მხატვრული ქარგვის ტრადიცია და ტექნიკა საქართველოში

მხატვრული ქარგვის ტრადიცია და ტექნიკა საქართველოში

ავტორები

  • იზოლდა მელიქიშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.19

საკვანძო სიტყვები:

ნაქარგი, ქალთა ხელსაქმე, ქსოვილი, მუზეუმი

ანოტაცია

მხატვრული ქარგვა საქართველოში ხელოვნებისა და ხელოსნობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახეობაა. მისი დახვეწილი ნიმუშები  ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმების კოლექციებშია წარმოდგენილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის, ხალხური და დეკორატიული – გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი. ნაქარგობის ეს ნიმუშები ნათლად ასახავს მხატვრული ქარგვის წარმოშობისა და განვითარების გზას საქართველოში, მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, მნიშვნელობას ქვეყნის კულტურის ისტორიის შესასწავლად. საქართველოში ქარგვა ძირითადად ქალთა ხელობად ითვლებოდა. მისი ფლობა თითქმის ყველა ქალისთვის სავალდებულო იყო. ქარგვის ცენტრები კი ძირითადად ეკლესია– მონასტრებსა და თავად–აზნაურთა სასხლეებთან იყო განთავსებული. ამასთან დაკავშირებით ნაქარგობის შესწავლამ აჩვენა, რომ მისი შექმნის პროცესს განსაზღვრავდა მთელი რიგი ფაქტორები: ქსოვილი (სელი, აბრეშუმი, ბამბა,  ხავერდი); ფერი  განსაზღვრულია კანონიკური ფერის სიმბოლოებით; მისი დანიშნულება  (ყოველდღიურ,ი საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის, ან საეკლესიო მსახურებისთვის) და სხვა; ქარგვის დაწყების პროცესი უპირველეს ყოვლისა უკავშირდება „ქარგას“. ეს არის ორმაგი რგოლის ან ოთხკუთხა ჩარჩოს ფორმის საქარგავი დაზგა, რომელზეც იჭიმება უკვე სახე დატანილი ქსოვილი და შემდეგ იწყება ქარგვა. ნაქარგობა იქმნებოდა სხვადასხვა მასალით როგორიცაა: აბრეშუმის, ბამბის, შალის ძაფი, ოქრომკედი და ვერცხლმკედი. ყველა ეს მასალა კონკრეტული ხერხის გამოყებნებას მოითხოვს, რომელსაც უზადოდ ფლობდნენ ჩვენი წინაპრები. ქარგვის მრავალფეროვან ხერხთა არსებობა ასევე მრვასახოვან ნაქარგობას იძლევა და ამითაა მდიდარი ქართული მხატვრული ქარგულობა. მასალა, რომელიც საქრთველოს არაერთ მუზეუმშია დაცული გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქართული მხატვრული ქარგულობა მრავასაუკუნოვან ისტორიას მოითვლის.  საგანძური რომელიც  ხელსაქმის ხელოვანმა ქალბატონებმა დაგვიტოვეს მნიშვნელოვანია თანამედროვე ოსტატთათათვისაც  ახალი იდეებისა და ინოვაციების განვითარების თვალსაზრისით. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

იზოლდა მელიქიშვილი

ხელოვნების სასახლის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-31

გამოცემა

სექცია

ხელოვნება
Loading...