რეგიონული უსაფრთხოების ტრანსფორმაცია შავი ზღვის რეგიონში და ზანგეზურის დერეფნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.03.12საკვანძო სიტყვები:
გეოპოლიტიკური პროცესები, გლობალური უსაფრთხოება, სტრატეგიული პარტნიორობა, სიტუაციური მოკავშირეობა, ენერგო მონოპოლიაანოტაცია
სტატიაში განხილულია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები, ზანგეზურის დერეფნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და მისი გავლენა რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა ძირეული გავლენა იქონია გლობალურ უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო სისტემის არსებული არქიტექტურა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამავდროულად სამხრეთ კავკასიაში დიდი მოთამაშეების ინტერესის სფეროს წარმოადგენს ეკონომიკური პროექტების საფარქვეშ სხვადასხვა პლაცდარმების შექმნა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ზანგეზურის დერეფანს - სატრანსპორტო პროექტს, რომელიც სომხეთის სიუნიკის რეგიონში მდებარეობს და აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დამაკავშირებელი კვანძია. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება არა მარტო ეკონომიკურ და სატრანზიტო ჭრილში უნდა განვიხილოთ, არამედ მას გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების დატვირთვაც აქვს. სტატიაში შევეცადეთ გაგვეანალიზებინა რეგიონში მიმდნარე პროცესები, გამოწვევები და პერსპექტივები, რომელიც ზანგეზურის პროექტის რეალიზებასთან არის დაკავშირებული.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ანიე ჯაფალიანი. ზოგადი ანალიზი, რეგიონალური კონფლიქტები, უსაფრთხოების ტრანსფორმაციები, გეოპოლიტიკაგამომცემლობა „აშგეიტი“.2011წ. Annie Jafalian. Reassessing Security in the South Caucasus. Regional conflicts and Transformation Ashgate Publishing Company, 2011.
ბარი ბუზანი, ოლე ვივერი. უსაფრთხოების კომპლექსური თეორია. 2003წ. The Structure of International Security by Barry Buzan; Ole Wæver, The Slavonic and East European Review, 2003
ბენიამინ პოღოსიანი. რონდელის ფონდი 2021წ. ,,სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების დინამიკა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ.” The regional security Dynamics of the south caucasus after the 2020 kharabakh war. Roundel Foundation. 2021.
ემილ ავდალიანი. გლობალური ცვლილებები და როგორ ეხმიანება ისინი სამხრეთ კავკასიას. 2022წ. Emil avdaliani. New World Order and small regions. The case of South Caucasus. The Review of European Affairs, 2021.
ლუჩინია სიმაო. ევროკავშირის სამეხობლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ: ევროპული უსაფრთხოების საზოგადოების გაფართოება.2008წ. Licina simao. The EU’s Neighborhood policy towards the South Caucasus” Expanding the European Security Community. 2008.



