„ბათუმის საზოგადოების კულტურული გარდასახვა XX საუკუნის დასაწყისში’’
საკვანძო სიტყვები:
ბათუმი, საზოგადოების ფორმირება, ურბანიზაცია, მრავალეთნიკური ბათუმი, ბათუმის პორტიანოტაცია
საკონფერენციო თემაში განხილულია ბათუმის ოლქის საზოგადოებრივი წყობა, მათი ცხოვრების სტილი თუ უცხო კულტურების შემოდინება და ინტეგრაცია მოსახლეობაში XX საუკუნის დასაწყისისათვის. რა პოლიტიკური მდგომარეობა სუფევდა ამ დროისათვის ქალაქში და განხილულია სოციალურ, ეკონომიკური და კულტურული პროცესები, რამაც განაპირობა ქალაქის ურბანიზაცია და საზოგადოების ფორმირება, ევროპული გავლენებით გამორჩეულ ინდუსტრიულ და კულტურულ ცენტრად გარდაქმნა. ყურადღება გამახვილებულია ბათუმის პორტზე, როგორც მთავარ იარაღზე ინდუსტრიალიზაციის შემოსატანად, მრავალეთნიკური გარემოს ფორმირებაზე, განათლებისა და ინტელიგენციის გაძლიერებაზე, თეატრისა და კულტურული ცხოვრების გააქტიურებაზე. ნაშრომში ასევე აღწერილია ეტაპი თუ რა ცვლილება განიცალა მოსახლეობის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა. თემა დამუშავებულია როგორც ქართული, აგრეთვე უცხოური ისტორიული წყაროების მიხედვით, გამოყენებულია საარქივო მასალები, ფოტოდოკუმენტები უცხოური მედიიდან, გაზეთებიდან თუ ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ახვლედიანი ხ., „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“, ბათუმი 1978;
კარალიძე ჯ, „აჭარა 1878-1903 წლებში. პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარება’’, ბათუმი 2009;
მეგრელიშვილი მ, მეგრელიშვილი ნ, „ნარკვევები ბათუმის ისტორიიდან’’, ბათუმი 2026;
ნიკოლეიშვილი ო, „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან’’, ტომი 2, ქუთაისი 2025;
„სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტომი 3, რედაქტორები: სურგულაძე აბელი, სიორიძე მალხაზი, გამომცემლობა „შოთა რუსთაველის სახლმეწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი 2008;