კიდევ ერთხელ იბერია-ირანის პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ III ს. ბოლოს არქეოლოგიური მასალის შუქზე

კიდევ ერთხელ იბერია-ირანის პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ III ს. ბოლოს არქეოლოგიური მასალის შუქზე

ავტორები

  • ქეთევან დიღმელაშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საკვანძო სიტყვები:

მირიან III, ბაჰრამ II, პაპაკის თასები

ანოტაცია

ქართლი-ირანის ურთიერთობების შესახებ III ს. მეორე ნახევარში, წერილობით წყაროებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერილა. ამჯერად სტატიაში ისტორიული წყაროებით მიღებული ინფორმაცია გააზრებულია არქეოლოგიური მასალის - სარგვეშში აღმოჩენილი კილიკისა და არმაზისხევში აღმოჩენილი პაპაკის თასის მიხედვით.

სარგვეშის თასზე მოცემული გამოსახულებები იდენტიფიცირებულია როგორც ირანის შაჰი ბაჰრამ (ვარაჰრან) II-ის (275/276-293 წწ), მისი მეუღლის შაპურდუხტაკის და მემკვიდრის პორტრეტები. შესაბამისად, მისი დამზადების პერიოდად 283-293 წლებია მიჩნეული და სამეფო სახელოსნოს ნაწარმად არის განსაზღვრული.

რაც შეეხება პაპაკის თასს, რომელიც არმაზისხევის N2 სამარხში აღმოჩნდა, მასზე შესრულებული ფალაური წარწერის მიხედვით, თასი ეკუთვნის არდაშირის ძეს, პაპაკ პიტიახშს რომელიც 293 წლის პაიკულის წარწერაშია მოხსენიებული და შაჰი ნარსეს (293-301 წწ.) თანამედროვე იყო.

სარგვეშისა და პაპაკის თასები დიპლომატიური საჩუქრებია, რომლებიც ირანის სამეფო კარიდანაა გამოგზავნილი იბერიის სამეფო კარზე და ამდენად, სარგვეშისა და პაპაკის თასების მოხვედრა საქართველოში, კერძოდ კი იბერიის ტერიტორიაზე ირანის შაჰების ბაჰრამ II-ისა და ნარსეს მეფობას და მათ პოლიტიკას უკავშირდება.

ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ იბერიის მეფე მირიან III ნარსე შაჰის მოკავშირე იყო 299 წლის ნიზიბინის ზავამდე. იბერიის მეფის გვერდით კი ადგილობრივი დიდებულებიც იდგნენ, მით უფრო პიტიახშები - იბერიის მხედართმთავრები. პაპაკის თასი სწორედ ამ მოკავშირეობისთვის პიტიახშებისათვის გამოგზავნილ საჩუქარს უნდა წარმოადგენდეს. რაც შეეხება სარგვეშის თასს, ის ავსებს წყაროებში არარსებულ ინფორმაციას. საფიქრებელია, რომ იგი ირანის შაჰის ბაჰრამ II დიპლომატიური ძღვენია მირიან III-ისთვის, როგორც მოკავშირისადმი ან მისი კავშირის ძიებისთვის გამოგზავნილი.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

1. ალექსიძე ზ. მოქცევაი ქართლისაი. ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები. თბ., 2007.

2. ბახტაძე მ. ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში. თბ., 2003.

3. ბრაგვაძე ზ. იბერია და კოლხეთი. თბ.,2021.

4. ლომოური ნ. ეგრისის სამეფოს ისტორია. თბ. 1968.

5. ლომოური ნ. ნარკვევები ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიიდან (III საუკუნეში და IV საუკუნის დასაწყისში. თბ., 1975.

6. მელიქიშვილი გ. ქართლის სამეფო III საუკუნეში. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. I. თბ., 1970.

7. მელიქიშვილი გ. ქართლი IV ს. პირველ ნახევარში. ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო სარწმუნოებად. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. II. თბ., 1973.

8. პროკოპი კესარიელი. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. II. თბ., 1965.

9. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. I. თბ., 1955.

10. შოშიაშვილი ნ. ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია III საუკუნიდან V საუკუნის პირველ ნახევრამდე. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები. I. თბ., 1998.

11. ცქიტიშვილი გ. იბერიის საპიტიახშოს საკითხისათვის ლიხთიმერეთში. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები. I. თბ., 1955.

12. Дашков С. Б. Цари царей — Сасаниды. История Ирана III-VII вв. в легендах, исторических хрониках и современных исследованиях. М. 2008.

13. Луконин В. Г. Культура сасанидского Ирана. М. 1969;

14. Луконини В. Иран в эпоху первых Сасанидов. М. 1941.

15. Луконин В. Г., Цоцелия М. В. Серебряный килик из с. Саргвеши. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1981, № 4. გვ.51-62.

16. Мачабели К. Г., Несколько памятников сасанидской торевтики в Грузии, მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1972, № 3. გვ.59-64;

17. Мачабели К. Торевтика позднеантичной Грузии, Тбилиси, 1976. Сс.116-121;

18. Меликишвили Г. К истории древней Грузии. Тб., 1959.

19. Церетели Г. Эпиграфические находки в Мцхета - древнейшей столице Грузии. ВДИ. 1948. №2, გვ.55.

20. André Maricq. Res Gestae Divi Saporis. Syria. T.35. Fasc.3/4. 1958.

21. Braund David. Georgia in Antiquity – A Histury of Colchis and Transcaucasian Iberia, 550 BC-AD 562. Oxford. 1994.

22. Rapp S.H. The Sasanian World through Georgian Eyes: Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature. Routledge. 2014.

23. Toumanoff C. Cronology of the early kings of Iberia. Traditio. Vol.25. 1969.

24. Touraj Daryaee, Sasanian Persia – The Rise and Fall of an Empire. I.B. Tauris. 2009.

25. Weber Ursula. Narseh. Encyclopaedia Iranica. 2016.

https://www.iranicaonline.org/articles/narseh-sasanian-king

გამოქვეყნებული

2026-09-09

როგორ უნდა ციტირება

დიღმელაშვილი ქ. (2026). კიდევ ერთხელ იბერია-ირანის პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ III ს. ბოლოს არქეოლოგიური მასალის შუქზე. მუზეუმი და გლობალიზაცია. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/mg/article/view/5082

გამოცემა

სექცია

არქეოლოგია/ეთნოლოგია

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...