მუზეუმის როლი თანამედროვე სასკოლო განათლებაში

მუზეუმის როლი თანამედროვე სასკოლო განათლებაში

ავტორები

  • ზურაბ სანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ეკატერინე მუმლაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.007

საკვანძო სიტყვები:

მუზეუმი, სასკოლო განათლება, სასწავლო მეთოდი

ანოტაცია

მუზეუმს უმნიშვნელოვანესი როლი და ფუნქცია აქვს საზოგადოებისთვის, სასიცოცხლოდ ფასეული, როგორც ხალხის კულტურული, ისტორიული თუ ტექნოლოგიური იდენტობის, წარსულისა და აწმყოს მთხრობელი და გამზიარებელი. მუზეუმები მეტყველებენ იმ მრავალფეროვან გამოცდილებაზე, რომელიც კაცობრიობამ დროთა განმავლობაში დააგროვა. შესაბამისად, მუზეუმი პირდაპირ ემსახურება განათლებას და მისი როლიც დღითიდღე უფრო საყურადღებო და აქცენტირებული ხდება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.

ჩვენს მოხსენებაში აქცენტს სასკოლო განათლებაზე ვაკეთებთ და ამ კუთხით ორ მიმართულებას ვავითარებთ, თავად მუზეუმისთვის სასკოლო განათლებაში ჩართულობის მნიშვნელობა და ამ მხრივ მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები და, აგრეთვე, რატომ არის სკოლაში სამივე საფეხურზე მუზეუმის როლი მნიშვნელოვანი, რა ფუნქცია აკისრია მას და როგორ იყენებენ პედაგოგები მუზეუმს და მას, როგორც რესურსს, თანამედროვეობაში.

მუზეუმი, უპირველეს ყოვლისა, როგორც ვერბალური, ისე ვიზუალური მეტყველია და ის ავსებს, სრულ ყოფს სასკოლო განათლებას, ცოდნას. ამასთანავე, სხვადასხვა საგნის პედაგოგები მუზეუმებს იყენებენ, როგორც გამაძლიერებელ, ეფექტის მომხდენ საშუალებას. მუზეუმს ანიჭებენ უპირატეს მნიშვნელობას პრაქტიკული, კულტურული თუ ისტორიული ცნობიერების ამაღლების

კუთხით. აგრეთვე, მუზეუმი ეხმარება მოსწავლეებს ფართო თვალსაწიერისა და პერსპექტივის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, მუზეუმი ხელშესახებია და თეორიული ცოდნის რეალობაში აღქმის, გააზრების, კრიტიკული თუ ანალიტიკური უნარების განვითარების შესანიშნავი მეთოდია. ცალსახაა, რომ გარდა ზემოხსენებულისა, მუზეუმი წარმოადგენს კრეატიულ და ნოვაციურ სივრცესაც, რომელიც მოსწავლეებში შემოქმედებით უნარებს აღვივებს და მათ შთაგონებისკენ უბიძგებს.

მუზეუმები, მათი თემატიკა და სპეციალური პროგრამები ეხმიანება თანამედროვე სასკოლო გეგმებსა და საგანმანათლებლო სტანდარტს რამდენიმე საგანშიც კი. მუზეუმებმა უნდა შეძლონ და მიმდინარე გამოწვევებსაც უნდა უპასუხონ, პირველ რიგში კი, ვფიქრობთ, ინკლუზიურობის კუთხით, რათა ის თითოეული მოსწავლისთვის(ვგულისხმობთ სსსმ და შშმ მოსწავლეებს) ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც მუზეუმი წარმოადგენს ინტერაქციულ, დინამიკურ, ინკლუზიურ და სულ მცირე ცნობისმოყვარეობის აღმძვრელ სივრცეს, შედეგად, მუზეუმი უკვე ეფექტური სასწავლო მეთოდიცაა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ზურაბ სანაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის პროგრამის დოქტორანტი

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქ. რუსთავის N16 საჯარო სკოლა,  ისტორიის პედაგოგი

ეკატერინე მუმლაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია  პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობის მაგისტრანტი.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი.

წყაროები

ბერიძე, თინათინ. თანამედროვე სწავლა/სწავლების მეთოდები. ბოლო ნახვა, 12 ოქტომბერი, 2023, ვებ-გვერდზე: https://mastsavlebeli.ge/?p=22215

გედევანიშვილი, ნინო. განათლება და მუზეუმი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2010.

ICOM.MUSEUM. Museum International, ბოლო ნახვა, 12 ოქტომბერი, 2023, https://icom.museum/en/resources/

SCHOOLEDUCATIONGATEWAY.EU. Museum Education - Using museums as a resource in teaching and learning. ბოლო ნახვა, 12 ოქტომბერი, 2023, ვებ-გვერდზე: https://www.schooleducationgateway.eu/fr/pub/teacher_academy/catalogue/detail.cfm?id=74357#:~:text=Learning%20in%20museums

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-02

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...