ლოქის კრისტალური მასივის ალოქთონური მეტამორფული კომპლექსი (მცირე კავკასიონი, საქართველო): ახალი მონაცემები აგებულების, მინერალური შედგენილობისა და რეგიონული მეტამორფიზმის შესახებ

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.02

საკვანძო სიტყვები:

Loki Crystalline Massif, metamorphic complex, regional metamorphism, geological map

ანოტაცია

ლოქის კრისტალური მასივი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, მცირე კავკასი­ონის ფარგ­ლებში და სომხით-ყარაბაღის ტექტონიკური ზონის ალპურამდელი სუბსტრატის შვე­რილს წარმო­ად­გენს. მასივი დიდი ანტიკლინური სტრუქ­ტურაა, რომლის გულში ალპუ­რამდელი კრისტა­ლური ფუნდამენტია გაშიშვლებული. წინა კვლევების მიხედვით, იგი აგებულია ავტოქთო­ნური დევო­ნური გნეისისებრი კვარც-დიორიტებით (U-Pb ასაკი 370±59–35 მლნ. წ), ზედაპა­ლეოზოური გრანიტებით (K-Ar ასაკი 327±6 მლნ. წ) და ალოქ­თო­ნური ქვედაპალეოზოური მეტამორფული კომპლექსით. ეს უკანასკნელი შედგება განსხვავებული ასაკისა და შედგენილობისა ფირფიტებით და ერთმანეთისგან ტექტონი­კური კონტაქტებითაა გამოყო­ფილი. კომპლექსში გაერთიანებული იყო საფარლოს, ლოქ-ჯანდა­რის და მოშევანის მეტაპელიტური ფირფიტები, ზედა გორაწყლის ოფიოლიტური და ქვედა გორასწყლის მელანჟის ფირფიტა. კომპლექსის ქანებმა (ოფიოლიტების გარდა), მეტა­მორ­ფიზმი, სავარაუდოდ, კალედონური ოროგენეზისის დროს განიცადა, ხოლო მოგვიანებით, ბრეტო­ნული ოროფაზისის პერიოდში შარირებულ იქნა ავტოქთონურ ქანებზე. ადრეული კიმერული ოროგენეზისის დროს, მასივის ქანებმა ინტენსიური ტექტო­ნი­კური დეფორ­მაციები განიცადა.

ბოლო წლებში დაგროვილმა ახალმა მონაცემებმა ლოქის მასივის მეტამორფული კომპ­ლექსის ზოგიერთი პეტროლოგიური ასპექტის, მათ შორის ქანების შედგენილობისა და მეტა­მორ­ფიზმის დონესთან დაკავშირებული საკითხების, გადახედვის აუცილებლობა განაპი­რობა. ავტორებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა ტექტონიკური ფირფიტის ქანები. კვლე­ვის მეთოდოლოგია მოიცავდა GPS ტექნოლოგიების გამოყენებით განხორცი­ელებულ კარტი­რებას, მასალის მიკროსკოპულ შესწავლას და მინერალების ელექტრონულ მიკროზონდურ ანალიზს (EMPA).

მიღებული მონაცემების საფუძველზე, განისაზღვრა ტექტონიკური ფირფიტების ამგები ქანების რეგიონული მეტამორფიზმის კრიტიკული მინერალური ასოციაციები და დადგინდა მათი მეტამორფიზმის დონე; დაზუსტდა მეტამორფიტების გამოსავლების კონტურები და მათ შორის კონტაქტების ხასიათი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საფარლოს, ლოქ-ჯანდარისა და მოშევანის ტექტონიკური ფირფიტების ქანების შესწავ­ლას, რომლებიც ძირი­თადად მეტაპელიტებით, ხოლო ნაკლებად, მეტაბაზიტებითაა წარმოდგენილი.

წინა მკვლევარების მიხედვით, მეტამორფული კომპლექსის ხუთივე ფირფიტა ერთმა­ნე­თისგან მეტამორფიზმის დონითა და აგებულებით განსხვავდება. ითვლებოდა, რომ ლოქ-ჯანდარისა და საფარლოს ფირფიტების რეგიონული მეტამორფიზმი მწვანე ფიქლების ფაციესის მთელ ტემპერატურულ დიაპაზონს მოიცავდა, ხოლო მოშევანის ტექტონიკური ფირფიტის ქანების მეტამორფიზმის დონე განისაზღვრებოდა სტავრო­ლითური ფაციესის მაღალტემპერატურული სტავროლით-ბიოტიტ-ანდალუზიტური სუბფაციესის პრობებით.

ახალი მონაცემების მიხედვით, საფარლოს, ლოქ-ჯანდარისა და მოშევანის ტექტონი­კური ფირფიტების შემადგენელი ქანების რეგიონული მეტამორფიზმი შეესაბამება მწვანე ფიქლების ფაციესიდან, ეპიდოტ-ამფიბოლიტური ფაციესის გავლით, ამფიბოლიტური ფაცი­ესის პირობებამდე თანდათანობით გადასვლას. ამ ინტერპრეტაციას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: არსებული მინერალური ასოცი­აციები; მასივის მეტამორ­ფული ქანების ძირი­­თად ნაწილში პირველადი სტრატიგრა­ფიული თანმიმდევრობის შენარჩუნება;  სამივე ფირფიტის გამოსავლებში მეტამორფული ქანების ფიქლებრიობის უპირატესად სუბმერი­დია­ნული მიმართულება; ხშირი მცენარეული საფარის გამო ფირფიტებს შორის ერთმნიშვ­ნე­ლოვანი კონტაქტების დადგენის შეუძლებლობა; უშუა­ლოდ ფირფიტების ფარგ­ლებში ინტენ­სიური ტექტონიკური დეფორმაციის ნიშნები; და მაღალ­­ტემპერატურული მინე­რ­ა­ლური ასო­ცი­აციების არარსებობა.

ამგვარად, ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ საფარლოს, ლოქ-ჯანდარისა და მოშევანის ტექტონიკური ფირფიტები ერთ განუყოფელ სტრატიფი­ცირებულ ფირფიტას წარმოადგენს, რომლის რეგიონული მეტამორფიზმი მოიცავს მწვანე ფიქლების ფაციესიდან ამფიბოლიტურ ფაციესამდე გარდამავალ დიაპაზონს. შესაბა­მისად, მთელი მეტამორფული კომპლექსი მხოლოდ სამი ტექტონი­ური ფირფიტისგან შედგება: მეტაპელი­ტური, ოფიოლიტური და მელანჟური ფირფი­ტებისგან. დეტალური კარტირების საფუძ­ველზე დაზუსტდა აგრეთვე, ამ სამი ტექტონიკური ფირფიტის გამოსავლების კონტურები და მათ შორის კონტაქტების ბუნება. მიღებული შედეგები აისახა არსებულ გეოლოგიურ რუკაზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Bartnitsky E.N., Vashakidze G.T., Dudauri O.Z., Stepanyuk L.M., Terets G.Ya. (1992). Isotope Geochronology of Granitoids of the Loki Salient of the Transcaucasian Crystalline Basement//In: Geochemistry and Ore Formation. Proc. of the IGFM of Ukrainian Acad. Sci. Issue 19. pp. 78-89.

Dudauri O.Z., Togonidze M.G., Vashakidze G.T. (1999). Regional Problems of Isotope Geology//Proc. of the Geological Institute of the Academy of Sciences of Georgia. New series. Issue 114. P. 118-132.

Gamkrelidze I., Shengelia D. (2005). Precambrian-Paleozoic Regional Metamorphism, Granitoid Magmatism and Geodynamics of the Caucasus. “Nauchni Mir”, Moscow, 479 p (in Russian).

Gamkrelidze I., Shengelia D., Chichinadze G., Tsutsunava T., Beridze G., Javakhishvili I. (2019). Geology of the Loki crystalline massif (Caucasus). A. Janelidze Institute of Geology, Proceedings. Publ. house of I. Javakhishvili Tbilisi State University: 87 (in Georgian).

Gamkrelidze I., Shengelia D., Chichinadze G., Tsutsunava T., Beridze G., Javakhishvili I. (20181). Pre-Alpine Allochthonous Metabasites of the Loki Crystalline Massif, Georgia: Geological Setting, Composition and Formation Conditions. World Academy of Scien. Engineering and Technology. Proce¬edings of 20th International Research Conference on Geological and Envi-ronmental Engineering. Paris. Vol. 20. No 11. P. 124.

Gamkrelidze I., Shengelia D., Chichinadze G., Tsutsunava T., Beridze G., Tsamalashvili T., Tedliashvili K., Javakhishvili I. (20182). Petrology, Geoche¬mistry and Forma¬tion Con¬di¬tions of Pre-Alpine Metabasites of the Loki Crystalline Massif (the Cauca¬sus). //Bull. Acad. Sci. Georgia. V.12. N3. P.78-86.

Gamkrelidze I., Shengelia D., Shvelidze I., Vashakidze G. (19992). New data on the geological structure of the Loki crystalline massif and Gorastskali metaophiolites. Proceed. Geol. Inst. of Georgia. New ser., Vol. 14, P. 92-117. (in Russian).

Gamkrelidze I., Shengelia D.,Tsutsunava T., Chichinadze G., Beridze G., Tedliashvili K., Tsamalashvili T. (2017). Petrology, Geochemistry and Forma¬tion Conditions of Meta¬ophiolites of the Loki Crystalline Massif (the Caucasus). Spain. WASET Conference Procceedings. 19 (9). Part VII. P. 702-706.

Gamkrelidze P. & Edilashvili (1940). Geological Description of Map Sheet K-38-XXI (Tbilisi), Deorgian Branch of VGF (All-Union Geological Foundation).

Gamkrelidze P., Nazarov I. (1959). Geological map of the Loki crystalline massif. Summary geological report of the Mashavera Prospecting and Survey Party and the Geological Expedition of southeastern Georgia on the work of 1956-1959. Geological Department of the GSSR MC, Geological Institute of the Academy of Sciences of GSSR. 1416 p.

Hawthorne, F. C., Oberti, R., Harlow, G. E., Maresch, W. V., Martin, R. R., Schumacher, J. C., & Welch, M. D. (2012). Nomenclature of the amphibole supergroup. American Mineralogist, 97(11–12), 2031–2048.

Javakhishvili Sh.I. (1958). Petrography and Geological Structure of the Eastern Part of the Loki Massif//Proc. of the Geological Institute of the Academy of Sciences of the Georgian SSR. Miner.-petr. series. N4. P. 348-359.

Kazakhashvili T.G. (1941). Geological and Petrological Essay on the Djandara Crystalline Massif (western part) // Funds of the Georgian Geological Department. 78 p.

Khutsishvili O.D. (1978). Tectonics and history of the formation of the Loki Crystalline Salient. Proceedings of the Geological Inst. of Acad. of Scie. of the Georgian SSR. Issue 60. 64 p.

Korikovsky, S. P. (1979). Metamorphic Facies of Metapelites. Moscow: Nauka. 260 pp.

Shengelia D., Vashakidze G., Poporadze N. (1989). On Metamorphites of the Loki Cristalline Salient of the Transcaucasian Massif. Doklady Acad. of Scien. of Russia. V. 308. N3. Pp. 694-698.

Tsutsunava T., Chichinadze G., Shengelia G., Beridze G., Javakhishvili I. (2024). Allochthonous Metamorphic Complex of the Loki Crystalline Massif (Lesser Caucasus, Georgia):New Insights from the Structure, Mineralogical Composition and Regional Metamorphism. 11th Annual International Conference on Geology & Earth Science, Athems, Greec.

Vashakidze G. (1999). Petrology and Isotope Geochronology of the Loki Crystalline Massif. Thesis of Candidate’s dissertation. Tbilisi. 37p. (In Russian).

Vashakidze G.T. (2000). Paleozoic Granitoids of the Loki Massif//Proc. of the Geological Institute of the Georgian Academy of Sciences. New. ser. Issue 115. Pp. 320-332.

Whitney D.L., Evans B.W. (2010). Abbreviations for Names of Rock Forming Minerals. American Mineralogist.V. 95. P. 185-187.

Zaridze G.M., Tatrishvili N.F. (1953). On Age Relationships and Genesis of Ancient Crystalline Rocks of the Loki Massif. //Problems of Petrography and Mineralogy. Vol. 1. Moscow: Publishing house of the USSR Academy of Sciences. P. 312-318.

Zheng, Y.-F., & Chen, R.-X. (2017). Regional metamorphism at extreme conditions: Implications for orogeny at convergent plate margins. Journal of Asian Earth Sciences, 145, 46–73. DOI: 10.1016/j.jseaes.2017.03.009.

გამოქვეყნებული

2026-10-02

როგორ უნდა ციტირება

შენგელია დ., წუწუნავა თ., ბერიძე გ., & ჯავახიშვილი ი. (2026). ლოქის კრისტალური მასივის ალოქთონური მეტამორფული კომპლექსი (მცირე კავკასიონი, საქართველო): ახალი მონაცემები აგებულების, მინერალური შედგენილობისა და რეგიონული მეტამორფიზმის შესახებ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომები, (137). https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.02

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.