ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის 2000 წლისერთი საინტერესო გამოცემა და მისი მნიშვნელობა
DOI:
https://doi.org/10.52340/gmg2023.01.003საკვანძო სიტყვები:
სერგო კლდიაშვილი, „უბის წიგნაკი“, „მოგონებები“ანოტაცია
2023 წელს სრულდება (30 წელი მწერალ სერგო კლდიაშვილის (1893-1968) დაბადებიდან. მისი შემოქმედება (რომანები, ნოველები). გასულ საუკუნეში წარმოადგენდა საყვარელ საკითხავს. დიდი მწერლის შთამომავალს, ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა სხვადასხვა დროისა და მიმართულების მწერლებთან, პოეტებთან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადღეისოდ მისი მოგონებანი თუ ჩანაწერები, რასაც თავი მოუყარეს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლებმა მისი მაშინდელი დირექტორის იზა ორჯონიკიძის მეთაურობით და გამოსცეს პატარა, არცთუ ისე სტანდარტული ზომის „სერგო კლდიაშვილი. უბის წიგნაკი“ (გამომცემლობა „ლიტერატურული მატიანე“).
ცნობილია, რომ გიორგი ლეონიძის სახელს უკავშირდება ლიტერატურული მუზეუმის დაარსება (1940 წელს), მუზეუმი გარდა შემკრებლობითი-საგამოფენო საქმიანობისა, წლების მანძილზე ახდენდა არამარტო მის ფონდებში არსებული მასალის მეცნიერულ დამუშავება-კატალოგიზაციას, არამედ მის გამოქვეყნებასაც სპეციალური ალმანახის „ლიტერატურული მატიანის“, ფურცლებზე (გამოდიოდა 1940-1952 წლებში), რომლის განახლებაც მოხდა 1982 წელს, ასევე ქართველ მწერალთა საარქივო მონაცემების შემეცნებით-საგანმანათლებლო კრებულს. მას გააჩნდა საკუთარი გამომცემლობაც „ლიტერატურის მატიანის“ სახელწოდებით ჭანტურიას ქუჩაზე, სადაც იბჭდებოდა გამოცემების სერიით: „ძვირფასი ავტოგრაფები“, „უბის წიგნაკები“ და სხვ. საინფორმაციო ცნობით, იქ დაბეჭდილი იყო ასზე მეტი წიგნი.
საყურადღებოა მორიგი 2000 წლის გამოცემა „უბის წიგნაკის“ ეგიდით, რომელიც მიეძღვნა სერგო კლდიაშვილის ჩანაწერებს.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნს არ გააჩნია მეცნიერული აპარატურა და წარმოადგენს მოგონებებიდან ამოკრებილი აბზაცების ერთობლიობას, იგი უმდიდრეს ინფორმაციას იძლევა ორი საუკუნის მწერალთა (ნიკოლოზ ბარათაშვილი, დავით კლდიაშვილი „ცისფერყანწელები“, სიმონ ჩიქოვანი და სხვათა შესახებ.
საინტერესოა „უბის წიგნაკში“ წარმოდგენილი სერგო კლდიაშვილის ნააზრევი ლიტერატურულ მიმართულებებზე, „ცისფერყანწელებზე“, მის თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ნ. დუმბაძე, 1973. „ქართული სიმბოლიზმი“, „საბჭოთა აჭარა“, ბათუმი.
ს. კლდიაშვილი, 2000. „უბის წიგნაკი“, „ლიტერატურის მატიანე“, თბილისი.
ს. სიგუა, 2008. „მოდერნიზმი“, „მწერლის გაზეთი“, თბილისი.
თ. პაიჭაძე, 2008. „მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა“, თსუ.