ნარკოტიკების მოხმარების სიტუაციური ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო დონეზე - მისი ზეგავლენა თანამედროვე მსოფლიო წესრიგზე

ავტორები

  • ჯემალ ჯანაშია

DOI:

https://doi.org/10.52340/splogos.2025.02.25

საკვანძო სიტყვები:

ნარკოტიკი, მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო თანამშრომლობა, სიტუაციური ანალიზი, ევროპა

ანოტაცია

          სტატიაში ვანვითარებთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნარკომანის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისას არ არის სასურველი არც ლიბერალიზაციისაკენ და არც რეპრესიებისაკენ ზედმეტი გადახრა. საჭიროა დაბალანსებული, ყოველი ქვეყნის თუ რეგიონისათვის დამახასიათებელი თავისებურებებიდან და ეკონომიკური,  სოციალური განვითარების იმ ეტაპისათვის საჭირო ორგანიზაციულ, სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გაითვალისწინებს ამ რეგიონების,  თუ ქვეყნების ისტორიულ, კულტურულ, პოლიტიკურ თუ გამოწვევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ არასასურველ შედეგებს, რომლის მაგალითები მრალადაა ნარკოტიკების მოხმარების მსოფლიო ისტორიაში.

         საჭიროა მუდმივად სწრაფვა რათა სახელმწიფოებმა გამონახონ  საერთო მიდგომის გზები ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო სტრატეგიებში, იყვნენ უკომპრომისო მისი უკანონო წარმოების და გავრცელების საკითხებში. ყოველივე ეს  უნდა განხორციელდეს ურთიერთ თანხმობის და კომპრომისების საფუძველზე.

           ნარკოტიკების უკანონო წარმოებისა და ბრუნვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია შესაბამისი პოლიტიკის და პროგრამების განხორციელება, მიმართული საზოგადოებასა და ცალკეულ პირებზე, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ, ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისკენ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის გაუმჯობესებისკენ და სოციალურ-ეკონომიკური  უთანასწორობის შემცირებისკენ. 

ნარკოტიკების უკანონოდ გამოყენება არ შემოიფარგლება რომელიმე ერთი ქუჩით, ქალაქით, ქვეყნით - ის მოიცავს მსოფლიოს უმეტეს სივრცეებს.  ნარკომანიის პრობლემების გადასაჭრელად, მხოლოდ ეროვნულ  დონეზე  ზომების მიღება საკმარისი არ არის. ეს ბრძოლა საერთაშორისო ტრანსნაციონალური  გამოწვევაა.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა არის საერთაშორისო კონტროლის სისტემის ბირთვი, გლობალურ დონეზე მისი ეფექტურობა სიღრმისეულად არ შეფასებულა. აუცელებელია დროთა განმავლობაში განვითარდეს უფრო სრულყოფილი ინსტრუმენტები საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრესის მიკვლევისთვის, რაც წინაპირობაა,   დადებითი ტენდენციების და შესაძლო დაბრკოლებების უკეთესად შესაფასებლად.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ჯემალ ჯანაშია

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,  სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

წყაროები

ალკოჰოლის, თამბაქოს და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა ESPAD. თბილისი 2018 წ.

ბეროზაშვილი ზ., ჯანაშია ჯ. „საქართველოში ავღანური ჰეროინის ბრუნვის სიტუაციური ანალიზი. საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „თემიდა“. № 14, 2021 წ.

ჯანაშია ჯ. “xxi საუკუნის გამოწვევა“ გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი 2000წ.

ჯანაშია ჯ. „ნარკოდანაშაულის ფენომენი“, მონოგრაფია. გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2020 წ.

European Drug Report 2023: Trends and Developments. წყარო: https://www.emcdda. Europa.

Focus on the European Neighbourhood Policy area: news from EU 4Monitoring Drugs, the EMCDDA’s new technical cooperation project.

Source: https://wdr.unodc.org/wdr2020/field/WDR20_BOOKLET_1.pdf

United Nations Office on Drugs and Crime (UNODC). From the 2023 report.

UNODC, World Drug Report 2017, Vienna. (გამოქვეყნების თარიღი 26 ივნისი, 2017წ) .

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-06

როგორ უნდა ციტირება

ჯანაშია ჯ. (2025). ნარკოტიკების მოხმარების სიტუაციური ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო დონეზე - მისი ზეგავლენა თანამედროვე მსოფლიო წესრიგზე. სოციოპოლიტოLOGOS, 2. https://doi.org/10.52340/splogos.2025.02.25

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.