განათლების პირველი კერები და წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვიდაცია აჭარაში XX საუკუნის 20-40- წწ (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)

განათლების პირველი კერები და წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვიდაცია აჭარაში XX საუკუნის 20-40- წწ (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)

ავტორები

  • ირმა კარანაძე სსიპ აჭარის მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2024.01.006

საკვანძო სიტყვები:

განათლების პირველი კერები, წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვიდაცია, წერა-კითხვის უცოდინრობის სალიკვიდაციო სკოლები, ,,ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელისაზოგადოება“, ,,ქართულისაქველმოქმედოსაზოგადოება“, მცირემცოდნეობის სალიკვიდაციო სკოლები

ანოტაცია

როგორც მოგეხსენებათ, აჭარის განათლების სისტემაში წლების განმავლობაში მუშაობდა არაერთი საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანი, რომლებმაც არა მხოლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აჭარის განათლების სისტემის განვითარებასა და არაერთი თაობის აღზრდაში, არამედ ნათელი კვალი დატოვეს ადამიანების მეხსიერებაშიც. განსაკუთრებით იმ პირველი თაობის პედაგოგებმა, რომლებმაც აჭარაში მუშაობა დაიწყეს ურთულეს პერიოდში - საბჭოთა ხელისუფლების გარიჟრაჟზე, დიდი ისტორიული და მენტალური ცვლილებების ეპოქაში. მათი საქმიანობის, ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი ურთიერთობის, ზოგადად, სოფლების კულტურული ცხოვრების განვითარებისათვის მათი ზრუნვისა და მოღვაწეობის შესახებ არაერთი ნათელი მოგონებაა შემონახული ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში. ეს მოგონებები, ზოგჯერ, მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ოფიციალური ისტორიოგრაფიის მონაცამებისგან და ამ პერიოდის აჭარის ისტორიის ძალზე საინტერესო მომენტებს ინახავენ და მნიშვნელოვნად ავსებენ ოფიციალურ ისტორიოგრაფიას.

სწორედ ამან გვიბიძგა სხვადასხვა თაობის ადამიანებთან კომუნიკაციით შეგვესწავლა ადამიანების მეხსიერებაში შემონახული ეს საინტერესო ისტორიები და წინა პლანზე წამოგვეწია რესპოდენტთა მიერ განცდილი და მათ მეხსიერებაში დალექილი მოვლენები, პიროვნული განცდებისა და ისტორიების პრიზმაში გაგვეხილა ისეთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენა აჭარის ისტორიაში, როგორიც იყო წერა-კითხვის უცოდინრობისა და მცირემცოდნეობის  ლიკვიდაცია.       

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ირმა კარანაძე, სსიპ აჭარის მუზეუმი

ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმის, ა. კახიძის სახელობის აჭარის   არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი

წყაროები

თეიმურაზ კომახიძე - ხელვაჩაურის ( ბათუმის რაიონი) (განათლება, კულტურა, ჯანმრთელობა, ჰავა, კურორტები)-სს,,გამომცემლობა აჭარა“-1,ბათუმი-2003.

სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალი,,მაჭახელი“-N 6-7.-ბათუმი 2012-2013.

კახიძე ნ. „ჯაველიძე ვლ. „ორი წელი აჭარაში (ახალსოფელი, კირნათი, მაჭახელი), -ჟ. „მაჭახელი, 2012-2013, №6-7, გვ. 7-13

გრიგოლ ბაბილოძე. სახალხო განათლება აჭარის ასს რესპუბლიკაში (1921-1957 წწ.). ბათუმი-1958

ბაბილოძე გრ, ნარკვევები განათლებისა და კულტურის ისტორიიდან, გამომცემლობა: „საბჭოთა საქართველო“, ბათუმი-1975.

გობრონიძე ა, იაკობ გოგებაშვილი და აჭარა, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“,ბათუმი.1970

შრომები XV- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი-ბათუმი - 2021

განათლება, მეცნიერება, კულტურა და რელიგია აჭარაში 1921–1990 წლებში.თავი მეცამეტე: 1. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი-ბათუმი - 2021

ნ.ჩელებაძე-განათლება და კულტურა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი-ბათუმი - 2021.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-27

როგორ უნდა ციტირება

კარანაძე ი. (2025). განათლების პირველი კერები და წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვიდაცია აჭარაში XX საუკუნის 20-40- წწ (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი). მუზეუმი და გლობალიზაცია, 151–159. https://doi.org/10.52340/gmg2024.01.006

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...