ფიჭვნარის ძვ.წ IV ს კოლხური სამაროვანი (2022-2023 წწ)

ფიჭვნარის ძვ.წ IV ს კოლხური სამაროვანი (2022-2023 წწ)

ავტორები

  • ემზარ კახიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.015

საკვანძო სიტყვები:

აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, ფიჭვნარი, კოლხური სამაროვანი, სააღაპო მოედნები, იმპორტული, იმიტირებული და ადგილობრივი კერამიკა

ანოტაცია

ფიჭვნარის ძვ.წ. IV საუკუნის კოლხური სამარხები სხვა სამაროვნებთან შედარებით ჯერ კი­დ­ევ მცირე რაოდენობითაა შესწავლილი. ამის უმთავრესი მიზეზი საბჭოთა პერიოდში ჩაის ფართო კულტივაციით უნდა აიხსნას.

2022-2023 წწ წარმოებული გათხრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს მისი ტოპოგრაფიის საბოლოო განსაზღვრა წარმოადგენდა. დგინდება, რომ ჩრდილოეთიდან ის ფიჭვნარის ძვ.წ. V ს კოლ­ხუ­რი სამაროვნის ქრონოლოგიურ და ტერიტორიულ გაგრძელებას წარმოადგენს; დასავლეთით ძვ.წ. IV  ს ბერძნული და ელინისტური პერიოდის სამაროვნებისკენ, ხოლო აღმოსავლეთით მდ. ჩოლოქის მიმართულებით ფართოვდება. 

 ჩატარებული გათხრების ანალიზისა და აღმოჩენილი არტეფაქტების საფუძველზე ჩანს, რომ ფიჭვნარელი კოლხები, აქაური ელინების მსგავსად და ერთი საუკუნის წინ მცხოვრები თანამემამულეებისგან განსხვავებით, აწყობენ საქელეხო რიტუალებს; მრავლდება ბერძნული კერამიკული ნაწარმის იმიტაციები, ხოლო სამარხების აღმოსავლეთით დამხრობა დომინანტური ხდება. თუმცა, გრძელდება უფრო ტრადიციული ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილოეთისაკენ დამხრობით დაკრძალვა, რომლის რელიგიური თუ კულტუროლოგიური ახსნა ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.  

საინტერესო სურათი ისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ ყოფაში. საკმაოდ ბევრია ისეთი ჭირისუფალი, რომელიც საიმქვეყნიოა ინვენტარს მოკრძალებულად ან საერთოდ ვერ ატანს, რაც მეტროპოლიის, ათენის დასუსტების გამოძახილი უნდა იყოს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.

შეიძლება ვთქვათ, რომ ფიჭვნარში, ისევე როგორც ბოსფორში, ელინიზმის დადგომის წინ უკვე შეინიშნება ადგილობრივი მოსახლეობის ღრმა აკულტურიზაცია, რაც მთელ შავიზღვისპირეთში თუ მედიტერანული სამყაროში პარალელებისა თუ განსხვავებული ტენდენციების ინტერდისციპლინარულ კვლევებს მოითხოვს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ემზარ კახიძე

სსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი

წყაროები

კახიძე ა. 2007. ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში: ფიჭვნარის ძვ.წ. V ს ბერძნული ნეკროპოლი. ბათუმი/ოქსფორდი.

კახიძე ა. 2016. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა და კულტურა კლასიკურ ხანაში: ფიჭვნარის ძვ.წ. V საუკუნის კოლხური სამაროვანი. ბათუმი.

კახიძე ა., ვაშაკიძე ნ. 2010. ელინიზმი და კოლხეთი. ბათუმი/ოქსფორდი.

კახიძე ა., ვიკერსი მ. 2004. კოლხები და ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში: საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის 1998-2002 წწ ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები. ბათუმი/ოქსფორდი.

კახიძე ა., ვიკერსი მ. 2014. კოლხები და ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში: საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის 2003-2007 წწ ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები. ბათუმი/ოქსფორდი.

კახიძე ა., კახიძე ე. 2014. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის კოლონიზაციის შედეგები: ფიჭვნარის ძვ.წ. IV საუკუნის ბერძნული ნეკროპოლი. ბათუმი/ოქსფორდი.

კახიძე ა., კახიძე ე., თურმანიძე მ. 2022. ფიჭვნარის ძვ.წ. IV ს კოლხურ სამაროვანზე 2007-2022 წწ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, X, გვ. 72-100.

კახიძე ა., მამულაძე შ. 2016. აჭარის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი.

კახიძე ა., სურმანიძე ნ. (რედ.) 2023. ფიჭვნარი VIII. ბათუმი.

კახიძე ე. 2021. 2021 წ ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების წინასწარეული ანგარიში. მუზეუმი და გლობალიზაცია: სსიპ აჭარის მუზეუმის ორგანიზირებული I საერთაშორისო კონფერენციის მასლები. ბათუმი, გვ. 174-184.

კახიძე ე. 2023. კლასიკური ხანის ახლადაღმოჩენილი კოლხური სამაროვნები სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ზღვისპირეთში. საქართველოს ეროვნული აკადემიის წ.კ. გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის „კულტურულ-საისტორიო ძიებანი“ მასალები. თბილისი, გვ. 39-42.

თურმანიძე მ. 2021. ძვ.წ. IV ს კოლხური სამაროვნიდან მომდინარე არტეფაქტები. მუზეუმი და გლობალიზაცია: სსიპ აჭარის მუზეუმის მიერ ორგანიზირებული I საერთაშორისო კონფერენციის მასლები. ბათუმი, გვ. 188-196.

ჩავლეიშვილი ი. 2005. ფიჭვნარის ნაქალაქარზე წარმოებული ბოლოდროინდელი არქეოლოგიური გათხრები და ძველი კოლხური სამოსახლო სისტემა. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, III, გვ. 18-26.

ჩავლეიშვილი ი. 2025. ფიჭვნარის ნაქალაქარი ძვ.წ. II და I ათასწლეულის მიჯნაზე. ბათუმი.

ხალვაში მ., კახიძე ე. 2024. აჭარის ისტორიულ-არქეოლოგიური დახასიათება უძველესი დროიდან ახ.წ. IV საუკუნემდე. აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე (რედაქტორი როინ მალაყმაძე). ბათუმი, გვ. 174-196.

Kakhidze E. 2023. Classical-period Greeks and locals at Pichvnari, eastern Black Sea area. Tios/Tieion on the Southern Black Sea in the Broader Context of Pontic Archaeology (eds G.R. Tsetskhladze, Ş. Yıldırım). Oxford, გვ. 319-330.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-04

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...