იძულებით გადაადგილებულთა ახალ რეალობასთან ინტეგრაციის ზოგიერთი ასპექტი: ბათუმისა და გალის რაიონის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით

იძულებით გადაადგილებულთა ახალ რეალობასთან ინტეგრაციის ზოგიერთი ასპექტი

ბათუმისა და გალის რაიონის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით

ავტორები

  • ნინო ხარჩილავა სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.004

საკვანძო სიტყვები:

აფხაზეთი, იძულებითი მიგრაცია, ინტეგრაცია, ადაპტაცია

ანოტაცია

პოსტსაბჭოთა პერიოდის პოლიტიკურმა პროცესებმა რადიკალურად შეც-ვალა საკუთრივ აფხაზეთის ეთნო-კულტურული მოზაიკა და იძულებით მიგრირებულთა სო-ციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების პირობები. ფაქტობრივად მათ ახალი ცხოვრების დაწყება მოუწიათ და გაიარეს ადაპტაციის რთული და საინტერესო გზა.

ახალ საცხოვრებელ გარემოში ადაპტაციის არაერთი საკითხია შემონახული იძულებით მიგრანტთა მეხსიერერებაში. მათ ბიოგრაფიაში აისახა ამ ტრაგედიის მნიშვნელოვანი პრო-ცესები, რომელთა შორის ძალზე საინტერესოა იძულებით გადაადგილებულთა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ადაპტაციის პრობლემები. დღეს, აფხაზეთის ტრაგედიიდან რამდენიმე ათეული წლის შემდგომ ძალზე აქტუალურია მიგრანტთა მეხსიერების ეთნოლო-გიური კვლევები, რამდენადაც ჯერ კიდევ ცოცხალია ის თაობა, რომელმაც აღნიშნული ტრა-გედიის სიმძიმე საკუთარ თავზე გადაიტანა.

იძულებით გადაადგილებულთა ცხოვრების წესი და ტრადიციული ყოფა საკუთრივ აფხაზეთში ისტორიულად ჩამოყალიბებულ, ტრადიციულ გარემოში მიმდინარეობდა. აფხა-ზეთის ომმა ეს გარემო მოშალა და მიგრანტებს ახალ პირობებთან ადაპტაცია მოუწიათ. მიუხე-დავად იმისა, რომ მათი ახალი საცხოვრებელი არეალი ისევ საქართველო, ანუ ისტორიულად ერთიანი ეთნოკულტურული სივრცე იყო, მათ გააჩნდათ საკუთარი ტრადიციული კულტურა და სოციალ-ეკონომიკური ცხოვრების წესი. გარდა აღნიშნულისა აფხაზეთის ომმა, ასევე მოშა-ლა სოციალური ურთიერთობები და მიგრანტები იძულებული გახდნენ ეძებნათ ახალი სო-ციალური დასაყრდენი ცხოვრების გასაგრძელებლად.

ქართულ ისტორიოგრაფიაში აფხაზეთიდან იძულებით მიგრაციასთან დაკავშირებუ-ლი პრობლემატიკის კვლევა ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა. აღნიშნული პრობლემა დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას და ამ კუთხით წარმოებული კვლევებში წამყვან როლს მიგ-რაციის ისტორიული ასპექტების კვლევები იჭერს. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მიმარ-თულებაა, თუმცა ამასთანავე მივიჩნევთ, რომ აუცილებელი და აქტუალურია ეთნოგრაფი-ული ხასიათის გამოკვლევები, მათ შორის კონკრეტული ბიოგრაფიები და კონკრეტული პი-როვნებების მეხსიერებაში შემონახული ინფორმაციების კვლევა, რომლებიც იძულებით მიგ-რაციის პირობებში ცალკეული ოჯახების, ინდივიდების ახალ პირობებში დამკვიდრების სოციალ-ეკონომიკურ ასპექტებს მოიცავს.

წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს აფხაზეთიდან იძულებით მიგრირებულთა ძი-რითადი განსახლების არეალში გამოვიკვლიოთ მიგრანტთა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ადაპტაციის კონკრეტული ისტორიები და მოვახდინოთ მათი ანალიზი. წარმო-ვაჩინოთ მიგრანტთა ადაპტაციის ზოგადი და  ლოკალური ასპექეტები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ნინო ხარჩილავა, სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოლოგიის  ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი,

სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სასწავლო პროცესებს მართვის დეპარტამენტის უფროსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

წყაროები

ასედ - 2023. ავტორის საველე ეთნოგრაფიული დღიური.

აბაკელია ნ., 2007. ციკლური სიმბოლიზმი დაკრძალვისა და გლოვის წესებში დასავლურ ქართულ ტრადიციაში, ქუთაისი.

თოფჩიშვილი რ., 2015. ხალხთა მიგრაციები, თბ.

კიკნაძე ზ., 1996. ქართული მითოლოგია, ტ. I, ქუთაისი.

მაკალათია ს., 1941. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ.

მგელაძე ნ., 2013. ქორწინება და საქორწინო ტრადიციები თურქეთის შავიზღვისპირეთის ქართველ მუჰაჯირებში (ორდუსა და სამსუნის გუბერნიებში), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ინსტიტუტის კრებული, VII, ბათუმი,

ხარჩილავა ნ., 2016. ქორწინება და საქორწინო ტრადიციები ისტორიულ სამურზაყანოში, თბილისი.

ხარჩილავა ნ., 2017. მზითვის საკითხისათვის, (ისტორიული სამურზაყანოს ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით), ბათუმი, II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნცია, ,,კულტურა და ხელოვნება: კვლევე და მართვა“, ბათუმი.

ჯავახაძე ნ., 1983. ნათესაობის სისტემა სამეგრელოს ბარში და მისი აფხაზური პარალელები (პირადი არქივი), თბ.

ჯავახიშვილი ივ., 1928. ქართული სამართლის ისტორია, თბ.

Бромлеи Ю, Кашуба М, 1982. Брак и Семья у народов Югославии, М.

Джанашвили М. 1894. Абхазия и Абхазцы, ЗКОРГО, кн., XVI, Тф.

Мгеладзе И. 1988. Система кровного родства в Аджарии, Батуми.

Чурсин Г.Ф. 1928 .Культ железа у кавказских народов, Тф.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-02

როგორ უნდა ციტირება

ხარჩილავა ნ. (2025). იძულებით გადაადგილებულთა ახალ რეალობასთან ინტეგრაციის ზოგიერთი ასპექტი: ბათუმისა და გალის რაიონის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით. მუზეუმი და გლობალიზაცია, 17–24. https://doi.org/10.52340/gmg2023.01.004

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...