ჰიბრიდული ომის გავლენა საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებზე

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/splogos.2026.01.27

საკვანძო სიტყვები:

ჰიბრიდული ომი, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, საინფორმაციო ოპერაციები, საერთაშორისო უსაფრთხოება

ანოტაცია

          ჰიბრიდული ომი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. მისი ზეგავლენა განსაკუთრებით საგრძნობია ტერიტორიულად პატარა სახელმწიფოებზე, რომლებიც მოწყვლადნი არიან გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. აღნიშნული ომის ფორმა მოიცავს სამხედრო, საინფორმაციო, ეკონომიკურ, კიბერუსაფრთხოებისა და კულტურულ ზეწოლის მექანიზმებს, რომლებიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ სახელმწიფო სუვერენიტეტის შესუსტებას, არამედ შიდაპოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციასაც.

          საინფორმაციო მანიპულაციები და დეზინფორმაციული კომპანიები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ისინი ხელს უწყობს პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაძლიერებას. შედეგად, ფერხდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, ქვეითდება პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობა და რთული ხდება საზოგადოებრივი კონსენსუსის ჩამოყალიბება. ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება, მათ შორის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება და სავაჭრო შეზღუდვები, პირდაპირ აისახება როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ისე საგარეო-პოლიტიკურ კურსზე.

          სტატია მიზნად ისახავს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე ჰიბრიდული ომის გავლენის კომპლექსური ანალიზის ჩატარებას. განხილულია, თუ როგორ გამოიყენება საინფორმაციო და ეკონომიკური ინსტრუმენტები პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაში და რა ზეგავლენას ახდენს ეს პროცესები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საზოგადოებრივი ნდობის კრიზისზე და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის ფაქტორებზე.

          კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ინსტიტუციური მედეგობის გაძლიერება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა შესაძლებელი გახდეს გარეზეწოლის შემცირება და დემოკრატიული პროცესების მდგრადი განვითარება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ამირან ბიჭაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი

წყაროები

აბდალაძე გ. − „რბილი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში“ (2020);

ავალიშვილი ლ., ლომთაძე გ., ქევხიშვილი ს.− „კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (2016);

კინწურაშვილი თ. − „ანტიდასავლური დეზინფორმაცია“ (2020);

ლაჩაშვილი ი., მამულაძე ნ., ნაროუშვილი დ. − „ანტიდასავლური დეზინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში“, პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის „OIP“ (2020);

ლეჟავა ნ. − „დეზინფორმაციის გავრცელება და ანტიდასავლური პროპაგანდა − თანამედროვე გამოწვევები და სამართლებრივი რეგულაციები“, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი (2022);

ტუღუში ლ. − „რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში“, „The German Marshal Fund of the United States“ (2016);

ცეცხლაძე ს., „დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში − სახელმწიფოს მიდგომა ბრძოლის გზები“ (2023);

ჭიჭინაძე რ., „პროპაგანდის ფორმები სამაუწყებლო მედიაში“ (2015);

ხიდაშელი თ., „მეორე მსოფლიო ომიდან კიბერომამადე − როგორ მოვიგოთ საინფორმაციო ომი“, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი (2017);

Baranovsky V. & Mateiko I. “Hybrid Threats and the Vulnerability of Small States” Journal of Strategic Studies (2021) (P. 701-719);

Casarini N. “Disinformation and Democracy: The Impact of Hybrid Threats on Political Systems” (2019) European Union Institute for Security Studies https://shorturl.at/tV2ee (ბ.ნ. 17.09.2025);

Coppieters B. “The Georgian-Abkhaz Conflict” Journal on Ethnopolitics and Minority Issues in Europe (2004) https://kntn.ly/65329d6e (ბ.ნ. 22.09.2025);

Cornell S. E. “Georgia After the Rose Revolution: Geopolitical Predicament and Implications for U.S. Policy” Strategic Studies Institute (2007) https://shorturl.at/eQQc4 (ბ.ნ. 22.09.2025);

Deibert R. & Rohozinski, R. “Cyberspace Under Siege: Estonian and Georgian Cyberattacks” Journal of International Affairs (2010) (P. 21-24);

Delcour L. & Wolczuk K. “The EU’s Unexpected ‘Ideal Neighbour’? The Perceptions of Georgia’s Europeanisation” Geopolitics (2015) (P. 552-578);

European External Action Service (EEAS) “Addressing hybrid threats in the EU and its neighbourhood” (2022) https://shorturl.at/VGl6p (ბ.ნ. 17.09.2025);

European Union Monitoring Mission in Georgia (EUMM). About Us. https://www.eumm.eu/en/about_eumm (ბ.ნ. 30.03.2026);

Galeotti M. “Hybrid War or Gibridnaya Voina? Getting Russia’s Non-Linear Military Challenge Right” Mayak Intelligence (2016) https://shorturl.at/UBTe8 (ბ.ნ. 22.09.2025);

German Marshall Fund (GMF) “Russia’s Economic Leverage in Post-Soviet States” (2018) https://shorturl.at/3N5it (ბ.ნ. 17.09.2025);

Georgian Institute of Politics. “Media Polarization.” Tbilisi, 2024 https://shorturl.at/DZBzj (ბ.ნ. 30.03.2026).

Hoffman F. G “Conflict in the 21st Century: The Rise of Hybrid Wars” (2007) Arlington: Potomac Institute for Policy Studies;

Hoffman F. G. “Hybrid Warfare and Challenges” Joint Force Quarterly (2009) (P. 34-39) https://shorturl.at/2eC19 (ბ.ნ. 22.09.2025);

Hollis D. “Cyberwar Case Study: Georgia 2008” Small Wars Journal (2011) https://kntn.ly/3e11c97a (ბ.ნ. 22.09.2025);

Jones S. F. “Georgia: A Political History Since Independence” I.B. Tauris (2014) https://kntn.ly/06edc7de (ბ.ნ. 22.09.2025);

Kintsurashvili T. “Anti-Western Propaganda in Georgia” Media Development Foundation (2017) https://kntn.ly/6b12cbd4 (ბ.ნ. 22.09.2025);

Makhashvili L. “Russian Hybrid Warfare in Georgia: Instruments and Implications” (2021) Georgian Institute of Politics https://shorturl.at/Q4P15 (ბ.ნ. 17.09.2025);

Murray W. Mansoor P. “Hybrid Warfare: Fighting Complex Opponents from the Ancient World to the Present” Cambridge University Press (2012) https://shorturl.at/uhDzn (ბ.ნ. 22.09.2025);

National Democratic Institute (NDI). “Taking Georgians’ Pulse: Findings from August 2022 Face-to-Face Survey” 16 September 2022. https://shorturl.at/ANAqY (ბ.ნ. 30.03.2026);

“NATO’s Response to Hybrid Threats” NATO STRATCOM COE, Riga (2017) https://shorturl.at/EWxjA (ბ.ნ. 22.09.2025);

NATO STRATCOM COE “Hybrid Threats: A Strategic Communications Perspective” (2020) Riga: NATO Strategic Communications Centre of Excellence https://shorturl.at/GZcSS (ბ.ნ. 17.09.2025);

Nodia G. “The Political Landscape of Georgia: Party Politics and Democracy” Heinrich Böll Stiftung (2016) https://kntn.ly/e4f2e11e (ბ.ნ. 22.09.2025);

Ó Beacháin D. “The Russian Factor in Georgia’s Foreign Policy” Europe-Asia Studies (2019) (P. 1-23);

Pomerantsev P. “This Is Not Propaganda: Adventures in the War Against Reality” Faber & Faber (2019) https://shorturl.at/fqa9i (ბ.ნ. 22.09.2025);

Rácz A. “Russia’s Hybrid War in Ukraine: Breaking the Enemy’s Ability to Resist” Finnish Institute of International Affairs (2015) https://kntn.ly/ca4ff72d (ბ.ნ. 22.09.2025);

გამოქვეყნებული

2026-06-12

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.