin- duced free radicals by visible light in hair and the effects of ascorbic acid. Int. J. Cosmet. Sci 33. pp. 322-327. 2011.
6. Baby A. Velasco M. Effects of solar radiation on hair and photoprotection J. of Photochemistry and Photobiology v. 153, p. 240-246. 2015.