სტრატეგიული კომუნიკაციები და სამოქალაქო მედეგობა: უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის თანამედროვე მიდგომები
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.03.08საკვანძო სიტყვები:
სტრატეგიული კომუნიკაციები, სამოქალაქო მედეგობა, საინფორმაციო ომი, დეზინფორმაცია, კრიზისი/სამხედრო კონფროტაციებიანოტაცია
თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში, სადაც კრიზისები, სამხედრო კონფლიქტები და ჰიბრიდული საფრთხეები ყოველდღიურად ცვლიან გლობალურ დღის წესრიგს, სტრატეგიული კომუნიკაცია განიხილება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს, საზოგადოებასა და უსაფრთხოების სისტემებს ეხმარება აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებასა და სამოქალაქო მედეგობის გაძლიერებაში.
სტატიაში განხილულია სტრატეგიული კომუნიკაციის თეორიული საფუძვლები და მისი როლი კრიზისულ პირობებში სამოქალაქო მედეგობის უზრუნველყოფისათვის. სტრატეგიული კომუნიკაცია გულისხმობს მიზანმიმართულ, კოორდინირებულ ზემოქმედებას ინდივიდებსა და ჯგუფებზე ნდობის განმტკიცების, ეროვნული ერთიანობის უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით. კვლევაში გაანალიზებულია არსებული აკადემიური ლიტერატურა და გამოყენებულია შემთხვევის კვლევის მეთოდოლოგია. ემპირიული მაგალითები მოიცავს 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში სტრატეგიული კომუნიკაციების გამოყენების პრაქტიკას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო მედიაანალიტიკასა და დეზინფორმაციის შემთხვევების განხილვას.
კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ საინფორმაციო გარემოს ეფექტიანი მართვა ისეთივე მნიშვნელობის მატარებელია, როგორც კლასიკური სამხედრო ოპერაციები. სტრატეგიული კომუნიკაციები კი, ხელს უწყობს ეროვნული ნარატივის დაცვას, აგრესორის შეკავებას, საზოგადოების მობილიზაციას და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, რითაც არსებითად აძლიერებს სამოქალაქო მედეგობას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Amnesty International. 2022. Ukraine: Ukrainian fighting tactics endanger civilians. https://www.amnesty.org/en/latest/news/2022/08/ukraine-ukrainian-fighting-tactics-endanger-civilians/ (07.09.2025).
Devlin, Kayleen & Olga Robinson. "Ukraine crisis: Is Russia waging an information war?” BBC News. 23.02.2022. ხელმისაწვდომია აქ: https://www.bbc.com/news/60292915 (07.10.2025).
EUvsDisinfo. 2022. The Kremlin's Playbook: Fabricating Pretext to Invade Ukraine - More Myths. https://euvsdisinfo.eu/the-kremlins-playbook-fabricating-pretext-to-invade-ukraine-more-myths/ (07.10.2025).
Hallgren, Linnea. “The Symbiotic Relationship between Volodymyr Zelensky and Western News: Authenticity and Performance in Ukraine’s Fight against Russia.” Media, War & Conflict 18 (2025): 197–213. https://doi.org/10.1177/17506352241307014 (07.10.2025).
Michelsen, Nicholas, and Thomas Colley. “The Field of Strategic Communications Professionals: A New Research Agenda for International Security”, European Journal of International Security 4, no. 1 (2019): 61–78. https://doi.org/10.1017/eis.2018.9. https://doi.org/10.1017/eis.2018.9. (07.10.2025).
NATO. 2023. Resilience in NATO. https://www.act.nato.int/article/resilience-in-nato/?utm_source=chatgpt.com (04.10.2025).
Oxford Learner’s Dictionaries. „Resillience.“ https://www.oxfordlearnersdictionaries.com/definition/english/resilience?q=resilience (04.10.2025).
President of Ukraine. Official Website of the President of Ukraine. 08.10.2025. https://www.president.gov.ua/en
Romero, Luiz. "How a Purported Fact-Checking Site Spreads Russian Propaganda.” Global Investigative Journalism Network. 01.09.2022 https://gijn.org/stories/how-a-purported-fact-checking-site-spreads-russian-propaganda/ (07.09.2025).
Stern, David L. "As U.S. rushes to send military aid, Ukrainians applaud lobbying effort." The Washington Post. 29.04.2024. https://www.washingtonpost.com/world/2024/04/29/ukraine-lobbying-military-aid-war/ (07.10.2025).
The Digital Forensic Research Lab. 2024. Undermining Ukraine: How Russia widened its global information war in 2023. https://www.atlanticcouncil.org/in-depth-research-reports/report/undermining-ukraine-how-russia-widened-its-global-information-war-in-2023/ (07.10.2025).
Wesolowski, Kathrin. "Fake news further fogs Russia's war on Ukraine." Deutsche Welle. 04.08.2022. https://www.dw.com/en/fact-check-fake-news-thrives-amid-russia-ukraine-war/a-61477502 (05.10.2025).
აღნიაშვილი, თ. 2024. „სტრატეგიული კომუნიკაციების სახელმძღვანელო.“ თბილისი: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი. https://www.csd.org.ge/storage/files/doc/stratcom-sakhe.pdf (04.10.2025).
გორდელაძე, მარინა და გიორგი მოლოდინი, „რა არის სტრატეგიული კომუნიკაციები?“, სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები 1 (თბილისი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი). https://admin.vectors.ge/custom-files/1747917127_cd5ab56b5f44921ecbd19f6f77d19e2a.pdf (01.10.2025).



