საქართველოს შავი ზღვისპირა მცირე ტბების მორფოლოგიური და ჰიდროქიმიური კვლევა

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.08

საკვანძო სიტყვები:

Black sea salinization, freshvater ecosystem

ანოტაცია

ზღვისპირა მტკნარ ეკოსისტემებში წყლების მარილიანობის ზრდა გლობალური მოვლენაა, რომელსაც მომავალში გაძლიერების ტენ­დენ­ცია აქვს. ზღვების სანაპირო ზონების მტკნარი წყლის ეკოსისტემები წარმო­ადგენს დედა­მიწის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტულ და ყველაზე მეტად მოწყვლად ეკო­სის­ტემებს. როგორც გარდამავალი ზონები ზღვისა და ხმელეთის ეკოსისტემებს შორის, ისინი მოიცავს მრავალფეროვან ჰაბიტატებს, გამოირჩევა დიდი სახეობრივი მრავალ­ფეროვ­ნებით, გვთავაზობს მრავალფეროვან ეკოსისტემურ სერვისებს. სანაპირო ზონებში არსე­ბული ხელუხლებელი ტერიტორიები არეგულირებს ენერგიისა და მატერიის მიმო­ცვლას ზღვისა და  ხმელეთის ეკოსისტემებს შორის და განაპირობებს მათ ფუნქციონი­რებას.

საქართველის შავი ზღვის სანაპირო ზონა მნიშვნელოვნად ურბანიზებული რეგი­ონია. ტერიტორიის დიდი ნაწილი საკურორტო ინფრასტრუქტურას უკავია, რომელიც მუდმივად ფართოვდება. შესაბამისად ხელუხლებელი ტერიტორიების ფართობები განუ­ხ­რელად მცირდება. ამგვარი მზარდი განვითარება და ურბანიზაცია სანაპირო ზონების მტკნარი ეკოსისტემებისათვის მაღალი ეკოლოგიური რისკის ფაქტორს წარმოადგენს. რისკებს შორის იგულისხმება ჰაბიტატების შეზღუდვა, ნარჩენების დაგროვება, ნეგატი­ური ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედება (ხმაური, ვიბრაცია, ღამის ხელოვ­ნური განათება, დამაბინძურებელი ნივთიერებები). საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონებში მზარდი ინფრასტრუქტურული განვითარება და მასთან დაკავშირებული გარე­მოზე ზემოქმედების გაძლიერება განსაკუთრებით აქტუალურს ხდის ზღვისპირა ზონებში მიწისქვეშა და ზედაპირული მტკნარი წყლების კომპლექსურ კვლევებს, როგორც რესურ­სების შეფასების თვალსაზრისით, ასევე გრემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე.

ზღვის სანაპირო ზონაში მტკნარი ეკოისტემების მცირე ტბების ჰიდროქიმიის, ჰიდროდინამიკის, კვების რეჟიმების, ფსკერის მორფოლოგიისა და ფსკერული ნატანის შესახებ მეცნიერული კვლევის მონაცემები თითქმის არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით პალი­ასტომის ტბის შესახებ არსებულ საკმაოდ მოძველებულ და მწირ ინფორმაციას. ჩვენს მიერ პირველად განხორციელდა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის  მცირე მტკნარი ტბების კომპლექსური მორფოლოგიური და ჰიდროქიმიური შესწავლა. ყველაზე მნიშვნელოვანი მორფოლოგიური ცვლილება გამოვლინდა გრიგოლეთის ტბაზე, სადაც დაფიქსირდა ნაპირის ხაზის ცვლილება და ტბის ფართობის შემცირება. გენას ტბაზე აღინიშნება კონტურის გაფართოება, ხოლო ლაშთანისა და თესიას ტბებზე ცვლილებები შედარებით ნაკლებადაა გამოხატული. ვერცხლისა და ოქროს ტბების ნაპირის კონტურები არსებით ცვლილებას არ განიცდის.

ტბების წყლის ჰიდროქიმიური მახასიათებლების მიხედვით  შესწავლილი ტბები ორ ჯგუფად დავყავით: I ჯგუფი – მტკნარი ტბები, წყლის მინერალიზაციით <1000 მგ/ლ; იონური შედგენილობის მიხედვით – Ca-Mg-Na-Cl-HCO3 ჰიდროქიმიური ტიპის (გრიგო­ლეთის, ოქროსა და ვერცხლის ტბები); Na+Cl იონების კონცენტრაცია ამ ჯგუფის ტბების წყლების საერთო მინერალიზაციის დაახლოებით 1/3-ს შეადგენს.  II ჯგუფი –  მომლაშო ტბები, წყლის მინერალიზაციით ≥1000 მგ/ლ; იონური შედგენილობის მიხედვით – Na-Cl ჰიდრო­ქიმიური ტიპის (მდიდრების (ლაშთანის) და თესიას ტბები); Na+Cl იონების წილი ამ ჯგუფის ტბების წყლის საერთო მინერლიზაციის  2/3-ს აღემატება. ეს მიუთითებს, რომ პირველი ჯგუფის ტბებზე ზღვის წყლის გავლენა მეორე ჯგუფის ტბების წყლებთან შედარებით სუსტია. ნალექიან პერიოდში ორივე ჯგუფის ტბების წყლის მინერალიზაცია 2 – 2.5-ჯერ შემცირდა, თუმცა ჰიდროქიმიური ტიპი უცვლელი დარჩა. ზღვის წყლის პირდაპირ გადასვლას ტბების გარემოში - ინგრესიას - ადგილი ქონდა მხოლოდ გენას ტბის შემთხვევაში. ტბებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე გამოვლენილი ანთროპო­გენური დატვირთვა ძირითადად გამოიხატება საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩე­ნების, ინერტული მასალების არაორგანიზებულ განთავსებასა და მიტოვებული ინფრა­სტრუქტურის ნაშთების არსებობით (შენობების საძირკვლები და ფრაგმენტები), რომლებიც დაფარულია ხშირი მცენარეული საფარით, ასევე ქვაფენილების და კომუნი­კაციების ნაშთები. ზოგიერთ ტბაზე შემორჩენილია მოძველებული ნავმისადგომების ფრაგ­მენტებიც. აღნიშნული გარკვეულწილად უსაფრთხოების რისკს წარმოადგენს. მიზან­შეწონილია მათი აღწერა და ინვენტარიზაცია, რაც შემდგომში ტერიტორიის მოწეს­რიგებასა და შესაბამისი ნარჩენების სათანადო მართვას უზრუნველყოფს. მიღებული შედე­­გები ქმნის მეცნიერულ საფუძველს ტბების შემდგომი კვლევისა და მონიტო­რინგი­ს­თვის. აღნიშნული კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ზღვის ნაპირების რანჟი­რების სქემის დასაზუსტებლად, საქართველოს სანაპირო ზონებისათვის გარემოსდაცვითი მგრძნო­ბელობის ინდექსის (ESI) გამოყენებით.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ნ. მაჩიტაძე, Alexandre Janelidze Institute of Geology of Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Researsh Center GAMMA Ltd

ნ. გელაშვილი,  Alexandre Janelidze Institute of Geology of Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Researsh Center GAMMA Ltd

ვ. გვახარია, Alexandre Janelidze Institute of Geology of Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Researsh Center GAMMA Ltd

ა. მაღლაკელიძე, Alexandre Janelidze Institute of Geology of Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Researsh Center GAMMA Ltd

ნ. გაფრინდაშვილი, Alexandre Janelidze Institute of Geology of Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Vakhushti Bagrationi Institute of Geography of Ivane Javakhishvili Tbilisi State University

ტ. ადამია, Alexandre Janelidze Institute of Geology of Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Researsh Center GAMMA Ltd

წყაროები

Basack, S., Loganathan, M.K., Goswami, G. and Khabbaz, H. (2022). Saltwater intrusion into coastal aquifers and associated risk management: Critical review and research directives. Journal of Coastal Research, 38(3), pp. 654-672. DOI:10.2112/JCOASTRES-D-21-00116.1

Bolqvadze B. (2017). LEPL “Batumi Shota Rustaveli State University” Faculty of Natural Sciences and Health Care Department of Biology (Doctoral dissertation, Greifswald University).

Colombani, N., Osti, A., Volta, G. and Mastrocicco, M., (2016). Impact of climate change on salinization of coastal water resources. Water resources management, 30(7), pp. 2483-2496.

Dugan, H.A., Bartlett, S.L., Burke, S.M., Doubek, J.P., Krivak-Tetley, F.E., Skaff, N.K., Summers, J.C., Farrell, K.J., McCullough, I.M., Morales-Williams, A.M. and Roberts, D.C. (2017). Salting our freshwater lakes. Proceedings of the National Academy of Sciences, 114(17), pp. 4453-4458.

https://doi.org/10.1073/pnas.1620211114

Gelashvili N., Machitadze N., Gvakharia V., Maisuradze G. & Beridze G. (2024). Rankings of Shorelines of Georgian Black Sea Sector According to the Ecological Sensitivity Index (ESI). Athens Journal of Sciences. Volume 11, Issue 4, December 2024. Pp. 287-300. doi=10.30958/ajs.11-4-4.

https://www.athensjournals.gr/sciences/2024-11-4-4-Gelashvili.pdf

Jeppesen, E., Canedo-Arguelles, M., Entrekin, S., Sarma, S.S.S. and Padisák, J. (2023). Effects of induced changes in salinity on inland and coastal water ecosystems: editor summary. Hydrobiologia, 850 (20), pp. 4343-4349. https://doi.org/10.1007/s10750-023-05352-x

Kalandadze B., Trapaidze V., Bregvadze G. (2024). Migration of some polluting substances to the soils and underground waters of territories adjacent to the lower reach of Natanebi River (Western Georgia). Scientific Reviewed Proceedings of the Institute of Hydrometeorology of the Georgian Technical University, 135, 23–25. DOI: 10.36073/1512-0902-2024-135-23-25.)

Krebs, M., Gaudig, G. and Joosten, H. (2016). Record growth of Sphagnum papillosum in Georgia (Transcaucasus): rain frequency, temperature and microhabitat as key drivers in natural bogs. Mires and Peat, Vol. 18, Article 04, pp. 1–16, International Mire Conservation Group and International Peatland Society, DOI: 10.19189/MaP.2015.OMB.190

Lassiter, A. (2021). Rising seas, changing salt lines, and drinking water salinization. Current Opinion in Environmental Sustainability, 50, pp. 208-214. https://doi.org/10.1016/j.cosust.2021.04.009

Matchutadze I., Bakuradze T., Tcheishvil T. and Bolkvadze B.( 2015). Vegetation of Colchis Mires. Earth Sciences. Special Issue: Modern Problems of Geography and Anthropology. Vol. 4, No. 5-1, 2015, pp. 73-78. doi: 10.11648/j.earth.s.2015040501.23

Musie, W. and Gonfa, G. (2023). Fresh water resource, scarcity, water salinity challenges and possible remedies: A review. Heliyon, Volume 9, Issue 8, August 2023, e18685

https://doi.org/10.1016/j.heliyon.2023.e18685

Nielsen D. L, Brock M. A., Rees G. Nbaldwin D. S. (2003). Effects of increasing salinity on freshwater ecosystems in Australia. Australian Journal of Botany. Vol. 51(6), pp. 655–665.

https://doi.org/10.1071/BT02115

Obolewski, K., Matela, M., Glińska-Lewczuk, K., Astel, A. and Bąkowska-Hopcia, M., 2024. Physico¬che¬mical characteristics of lakes along the southern Baltic Sea coast. Scientific Data, 11(1), p. 345. | https://doi.org/10.1038/s41597-024-03195-2

Panin, N.I.C.O.L.A.E. (2005). The Black Sea coastal zone–an overview. Geo-Eco-Marina, 11, pp. 21-40. https://www.geoecomar.ro/website/publicatii/Nr.11-2005/3.pdf

Papashvili, I., Gelovani, I., Lominadze, G. and Kavlashvili, G. (2022). Black Sea. In The Physical Geography of Georgia (pp. 89-100). Cham: Springer International Publishing.

https://link.springer.com/chapter/10.1007/978-3-030-90753-2_9

Petersen J, Nelson DM, Marcella T, Michel J, Atkinson M, White M, et al. (2019). Environmental Sensitivity Index Guidelines. Version 4.0. U.S. Department of Commerce National Oceanic and Atmospheric Administration (NOAA) National Ocean Service - Office of Response and Restoration Emergency Response Division. Technical Memorandum NOS OR&R 52.

https://doi.org/10.25923/jzmw-we58

Stein, S., Shalev, E., Sivan, O. and Yechieli, Y. (2023). Challenges and approaches for management of seawater intrusion in coastal aquifers. Hydrogeology Journal, 31(1), pp. 19-22.

https://doi.org/10.1007/s10040-022-02575-5

Sterner, R.W., Keeler, B., Polasky, S., Poudel, R., Rhude, K. and Rogers, M. (2020). Ecosystem services of Earth’s largest freshwater lakes. Ecosystem Services, 41, p. 101046.

https://doi.org/10.1016/j.ecoser.2019.101046

Strayer D. L., Findlay S. E. G. (2010). Ecology of freshwater shore zones. Aquatic Sciences. 72:127–163. DOI 10.1007/s00027-010-0128-9

Tsereteli, E., Gobejishvili, R., Bolashvili, N., Geladze, V. and Gaprindashvili, G. (2011). Crisis intensification of geoecological situation of the Caucasus Black Sea coast and the strategy of risk reduction. Procedia-Social and Behavioral Sciences, 19, pp. 709-715.

https://doi.org/10.1016/j.sbspro.2011.05.189

Tully, K., Gedan, K., Epanchin-Niell, R., Strong, A., Bernhardt, E.S., BenDor, T., Mitchell, M., Kominoski, J., Jordan, T.E., Neubauer, S.C. and Weston, N.B. (2019). The invisible flood: The che¬mistry, ecology, and social implications of coastal saltwater intrusion. BioScience, 69(5), pp. 368-378. DOI:10.1093/biosci/biz027

გამოქვეყნებული

2026-10-03

როგორ უნდა ციტირება

მაჩიტაძე ნ., გელაშვილი ნ., გვახარია ვ., გურჯია ჟ., მაღლაკელიძე ა., გაფრინდაშვილი ნ., … ცქვიტიშვილი ნ. (2026). საქართველოს შავი ზღვისპირა მცირე ტბების მორფოლოგიური და ჰიდროქიმიური კვლევა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომები, (137). https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.08

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.