ხორბლეულის სალეწი კევრი მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ ყოფაში

ხორბლეულის სალეწი კევრი მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ ყოფაში

ავტორები

  • რუსუდან კობრავა სსიპ აჭარის მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2024.01.010

საკვანძო სიტყვები:

ხორბლეული, კევრი, კალო, ლეწვა, ძნა

ანოტაცია

კევრი ხორბლეულის სალეწი უძველესი სამეურნეო იარაღია. კევრის კვალი მსოფლიოში ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ჩნდება. 8000 წლის კევრის  ნაშთები აღმოჩენილია ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთში.   კევრის კულტურა საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა საქართველოში. კევრი ცნობილი იყო  საქართველოს არაერთ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კუთხეში-ქართლში, კახეთში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭაში,აჭარაში.  ძირითადად ორი ტიპის კევრი იყო გამოყენებული-შედგენილი ორ ფიცრიანი და შეუდგენელი-ერთფიცრიანი. ასხვავებენ ორი სახის კევრს: ქართულსა და თრიალეთურს. კევრს ძირითადად ნაძვისა და ფიჭვის ხისაგან ამზადებდნენ.

  გამზადებული კევრი კალოზე გაჰქონდათ ხორბლის დასალეწად. კალო შემაღლებულ ადგილზე- სახლის ბანზე, ეზოში, ყანასთან ახლოს ეწყობოდა.კევრში ერთ ცხენს ან უღელ ხარს აბამდნენ. ზედ იდგა  ქალი ან კაცი და ხარებს სახრით ერეკებოდა. კევრი ტრიალებდა და ხორბალი ილეწებოდა. კალო ძველთაგანვე წმინდა ადგილად მიაჩნდათ. იქ დატოვებულ ნივთს ხელს არავინ ახლებდა.წმინდა იარაღად იყო მიჩნეული კევრიც. კევრი საკმაოდ გავრცელებული სამეურნეო იარაღი იყო აჭარაში. ეთნოგრაფიული მასალებით დადასტურდა, რომ კევრებს მარითისა და ჭვანის ხეობებში XX საუკუნის 30-იან წლებამდე ამზადებდნენ.აქ დამზადებული კევრები ხის დგამ-ჭურჭელთან ერთად არდაგანში გაჰქონდათ გასაყიდად.

  აჭარაში  ხორბლეულის ადგილი თანდათან სხვა კულტურებმა  განსაკუთრებით  კი სიმინდმა დაიკავა, რომლის გავრცელებაც დაახლოებით XIX საუკუნის  II ნახევრიდან დაიწყო. ამან განაპირობა კევრების დამზადების შეწყვეტა. თანდათანობით შეწყდა კევრის გამოყენებაც. დღეისათვის კევრი მხოლოდ სამუზეუმო სივრცეშია შემორჩენილი.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

რუსუდან კობრავა, სსიპ აჭარის მუზეუმი

სსიპ აჭარის მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი

წყაროები

1. ბაქრაძე დ. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“. 1987

2. გასიტაშვილი გ. კევრი. საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი. გამომცემლობა „მეცნიერება.“ თბილისი 1980

3. მენთეშაშვილი ს. კევრი. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. ტ.IX. ტფილისი 1938

4. საქართველოს არქეოლოგია.(სახელმძღვანელო). თბილისი 1959

5. საქართველოს აგრარული კულტურა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. თბილისი 2021

6. სახოკია თ. მოგზაურობანი. ბათუმი. გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა.“ 1985

7. ქართელი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი. თბილისი 2019

8. ჩიჯავაძე ნ. აჭარელთა სამეურნეო ყოფის ისტორიიდან. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი N 470

9. ჩიჯავაძე ნ. მემინდვრეობა აჭარაში. აჭარის სოფელი. თბილისი. გამომცემლობა „მეცნიერება“. 1969

10. ჩიტაია გ. შრომები. ტ.IV. თბილისი 2010

11. ჩიტაია გ. ხევსურული სახლის სენე. ანალები. ტ.1. თბილისი 1947

12. ჩიტაია გ,ხაზარაძე მ.. მარცვლეულის გასანიავებელი იარაღები.საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი.მასალები. მემინდვრეობა. თბილისი. გამომცემლობა „მეცნიერება“.1985

13. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი N 778. 1977 წ.

14. მიხეილ დავითაძის მონათხრობი. სოფ. ჭვანა.ჩაწერილია 2024 წლის 17-18-19 ივლისს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭვანაში, ბრილში, ჭალასა და ხაბელაშვილებში მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციის დროს.

15. ასლან ბერიძის მონათხრობი. სოფელი ხაბელაშვილები.ჩაწერილია 2024 წლის 17-18-19 ივლისს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭვანაში, ბრილში, ჭალასა და ხაბელაშვილებში მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციის დროს.

16. ინფორმაცია ინტერნეტიდან: https://en. wikipedia. org/wiki/Threshing _board?fbclid=IwY 2xjawGtCBBleHRuA2FlbQIxMAABHd61EiL8ZPUEU7KEdgEUPa0Pf85hz38wHEEaKsBY5h-IB7K Ykgtd5 exj UA_ aem_C9MP6UeOOPBt__DYd9YyNQ

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-09-30

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...