ჯავახეთის ვულკანური პლატოს (სამხრეთ კავკასიის პლატობაზალტური პროვინცია, საქართველო) ხანდოსა და ხავეთის მეოთხეულ ლავურ ნაკადებში განვითარებული ჰიდროთერმული მინერალიზაცია
DOI:
https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.04საკვანძო სიტყვები:
Javakheti Volcanic Plateau, hydrothermal alteration, secondary mineralization, chabaziteანოტაცია
ჯავახეთის ვულკანური პროვინციის ფიზიკური ვულკანოლოგიის კვლევის პროცესში, ვულკანიზმის სრული სურათის აღდგენის მიზნით, საჭირო და მნიშვნელოვანია ბაზალტური ლავების შეცვლის პროცესების შესწავლა. ბაზალტის მეორეული შეცვლა გულისხმობს ქიმიურ და მინერალოგიურ ცვლილებებს, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა გარემო პირობებით, მათ შორის ამინდის ზემოქმედებით, ჰიდროთერმული ცვლილებით და მეტამორფიზმით. ამ ცვლილებებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ქანის ფიზიკური აღნაგობა, ტექსტურა, მინერალური და ქიმიური შედგენილობა. საერთო შეცვლის პროდუქტებიდან ძირითადად აღსანიშნავია თიხის მინერალები (სმექტიტი), ქლორიტი, ცეოლითები, ეპიდოტი და რკინის ოქსიდები.
ჩატარებული საველე სამუშაოების, XRD-ფაზური და XRF ანალიზებისა და გამჭვირვალე პეტროგრაფიული შლიფების მიკროსკოპული შესწავლის საფუძველზე, ხანდოს და ხავეთის ლავების ნუშურებიდან აღებულ ნიმუშებში დადგინდა ცეოლითების, კარბონატების და თიხამინერალების არსებობა.
საკვლევ ტერიტორაზე ფართოდ გავრცელებული ჰიდროთერმული მინერალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია - ცეოლითები. მათ შორის აღსანიშნავია შაბაზიტის არსებობა. ეს მინერალი აღწერილია ახალციხის რაიონში ახალგაზრდა ლავურ განფენებში არსებულ სიცარიელეებში (Белянкин, Петров, 1945; Гвахария, 1952; Tutberidze, 2004). ზოგადად, ვულკანიტებში ცეოლითურ მინერალიზაციას დიდი და ღრმა შესწავლილობის ისტორია აქვს. თუმცა, მკვლევართა მიერ აღნიშნულია რომ, საქართველოში, სხვა ცეოლითებთან შედარებით, შაბაზიტს შეზღუდული გავრცელება აქვს, რასაც ჩვენი კვლევების საფუძველზე, ვერ დავეთანხმებით.
საკვლევად შეირჩა 1. სოფ. ხანდოს შემოგარენში მდებარე ბაზალტების კარიერი (ზღ. დ. 1651 მ), რომელიც წარმოდგენილია მძლავრი მასიური ლავური ნაკადით, რომელშიც ფიქსირდება გაცივების ძალიან ხშირი და არაერთი ტიპის ფორმა - დიდი ზომის ფორები და ნაპრალები შევსებული მინერალებით და 2. სოფ. ხავეთის (ზღ. დ. 1690 მ) ლავური ნაკადები (2 ნაკადი), რომელიც შიშვლდება მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, თურქეთის საზღვართან უშუალო სიახლოვეში. ზედა მეორე ნაკადი შეცვლილია და ქანში აღინიშნება თეთრი მინერალის მასიური კრისტალიზაცია.
შერჩეული მეთოდებით კვლევის შედეგად დგინდება, რომ ორივე გამოსავლიდან აღებული ნიმუშები არის ძლიერ შეცვლილი ოლივინიანი ბაზალტი, სადაც ოლივინი მასიურად გადასულია იდინგსიტში. ნუშურები და ბზარები ამოფენილია ქლორიტებით, ლიმონიტებით, კარბონატებით (არაგონიტი, კალციტი) და ცეოლითების (ნატროლიტი) სხივური აგრეგატებით. შაბაზიტი წარმოდგენილია მსხვილი რომბოედრული კრისტალებით და ძირითად მასაში გაბნეული წვრილი ფსევდოკუბური ჰაბიტუსის მრჩობლებით. ფიქსირდება, აგრეთვე ერთსა და იმავე ნუშურაში სხივური ნატროლიტის გარშემო შემოზრდილი შაბაზიტის მსხვილი კრისტალები. შაბაზიტის მინერალიზაცია გვხვდება გამოფიტული ბაზალტის უსწორმასწორო ფორმის სიცარიელეებშიც. ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა გაიდინგსიტებული ოლივინის გარშემო შემოზრდილი წვრილი შაბაზიტის მოზაიკური კრისტალები. ამ კრისტალებს გარშემო არშიებად მიუყვება თიხამინერალების (ჰიდროქარსების) კრუსტიფიკაციები. ნაპრალებსა და ჟეოდებში ვხვდებით ნატროლიტისა და ტომსონიტის საკმაოდ მსხვილ რადიალურ-სხივურ კრისტალებს. კალციტი ავსებს როგორც ფორებს, ისე ცალკეულ სიცარიელეებს, არაგონიტის რადიალურ-სხივური აგრეგატები კი ძირითადად ფორებში გვხვდება.
ხანდოს ნიმუშების XRD ფაზური ანალიზით ფიქსირებული რეფლექსებია: შაბაზიტი 9,33-6,928-6,194-5,539-5,072-4,800-4,335-3,867-3,635-3,461-2,932-2,60-2,56-2,296-2,081Å კალციტი 3,029-1,912-1,889-1,465-1,450 Å; თიხამინერალებზე (ილიტზე) მიუთეთიბს 14,73 Å.
ხავეთის - ნატროლიტი 6,568-5,723-4,671-4,135-3,156-2,841 Å; ტომსონიტი 6,568-4,671-3,495-3,244-2,841-2,679 Å; კალციტი 3,029-1,912-1,889-1,465-1,450 Å; არაგონიტი 3,396-2,37-1,973 Å; თიხამინერალები 16.202-11,84 Å; შაბაზიტი 9,33-6,928-5,072-4,800-4,335-3,867-3,635-3,461-2,932-2,56-2,508 Å.
ცეოლითების ფორმირების გრუნერის სკალაზე (H2O/Al2O3-ის მესრის ენერგეტიკულ მაჩვენებელთან (E) ფარდობა) დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ ნატროლიტისა და შაბაზიტის საბადოების წარმოშობის ტემპერატურულ პირობებად მიჩნეულია 40-70°C (Брек, 1976) შესაძლოა, ხანდოსა და ხავეთის ლავების ცეოლითური მინერალიზაცია ჰიდროთერმული პროცესის დასკვნით ფაზასთან იყოს დაკავშირებული.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Belyankin V.S. and Petrov I.P. (1945). Petrography of Georgia. Ed. USSR Academy of Sciences, Moscow, p. 117.
Beridze T., Kavsadze M., Duraiswami Raymond A., Gabarashvili K., Vashakidze G., Lobzhanidze K., Gadpallu P, Baskar K. (2025). Dolerites or Basalts? Reassessing the Neogene–Quaternary lava flows from the Javakheti Volcanic Province, Lesser Caucasus, Georgia by comparing with volcanic products from Cretaceous-Paleogene Deccan Traps, India. 23rd Swiss Geoscience Meeting, Bern 5-6 December P 2.2, pp. 71-72.
Breck D. (1976). Zeolite molecular sieves. Mir Publishing House, Moscow, p. 210.
Breck, D.W. (1976). Zeolite Molecular Sieves: Structure, Chemistry and Use. John Wiley & Sons Inc., New York.
Colman S. M. (1982). Chemical Weathering of basalt and andesite: Assumptions and chronological implications. U.S. Geological Survey Professional Paper 1247.
Dill G. H., Gauert C, Holler G, Marching V. (1992). Hydrothermal alteration and Harald minerali¬sation of basalts from the spreading zone of the East Pacific Rise (7°S–23°S). International Journal of Earth Sciences. 81(3), pp. 717-728. DOI.10.1007/BF01791387.
Gvakharia G. V. (1952). Zeolites of Georgia. Monographs No. 3. Published by the Academy of Sciences of the Georgian SSR, Tbilisi, p. 116.
Goldich S. S. (1938). A study in rock-weathering. Journal of Geology, 46 (1), pp. 17-58.
Gruner J.W. (1944). Hydrothermal Alteration of Feldspar in Acid Solutions between 300° and 400°C. Economic Geology, Vol. 39, No. 8, pp. 578–589.
Gruner J.W. (1950). An attempt to arrange silicates in the order of reaction energies at relatively low tempe¬ratures, AM., 35, p. 137.
Sheth Hetu, Meliksetian Khachatur, Gevorgyan Hripsime, Israyelyan Arsen, Navasardyan Gevorg (2015). Intracanyon basalt lavas of the Debed River (northern Armenia), part of a Pliocene–Pleistocene continental flood basalt province in the South Caucasus. Journal of Volcanology and Geothermal Research 295, pp. 1–15.
Kharin G.S. (1976). The petrology of magmatic rocks, Leg 38. DSDP//Init. Repts., v. 38. pp. 685-716.
Kostov I. (1971). Mineralogy. Ed. “Mir”, Moscow, p. 410.
Loughnan F.C. (1969). Chemical Weathering of the Silicate Minerals. Elsevier, New York, pp.154.
Neuhoff P. S. (1999). Fridriksson T., Arnórsson S., Bird D. K. Zeolite paragenesis and regional meta¬morph¬ism in Tertiary basalts of eastern Iceland. American Journal of Science, 299(3), pp. 161-201.
Ottens B., Schuster R., Benkó Z. (2022). The Secondary Minerals from the Pillow Basalt of Salsette-Mumbai, Deccan Volcanic Province, India. Minerals, 12(4), 444.
Ottens, B., Duraiswami, R.A., Žorž, M. and Makki, M.F. (2024). India - The secondary minerals from the Deccan Volcanic Province. Weise Verlag, München, ISBN 978-3-921656-97-6, 348 p.
Tutberidze B.D. (2004). Geology and petrology of the Alpine late orogenic magmatism of the central part of the Caucasian segment. TSU, Tbilisi, pp. 281-282.
Weisenberger Tobias, Selbekk Rune S. (2009). Multi-stage zeolite facies mineralization in the Hvalfjördur area, Iceland. International Journal of Earth Sciences. Vol. 98 (5).