ხმა ქაღალდისა და ეთერის გარეშე
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2026.01.13საკვანძო სიტყვები:
ტრადიციული მედია, ციფრული ტრანსფორმაცია, ფსიქო-სოციალური განწყობა, მედიანარატივები, ფსიქოლოგიური დისტრესიანოტაცია
სტატია იკვლევს ტრადიციული მედიის (გაზეთი და რადიო) ტრანსფორმაციისა და მარგინალიზაციის პროცესებს თანამედროვე ციფრული ეკოსისტემისას. ნაშრომის მიზანია გააანალიზოს მედიაპლატფორმების ცვლილების გავლენა საზოგადოების ფსიქო-სოციალურ განწყობაზე, განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციების დროს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომზადებული სადოქტორო კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა რაოდენობრივმა გამოკითხვამ გამოავლინა შემდეგი სურათი: რესპონდენტთა 0% იყენებს ბეჭდურ მედიას, ხოლო მხოლოდ 3% მდე მიმართავს რადიოს ინფორმაციის მისაღებად. აუდიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა კონცენტრირებულია ინტერნეტ-პლატფორმებზე.
კვლევამ დაადასტურა ჰიპოთეზა, რომ ციფრულ სივრცეში დომინანტური, შოკსა და ტრავმაზე ორიენტირებული, ემოციური ნარატივები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ზრდის მოსახლეობის ფსიქოლოგიურ დისტრესს. სტატიაში დასაბუთებულია, რომ ტრადიციული, რაციონალური საინფორმაციო ფილტრების შესუსტება მედიაბაზრის ეკონომიკური კრიზისის ფონზე, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოების მენტალურ მდგრადობას. დასკვნის სახით შემოთავაზებულია მედიაპასუხისმგებლობისა და მედიაწიგნიერების ამაღლების სტრატეგიები კრიზისულ პერიოდში ნეგატიური გავლენის შესამცირებლად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. წლიური ანგარიში 2022. თბილისი, 2023.
Castells, Manuel. The Rise of the Network Society. 2nd ed. Oxford: Blackwell, 2010.
CRRC Georgia. Caucasus Barometer 2022 Georgia. Tbilisi, 2022. [Online resource].
Cushion, Stephen. The Democratic Value of News: Why Public Service Media Matter. London: Palgrave Macmillan, 2012.
Jenkins, Henry. Convergence Culture: Where Old and New Media Collide. New York: New York University Press, 2006.
McChesney, Robert W. Digital Disconnect: How Capitalism Is Turning the Internet Against Democracy. New York: New York Press, 2013.
National Democratic Institute (NDI). Public Opinion in Georgia, March 2023. Tbilisi: CRRC Georgia, 2023.
Newman, Nic, et al. Reuters Institute Digital News Report 2023. Oxford: Reuters Institute for the Study of Journalism, 2023.
Pavlik, John V. Journalism and New Media. New York: Columbia University Press, 2001.
Shoemaker, Pamela J. and Tim P. Vos. Gatekeeping Theory. New York: Routledge, 2009.



