2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გლობალური განზომილება

ავტორები

  • გიორგი ჯინჭარაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/splogos.2025.02.26

საკვანძო სიტყვები:

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, გეოპოლიტიკური ჰეგემონია, სეპარატიზმი და ეთნოკონფლიქტი, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რეგიონული უსაფრთხოება

ანოტაცია

ნაშრომი წარმოადგენს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კომპლექსურ ანალიზს, როგორც რეგიონული კონფლიქტის გლობალური მასშტაბის მოვლენის მახასიათებლების განხილვას. აგვისტოს ომის გენეზისის, პოლიტიკური მნიშვნელობისა და შედეგების დეტალური შესწავლა მნიშვნელოვანია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის, უსაფრთხოების კვლევებისა და გეოპოლიტიკური ანალიზის დისკურსში. სტატიაში სისტემურადაა ჩამოყალიბებული რუსეთის ფედერაციის რევიზიონისტული და ნეოიმპერიალისტური საგარეო პოლიტიკური სტრატეგია, რომლის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცეში ჰეგემონიის განმტკიცება და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის სტრუქტურული დეგრადაცია.

ნაშრომის თემატური სპეციფიკიდან გამომდინარე, სტატიაში დეტალურადაა გაშუქებული კონფლიქტის ისტორიული გენეზისი, ეთნოსეპარატისტული მოძრაობების ინსტიტუციონალიზების მექანიზმები და „გეოპოლიტიკური ეშელონების“ ჩამოყალიბების დინამიკა, რამაც განაპირობა სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის სტრატეგიული ცვლილება. ეს ყველაფერი გაანალიზებულია შერჩეული კვლევითი მიდგომების გაერთიანებით ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიის მეშვეობით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნატოში გაწევრიანების ვექტორზე, რომელიც კრემლის მიერ აღქმულ იქნა, როგორც ეგზისტენციური საფრთხე და უშუალოდ იქცა სამხედრო ესკალაციის ტრიგერად.

          სტატიაში ხაზგასმულია დასავლეთის, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ქვაკუთხედის, რეაქციის ასიმეტრიულობა და ინსტრუმენტული შეზღუდულობა. ეს ქმნიდა „შეშინების“ (deterrence) მექანიზმების ეფექტიანობის დეფიციტს და წაახალისა აგრესორი სახელმწიფოს ქცევა.

ნაშრომის დასკვნით ნაწილში იკითხება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ვალდებულებების სისტემური დევალვაციის მკაფიო მაგალითს, რაც რადიკალურად არღვევს ვესტფალიის მოდელზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სტაბილურობას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

გიორგი ჯინჭარაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დოქტორანტი

წყაროები

არეშიძე, მ. (2014). მსხვილი მოთამაშეების პოლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში. თბილისი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

გოცირიძე, ლ. (2006). სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ისტორია. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა,

კალიჩავა, კ. (2016). აგვისტოს ომის განხილვა ქართულ და ინგლისურენოვან ლიტერატურაში. თბილისი: უნივერსალი.

მანჭკაშვილი, მ. (2018). რუსეთი და სამხრეთ კავკასია. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“.

პაპინაშვილი, დ. (2009). სამხრეთ კავკასიის პრობლემები და რეგიონალური სტაბილურობის პრობლემები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Allison, R. (2008). Russia resurgent? Moscow’s campaign to “coerce Georgia to peace”. International Affairs, 84(6), 1145–1171.

Asmus, R. D. (2010). A Little War That Shook the World: Georgia, Russia, and the Future of the West. New York: St. Martin's Press.

Astrov, A. (2010). The Russian-Georgian War and its Implications for Global Political Order. Ashgate.

Cornell, S. E. (2002). Autonomy and Conflict: Ethnoterritoriality and Separatism in the South Caucasus – Cases in Georgia. Uppsala University, Department of Peace and Conflict Research.

Cornell, S. E. (2008). War in Georgia, Jitters All Around. Current History, 107(711), 307–314.

German, T. C. (2004). Faultline or Foothold? Georgia’s Relations with Russia and the USA. Conflict Studies Research Center.

Lang, D. M. (1962). A Modern History of Georgia. London: Weidenfeld & Nicolson.

Lucas, E. (2009). The New Cold War: Putin's Russia and the Threat to the West. New York: Palgrave Macmillan.

Marietta, K. (2025). The Georgian–Ossetian Conflict. Institut für Friedensforschung und Sicherheitspolitik, University of Hamburg.

Markedonov, S. M., & Avatkov, M. A. (2020). Russia and the United States in the Caucasus: Cooperation and Competition.

T. T., G. (2015). The Paradox of Living in Paradise: Georgia’s Descent into Chaos. In The Guns of August 2008. NY–London: Armonk.

Toal, G., & O’Loughlin, J. (2011). Inside South Ossetia: Surveying political attitudes in a de facto state. Post-Soviet Affairs, 27(1), 1–36.

Toal, G., & O’Loughlin, J. (2013). Why do people support secession? A survey experiment in the South Caucasus. Nationalities Papers, 41(1), 1–20.

Torun, N. (2019). Soviet nationality policy: Impact on ethnic conflict in Abkhazia and South Ossetia (Master’s thesis). University of South Florida.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-06

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.