კორელაცია D3 ვიტამინის დეფიციტსა და სისტემური ციტოკინების რაოდენობას შორის საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიების დროს ბავშვებში

კორელაცია D3 ვიტამინის დეფიციტსა და სისტემური ციტოკინების რაოდენობას შორის საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიების დროს ბავშვებში

ავტორები

  • მირანდა ჯაჭვაძე
  • ია ფანცულაია
  • ქეთევან გოგბერაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.03.04

საკვანძო სიტყვები:

children, pneumonia systemic cytokines, vit D

ანოტაცია

ჩვენი შრომის მიზანს წარმოადგენდა პნევმონიით დაავადებულ ბავშვებში D ვიტამინის კონცენტრაციის შესაძლო კავშირის გამოვლენა პრო- და ანტიანთებითი ციტოკინების დონესთან პლაზმაში და შესაბამისად, ანთებით პროცესზე D3 ვიტამინის ზემოქმედების მექანიზმის დადგენა. ჩატარდა პროსპექტული მიმოხილვითი კვლევა. შერჩეულ იქნა 5-დან 17 წლის ასაკამდე 41 პაციენტი, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის დიაგნოზით. კლინიკაში შემოსვლისას ერთჯერადად ხდებოდა ვიტამინი D3-(25(OH)D)  კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის შრატში. პაციენტები, სისხლში ვიტამინი D3 -(25(OH)D) კონცენტრაციის მიხედვით, დანაწილებულნი იყვნენ 3 ჯგუფად. ვიტამინი D3 დეფიციტი - <20 ნგ/მლ - (I ჯგუფი - 11 პაციენტი), 25(OH)D-ს უკმარისობა - 20–30 ნგ/მლ, (II ჯგუფი - 12 პაციენტი) და საკმარისი - >30 ნგ/მლ 100 ნგ/მლ-მდე, (III ჯგუფი - 18 პაციენტი). ციტოკინური პროფილის განსაზღვრისათვის ჩატარდა IL-6 და IL-10 განისაზღვრა 2-ჯერ - შემოსვლის პირველ 24სთ-ში და ჰოსპიტალიზაციის მე-5 დღეს, იმუნოფერმენტული მეთოდით ELISA. ჯანმრთელი პოპულაციისათვის ნორმატიულ მაჩვენებლად მიღებულია IL-6 2.9±0.3პგ/მლ, IL-10 1.32±1.5პგ/მლ. კვლევის შედეგები დამუშავდა კომპუტერული პროგრამით SPSS 18 (SPSS INC., CHICAGO, IL, USA)-ით. IL-6 და IL-10 კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სტაციონარში მოთავსებისას სარწმუნოდ მაღალი იყო ყველა ჯგუფში, ჯანმრთელი ნორმის მაჩვენებლებთან შედარებით (p<0.001). სარწმუნოდ მაღალი იყო IL-6 დონე D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში, სხვა ჯგუფებთან შედარებითაც (p<0.001). ინტერლეიკინ-10 კი შემოსვლისას სარწმუნოდ მაღალი იყო პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებოდათ D ვიტამინის დეფიციტი (p<0.05). ჰოსპიტალიზაციიდან მე-5-7 დღეზე, ყველა საკვლევ ჯგუფში შეიმჩნეოდა IL-6 შემცირების და თითქმის ნორმალიზების ტენდენცია, თუმცა ვიტამინ D დეფიციტის შემთხვევებში ინტერლეიკინ-6 რჩებოდა სტატისტიკურად სარწმუნოდ მაღალი სხვა საკვლევ ჯგუფებთან შედარებით (p<0.05). IL-10 რაოდენობა სარწმუნოდ შემცირდა ჰოსპიტალიზაციის მე-5 დღეს, პირველ დღესთან შედარებით, მხოლოდ D ვიტამინის ნორმატიული მაჩვენებლების მქონე ბავშვებში (p<0.01). IL6/IL10 ინდექსი - ჰოსპიტალიზაციის, როგორც პირველ, ისე მე-5 დღეს სარწმუნოდ მაღალი იყო D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში ნორმატიული მაჩვენებლების მქონე პაციენტებთან შედარებით (p<0.001). პაციენტების შედარებისას, რომელთაც D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა  ან უკმარისობა ჰქონდათ, სარწმუნო განსხვავება ცვლადებს შორის არ გამოვლინდა. ვიტამინი D-ს დეფიციტი (<20ნგ/მლ) შეიძლება განიხილებოდეს ბავშვებში საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სიმძიმის რისკ ფაქტორად, რაც დასტურდება ვიტამინი D-ს დეფიციტის შემთხვევაში პნევმონიის დროს გამომუშავებული პრო- და ანტიანთებითი ციტოკინების დისბალანსით.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Akhayeva A, Azizov I, Kenzhetayeva T, et al. Diagnostic value of IL-6 for community-acquired pneumonia in children. Archives of the Balkan Medical Union 2017, 52, 2, 152-155.

Bacci MR., Leme R C P ., Zing N P C . et al. IL-6 and TNF-α serum levels are associated with early death in community-acquired pneumonia patients. Braz J Med Biol Res. 2015 May;48(5):427-32. doi: 10.1590/1414-431X20144402. Epub 2015 Feb 24.

Bouillon R., Marcocci C., Carmeliet G. et al. Skeletal and Extraskeletal Actions of Vitamin D: Current Evidence and Outstanding Questions. ndocr Rev. 2019 Aug; 40(4): 1109–1151.

de Brito RC, Lucena-Silva N, Torres LC, Luna CF, Correia JB, da Silva GA. The balance between the serum levels of IL-6 and IL-10 cytokines discriminates mild and severe acute pneumonia. BMC Pulm Med. 2016; 16(1):170.

Garg D, Bhalla K, Nanda S, Gupta A, Mehra S. Vitamin D status in children with community acquired pneumonia and its association with severity: a hospital-based study. Minerva Pediatr (Torino). 2021 Apr 12. doi: 10.23736/S2724-5276.21.06036-9.

Grossman Z., Hadjipanayis A., Stiris T. et al. Vitamin D in European children-statement from the European Academy of Paediatrics (EAP). European Journal of Pediatrics, volume 176, pages 829–831 (2017)

Haugen J. Basnet S, Hardang IM, et al. Vitamin D status is associated with treatment failure and duration of illness in Nepalese children with severe pneumonia. Pediatr Res. 2017 Dec;82(6):986-993. doi: 10.1038/pr.2017.71. Epub 2017 Aug 16.

Holick MF., Binkley NC, Bischoff-Ferrari HA et al. Evaluation, Treatment, and Prevention of Vitamin D Deficiency: an Endocrine Society Clinical Practice Guideline. The Journal of Clinical Endocrinology & Metabolism, Volume 96, Issue 7, 1 July 2011, Pages 1911–1930, https://doi.org/10.1210/jc.2011-0385

Jachvadze M., Gogberashvili K. Assessment of Knowledge Level Among Georgian Parents About Vitamin D Influence on Child’s Health. Questionnaire Survey. GMN, 2020; 10(307):158-161.

Jachvadze M., Shanidze L., Gubelidze N., Gogberashvili K. Vitamin D Status Among Georgian Children with High Acute Respiratory Morbidity. GMN, 2021;5(314):95-99.

Kearns MD., Alvarez JA., Seidel N., Tangpricha V. The impact of vitamin D on infectious disease: a systematic review of controlled trials. Am J Med Sci. 2015 Mar; 349(3): 245–262. doi: 10.1097/MAJ.0000000000000360

Kim H.O., Kim HS., Youn JCh., Shin E.Ch., Park S. Serum cytokine profiles in healthy young and elderly population assessed using multiplexed bead-based immunoassays. J Transl Med. 2011; 9: 113.Jul 20. doi: 10.1186/1479-5876-9-113

Mailhot G., White JH. Vitamin D and Immunity in Infants and Children. Nutrients. 2020 May; 12(5): 1233.

Martineau AR., Jolliffe DA.,Greenberg L et al., Vitamin D supplementation to prevent acute respiratory infections: individual participant data meta-analysis. Health Technol Assess. 2019 Jan;23(2):1-44. doi: 10.3310/hta23020.

Paats M., S, Bergen I., M,, Hanselaar W. et.al. Local and systemic cytokine profiles in non -severe and severe community-acquired pneumonia. European Respiratory Journal, 2013 41: 1378-1385; DOI: 10.1183/09031936.00060112

Palacios C, Gonzalez L. Is vitamin D deficiency a major global public health problem? Journal of Steroid Biochemistry & Molecular Biology. 2014;144(2014):138-145.

Peñaloza H, Schultz BM, Nieto PA, et al. Opposing roles of IL-10 in acute bacterial infection. Cytokine Growth Factor Rev. 2016 Dec;32:17-30.

WHO. Pneumonia. Geneva: World Health Organization; 11 November, 2021 (http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs331/en/)

WHO. Vitamin D for prevention of respiratory tract infections. Geneva: World Health Organization; 2016. (http://www.who.int/topics/respiratory_tract_diseases/en/)

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-04-11

როგორ უნდა ციტირება

მირანდა ჯაჭვაძე, ია ფანცულაია, & ქეთევან გოგბერაშვილი. (2022). კორელაცია D3 ვიტამინის დეფიციტსა და სისტემური ციტოკინების რაოდენობას შორის საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიების დროს ბავშვებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (3). https://doi.org/10.52340/jecm.2022.03.04

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...