ჯავახეთის ვულკანური პროვინციის ლავთშორისი ფერადი ჰორიზონტები

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.10

საკვანძო სიტყვები:

ჯავახეთის ვულკანური პროვინცია, ლავათშორისი ჰორიზონტები, წითელი ბოლუსები

ანოტაცია

ჯავახეთის ვულ­კა­ნუ­რი პროვინციის ფიზიკური ვულკანოლოგიის კვლევის ერთ-ერთ მნიშვნე­ლო­ვან მიმარ­თუ­ლე­ბას ლავათშორისი ვულკანოგენურ-დანალექი წარმონაქმნების შესწავ­ლა წარმო­ად­­გენს. ამ ჰორიზონტების შესწავლა ვულკანური პროცესის განვითარების, გა­რე­მოს ეკო­­­­­ლო­­გიური პირობების და ამ პირობების შეცვლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორ­მა­ციას იძლევა. კვლე­ვების ეს მიმართულება პერსპექტიულია რეგიონის პალეოლანდ­შაფ­ტი­სა და პალეოეკო­ლოგიური რეკონსტრუქციებისთვის. ამ ჰორიზონტებს დიდი ხანია იცნობს ქართული გეოლოგიური საზოგადოება რო­გორც ლავათშორის ნალექებს, მაგრამ მათი ღრმა კვლევა არსად არ არის წარმოდ­გე­ნი­ლი  და მხოლოდ საველე განსაზღვრების საფუძველზე მათ ან გამოწვის, ან ძველი ნია­და­­გების ჰორიზონტებად მოიხსენებენ. არადა, სწორედ ვულკანური წარმონაქმნების შე­ცვლის ეს პროდუქტები იძლევა წარმოდგენას გარემოს პალეოეკოლოგიურ პირობებ­ზე. ჩვენი ჯგუფის მიერ, არაერთი წამყვანი სპეციალისტის მოსაზრების საფუძველზე (Widdowson, Walsh, et al., 1997; Turner, Hopper, et al., 1986; Shilman, 1986) და საკუთარ და­კვირ­­­ვებებზე დაყრდნობით, შემუშავდა ბოლუსის განსაზღვრა. აღნიშნული განსაზ­ღვრა არ უნდა მივიჩნიოთ აბსოლუტურ წესად, არამედ მიმდინარე სამუშაო ვა­რი­ანტად, რო­მე­ლიც გაგვიადვილებს ბოლუსების გამიჯვნას სხვა მსგავსი ნალექებისგან. ჩვენი აზრით, ბოლუსები ორ დიდ ვულკანურ ეპიზოდს შორის მცირე პაუზისას წარმოქმნილი სუსტი გამოფიტვის პროდუქტია, რომელიც ცხელი პიროკლასტური მასა­­­ლის წყალთან კონტაქტისას, სწრაფი გაცივების შედეგად წარმოიქმნება. მას ახასიათებს მცირე სიმძლავრე, მინერალური და ქიმიური შემადგენლობის სიახლოვე საწყის ქან­თან, ამასთან, შეცვლის პროდუქტებიდან აუცილაბლად უნდა შეიცავდეს სმექტიტურ თიხას, ცეო­ლითებს და რკინის ჰიდროჟანგებს. ჯავახეთის ვულკანური პროვინციის ფარგლებში შეირჩა საყრდენი ჭრილები, რო­მე­ლიც ნათლად წარმოაჩენდა ფიზიკური ვულკანოლოგიის თავისებურებს და ლავათ­შო­რი­სი ჰორიზონტების შეცვლებში განსხვავებებს. ეს ჭრილები მდებარეობს სოფლების ხერ­თვისის, ტოლოშის, ხანდოს, ქილდას, გელსუნდას და ახალქალაქის მიმდებარე ტერიტო­რიაზე. საველე სამუშაოების დროს აღებული ნიმუშების ქიმიური XRF-ანალიზი განხორ­ციელდა ხელსაწყო Spectrosceute geo გამოყენებით, პეტროგრაფიული აღწერები გაკეთ­და მიკროსკოპების Optica და Amscop საშუალებით, ხოლო  XRD ანა­ლი­ზი ჩატარდა ДРОН-2,0 Cu-antikat. ყველა კვლევა შესრულდა ალექ­სან­დრე ჯან­ე­ლიძის სახელობის გეოლო­გი­ის ინს­ტი­­ტუტის გეოლოგიური კვლევის კომპლექსურ ლაბორა­ტო­რიაში და, ნა­წი­ლობ­რივ, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინს­ტი­ტუტის  ლაბორატორიაში. კვლევების შედეგად ვასკვნით, რომ ხერთვისი I-ის, ტოლოშის, ხანდოს, გელსუნ­და­სა და ახალქალქის ლავათშორისი წითელი დეპოზიტები XRF და XRD ანალიზის შე­დე­­გების მიხედვით წარმოადგენს წითელ ბოლუსებს, ანუ აკმაყოფილებს ბოლუსის ჩვენს მიერ შემუშავებულ განმარტებას. ხერთვისი III-ისა და ხანდოს მოწითალო, ნაცრისფერი და შავი ჰორიზონტები არც ბლუსებს წარმოადგენს, არც პალეონიადაგებს, არც ლატერიტებს და არც გამოწვის ჰო­რი­ზონტებს. სავარაუდოდ, ეს საღ პიროკლასტიკასა და ბოლუსებს შორის გარდამავალი ეტაპის ჰორიზონტებია. ჩვენი აზრით, ხანდოს, გელსუნდასა და ახალქალაქის ფერად ჰორიზონტებში და­ფიქ­სირებული ფანქრისებური ფორმები წყლის აორთქლებისას გაჩენილ ბზარებთან უფ­­­­­რო მეტ მსგავსებას ავლენს, ვიდრე ლავურ განწევრებასთან. ამასთან, ამგვარი ფორ­მე­ბი მხო­ლოდ წვრილმარცვლოვან გრუნტებში გვაქვს და არ გვხვდება მსხვილ პირო­კლას­­ტურ დე­პო­ზიტებში, ვინაიდან ეს უკანასკნელი არაჰომოგენურ გრუნტს წარმო­ად­გენს. ე.ი., ამგვარი ფორმების წარმოქმნა ხდება არა კრისტალიზაციისა და გაცივების პრო­­­­ცესში, არამედ აერაციულ გარემოში მაღალი ტემპერატურის პირობებში თიხა-ქვი­ში­­ანი გრუნტების მიერ წყლის სწრაფი, ინტენსიური კარგვისას - განწევრების პრო­ცე­სი­ს­გან საკმაოდ განსხვა­ვე­ბული პროცესის დროს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ  პირო­კლას­ტურ მასალაში წარმოქმნილი ფანქრისებური ფორმების მიმართ არ უნდა ვიხმაროთ ტერ­­მინი „ფანქრისებრი განწევრება“, არამედ ვიხმაროთ ტერმინი „ფანქრისებრი“ გამოშ­რობის ნაპრალები, ან გვალვის „ფანქრი­სებრი“ ნაპრალები, ან სულაც „ფანქრისებრი“ შრო­­ბის ბზარები. ქილდას წითელი ჰორირიზონტი, მახასიათებლების მიხედვით, ორი ლავის ცხელ კონტაქტად უნდა მივიჩნიოთ. წარმოდგენილი სტატია საწყისი კვლევების მასალას ეყრდნობა. კვლევები გრძელ­დება და ჯგუფის წევრები ყოველწლიურად ავსებენ და აზუსტებენ ბოლუსებთან დაკავ­ში­რე­ბულ მონაცემებს, რომელიც ეტაპობრივად იქნება წარმოდგენილი პუბლიკაციების სახით.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

მანანა კავსაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოლოგიურ მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი.

გიორგი ვაშაკიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ქეთევან გაბარაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დოქტორანტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.

თამარ ბერიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.

კობა ლობჟანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოლოგიის მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 

ვახტანგ გაბუნია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი.

წყაროები

Abich Von Otto Wilhelm Hermann (1879). Über krystallinischen Hagel im unteren Kaukasus in seiner Beziehung zu der Physik des Bodens. Wien: A. Hölder, III, 256 p. (in German).

Adamia S., Chabukiani A., Chkhotua TG, Sadradze N, Zakaraia N, et all, (2010). Geology of the Caucasus and adjacent areas: 1:2 500 000 scale geological map. Επιστημονική Επετηρίδα του Τμήματος Γεωλογίας (ΑΠΘ) 99, pp. 1-10.

Beane J.E., Turner C.A., Hooper P.R., Subbarao K.V. and Walsh J.N. (1986). Stratigraphy, com¬po¬sition and form of the Deccan bazalts, Western Ghats, India. Bulletin of Volcanology, pp.48-83.

Crosta Lateritica. (2019). Rede Surdos UFC; Ciências Humanas, Geografia; 4 de setembro, 2019.

Duraiswami, R.A., Sheth, H., Gadpallu, P. et al. (2020) A simple recipe for red bole formation in continental flood basalt provinces: weathering of flow-top and flow-bottom breccias. Arab J Geosci., vol. 13, 953. https://doi.org/10.1007/s12517-020-05973-9

Dzotsenidze G.S. (1965). The influence of volcanism on the formation of sediments. Moscow, “Nedra”, 156 p.

Gabarashvili K., Kavsadze M., Beridze T., Vashakidze G., Lobzhanidze K., Makadze M., Gadpallu P. (2019). Comparative analysis of interflow horizons in Mtkvari/Kura River flood basalts (Javakheti Volkanic Province, Georgia). 34th IAS Meeting of Sedimentology, 10-13 Septem- ber. Abstracts book, p. 549.

Gamkrelidze P.D. (1954). New data on the geological structure of the Akhalkalaki Highlands and the southern slope of the Trialeti Ridge. – Proc. GPI, N32.

Gerta K., Nikhil S., Valentin S., Thierry A., Eric F., Blair S., Kyle S., Syed K. (2017). Envi-ron¬men¬tal Changes Associated with Deccan Volcanism: evidences from the red bole record. EGU General Assembly Conference Abstracts, 19th EGU General Assembly 2017, Vienna, Austria, p. 7905.

Kavsadze M., Beridze T., Gabarashvili K., Lobzhanidze K., Vashakidze G., Togonidze M. (2018). Are the reddened weathering horizons between the Khertvisi and Toloshi basalt flows (Akhalkalaki volcanic plateau, Georgia) bole beds? 4th Intern. Scientific-Practical Conf. on Up-to-date Problems of Geology, May 29-30, Tbilisi, Book of abstracts, pp. 49-51.

Kavsaze M., Gabarashvili K., Lobzhanidze K., Beridze T., Vashakidze G. (2022). Pensil jointing in the Gelsunda and Akhalkalaki interflow reddened horizons (Javakheti plateau, Georgia). 8th Intern. Scientific-Practical Conference on Up-to-date Problems of Geology, October 20-21, Tbilisi, Book of abstracts, pp. 49-52.

Lamur A, Lavallée Y, Iddon FE, Hornby AJ, Kendrick JE, von Aulock FW, Wadsworth FB (2018) Disclosing the temperature of columnar jointing in lavas. Nat Commun 9:1432. https://doi.org/10.1038/s41467-018-03842-4

Lebedev V. A., Bubnov S., Dudauri O., Vashakidze G. T. (2008). Geochronology of Pliocene vol¬ca¬¬nism of Javakheti highland (Lesser Caucasus). Article 2, Eastern part of the Javakheti highland, 16(5), pp.101-123.

Pashali N.V., Kheirov M.B., Sarajalinskaya T.M. (1976). Secondary changes in pyroclastic rocks of the Upper Pliocene and Pleistocene of Azerbaijan. Bulletin of the Commission for the Study of the Quaternary Period N46. https://cyberleninka.ru/article/n/vtorichnye-izmeneniya-piroklasticheskih-porod-verhnego-pliotsena-i-pleystotsena-azerbaydzhana.

Peryazeva E.G., Plyusnin A.M., Gunin V.I. (2001). The atmosphere-soil-groundwater system in natural and technogenic environments. Proceedings of the annual session of the Scientific Council of the Russian Acad. of Scie. on problems of geoecology, engineering geology and hydrogeology, Moscow, pp. 311-315.

Pragya Singh, Emilia Le Pera, Satadru Bhattacharya, Kanchan Pande, and Santanu Banerjee. (2021). Mineralogical and Textural Characteristics of Red Boles of Western Deccan Volcanic Province, India: Geneticand Paleoenvironmental Implications. In book: S. Banerjee and S. Sarkar (eds.), Mesozoic Stratigraphy of India, Society of Earth Scientists Series,

https://doi.org/10.1007/978-3-030-71370-6_23697697-722,

Sarkar P.K., Chakranaayan A.B., Deshwandikar A.K., Fernandes M.R., Raut S.D. (2000). Development of pencil joints in a red bole bed a Dighi Raigad district, Maharashtra, India. Current science, vol. 79. N 10, 25 p.

Schellmann W. (1986). A new definition of Laterite. Geol. Surv. of India Memoir, 120, pp. 1-7.

Skhirtladze, N.N. (1958). Post-Paleogene Effusive Volcanism of Georgia, Tbilisi, 368 p.

The New Oxford American Dictionary (3rd ed.) (2013).

Tutberidze B. D. (2004). Geology and petrology of the Alpine late orogenic magmatism of the central part of the Caucasian segment//TSU Publ., Tbilisi, pp. 111-138.

Tengiz F. Urushadze, Winfried E. H. Blum (2014). Soils of Georgia. Nova Scien. Pub Inc, 242 p.

Widdowson M., Walsh J. N., Subbarao K.V. (1997). The geochemistry of Indian bole horizons: Pala¬eo¬¬environmental implications of Deccan intravolcanic palaeosurfaces. Geo¬lo¬¬gical Society of London Special Publications 120(1), pp. 269-281. DOI:10.1144/GSL.SP.1997.120.01.17

Zaridze G. M. (1961). Petrography of igneous and metamorphic rocks of Georgia. Moscow: "Gosgeoltekhizdat", 382 p.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-11

როგორ უნდა ციტირება

კავსაძე მ., ვაშაკიძე გ., გაბარაშვილი ქ., ბერიძე თ., ლობჟანიძე კ., & გაბუნია ვ. (2024). ჯავახეთის ვულკანური პროვინციის ლავთშორისი ფერადი ჰორიზონტები. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომები, (136), 117–134. https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.10

გამოცემა

სექცია

Articles