ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა მახუნცეთის მარანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მოკლე ანგარიში (2024 წელი)
DOI:
https://doi.org/10.52340/gmg2024.01.009საკვანძო სიტყვები:
მარანი, ქედის მუნიციპალიტეტი, ქვევრი, მევენახეობა-მეღვინეობაანოტაცია
ნაშრომში გაწარმოდგენილია 2023, 2024 წლებში, ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა მახუნცეთში გამოვლენილ მარანზე წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები. აღსანიშნავია მარნის ტერიტორიაზე ჩადგმული ორ რიგად განლაგებული ტრადიციული, ადგილობრივი ფორმისა და ე.წ. რელიეფურორნამენტიანი სხვადასახვა ზომის ქვევრები, ასევე მარნის ტერიტორიასა და თით ქვევრებში გამოვლენილი სამზარეულო და სამეურნეო დანიშნულების ჭურჭლის ფრაგმენტები. მათგან გამორჩეულია წითელკეციანი ჩიბუხის ფრაგმენტი. დაცულია კორპუსის მომრგვალებული, ორნამენტირებული ნატეხი. მსგავსი ჩიბუხები დიდი რაოდენობით გვხდება გონიოსა და პეტრას არქეოლოგიურ მონაპოვრებს შორის, რომლებიც XVIII საუკუნის სხვადასხვა პერიოდებით თარიღდება. მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი ქვევრიდან მოხერხდა პალინოლოგიური მასალის-წიპწების შეგროვებაც. ისრაელში რადიოკარბონული გზით ჩატარებული კვლევის შედეგად მათი თარიღი XVII-XVIII სს განისაზღვრა.
საბოლოოდ კი, მეთოდური არქეოლოგიური მუშაობის, წერილობით და ეთნოგრაფიული ცნობების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებლობა გვეძლევა ვთქვათ, რომ აჭარის არქეოლოგიურ ძეგლებს შეემატა დასვლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი მსუბუქად გადახურული მარანი, რომელიც ფუნქციონირებდა XVIII ს-მდე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბერიძე კ., 1975: მევენახეობა და მისი პერსპექტივები აჭარაში. ბათუმი
ბოხოჩაძე ა., 1963: მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით. თბილისი
კახიძე ა. სურმანიძე ნ., 2013. სოფელ ჩაისუბნის „შუამთის“ გორანამოსახლარის არქეოლოგიური დაზვერვის შედეგები. – აჭარა წარსული და თანამედროვეობა, I ბათუმი. გვ. 222–231.
კახიძე ა. შალიკაძე თ., 2015. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. მახოს 2013 წლის არქეოლოგიური გათხრების ანგარიში. – აჭარა წარსული და თანამედროვეობა, II ბათუმი, გვ. 104–116.
კახიძე ა., მამულაძე შ., 2016: აჭარის არქეოლოგიური ძეგლები.თბილისი.
კახიძე ა. შალიკაძე თ. ნაგერვაძე მ., 2017 ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები სოფელ კაპნისთავში. – აჭარა წარსული და თანამედროვეობა, III, ბათუმი, გვ. 25–32.
კახიძე ა. მამულაძე შ., 2018 - ქვევრის ერთი სახეობის გავრცელების საკითხისათვის პონტოს პირეთში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე #1. თბილისი. გვ. 130-139.
მამულაძე შ. შალიკაძე თ. ასლანიშვილი ლ., 2013. გონიოს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში 2012 წელს წარმოებული გათხრების მოკლე ანგარიში. -აჭარა წარსული და თანამედროვეობა, I ბათუმი.
მინდორაშვილი დ., 2015. ხიხანის ციხეზე 2013 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები. აჭარა წარსული და თანამედროვეობა. II. ბათუმი, გვ. 323-334.
შაშიკაძე ზ, მახარაძე მ., 2011: აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები, თბილისი
შაშიკაძე ზ, მახარაძე მ., 2021: ლალამუსტაფა ფაშას ვაყუფ- ნამეები საქართველოს შესახებ, თბილისი