სკარაბეოიდი ხარის გამოსახულებით საქართველოს ს. ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმის ე. წ. „ირანული კოლექციიდან“
საკვანძო სიტყვები:
ს. ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმის გლიპტიკის ფონდი, „ირანული კოლექცია“, ხარის გამოსახულებიანი ქალცედონის სკარაბეოიდი, აღმოსავლურ-ბერძნული სტილის გლიპტიკაანოტაცია
სტატიაში განხილულია საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ე. წ. „ირანულ კოლექციაში“ შემავალი ქალცედონის სკარაბეოიდი, რომლის ზედაპირზეც პროფილში თავდახრილი ხარი არის გამოსახული. აქამდე ნივთი შესწავლილი არ იყო. ამიტომ, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიდა ახალი გლიპტიკური ნაკეთობა. პარალელური მასალების გათვალისწინებით, სკარაბეოიდი გამოსახულებიანად მივიჩნიეთ აღმოსავლურ-ბერძნული წრის გლიპტიკურ ძეგლად და ის დავათარიღეთ ძვ. წ. V საუკუნის მიწურულით. ამავე დროს, ნაშრომში განვიხილეთ დასავლეთ საქართველოში, ვანში, 24-ე სამარხში აღმოჩენილი ორი ფარაკიანი ვერცხლის ბეჭედი, რომელთა ფარაკებზეც ხარის გამოსახულებებია და რომლებიც ოდნავ მოგვიანო ხანისაა (თუმცა კულტურულად ერთი და იმავე ეპოქისა). მათგან ერთი, მსგავსად „ირანული კოლექციის“ სკარაბეოიდისა, მივიჩნიეთ აღმოსავლურ-ბერძნულ ნაკეთობად, ხოლო მეორე, ხარის თავის გამოსახულებიანი ‒ დავუკავშირეთ კოლხურ ‒ ადგილობრივ გლიპტიკურ სკოლას. ორივე ვანის ბეჭედი თარიღდება ძვ. წ. IV საუკუნით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბერძენიშვილი დავით, 2013: ხარის კულტი წარმართული ხანის საქართველოში, ჩვენი საუნჯე ‒ saunje.ge/index.php?id=1249&lang=ka
გორდეზიანი, რისმაგ, 1970: „ილიადა“ და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგე-ნეზისის საკითხები, თბილისი.
გაფრინდაშვილი, ნოდარ, 1972: მითოლოგიური ლექსიკონი. თბილისი.
დუნდუა, გიორგი, 2003: კოლხური თეთრი (ზოგადი მიმოხილვა), იბერია-კოლხეთი, საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი, (რედ. გ. გამყრელიძე), №1, გვ. 33-49. თბილისი.
კაჭარავა, დარეჯან, 2005: არქეოლოგიური გათხრები ვანის ზედა ტერასაზე 2002-2005 წლებში. (ხელნაწერი).
კიკნაძე, ზურაბ, 2022: ქართული მითოლოგია. ენციკლოპედია. თბილისი.
ლორთქიფანიძე, მარგარიტა, 1969: ძველი საქართველოს გლიპტიკური ძეგლების კორპუსი, I. თბილისი.
ლორთქიფანიძე, მარგარიტა, 1975: კოლხეთის ძვ. წ. V-III სს. საბეჭდავი-ბეჭდები. თბილისი.
ჯავახიშვილი, ქეთევან, 2011: ვანის ნაქალაქარზე 2003-2005 წლებში აღმოჩენილი გლიპტიკური ძეგლები, იბერია-კოლხეთი, საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი, (რედ. გ. გამყრელიძე.), № 7, გვ. 121-130. თბილისი.
Бардавелидзе, Вера Варденовна, 1957:Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен. Тбилиси.
Мифы и легенды народов мира 2000:I, Мифы и легенды народов мира: в 3 томах
Т. 1. Древний мир, Москва.
Никулина, Наталия Михайловна, 1994: Искусство Ионии и Ахеменидского Ирана. По материалам глиптики V-IV вв. до н.э. Москва.
Boardman, John, 1970: Greek Gems and Finger Rings. Early Bronze Age to Late Classical, London.
Kacharava Darejan., Kvirkvelia Guram, Jennifer Y. Chi, 2008: Wine, Worship and Sacrifice: The Golden Graves of Ancient Vani , New York.
Richter, Gisela M. A. 1968: Engraved Gems of the Greeks and the Etruscans.: A History of Greek Art in Miniature, London.