წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თაობაზე ეროვნული პოლიტიკური დიალოგის და გაეროს წყალი და ჯანმრთელობის ოქმის მოთხოვნების რეალიზაციის მდგომარეობა საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
Protocol, Memorandum, Ratification, Water resources, integrated management, National Policy Dialogueანოტაცია
საქართველოში წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თაობაზე ეროვნული პოლიტიკის დიალოგის და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „წყალი და ჯანმრთელობის“ ოქმის მოთხოვნების რეალიზაციის მდგომარეობის შესწავლით დადგინდა, რომ: 1999 წელს ქვეყანამ ხელი მოაწერა ოქმს, მაგრამ დღემდე არ აქვს რატიფიცირებული. თუმცა, აქტიურად თანამშრომლობს ოქმის სამდივნოსთან და მის სტრუქტურებთან. საქართველოსა და გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების 2 მემორანდუმი წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თაობაზე ეროვნული პოლიტიკური დიალოგის განხორციელებისთვის. ეპდი-ს ფარგლებში, ოქმით განსაზღვრული 20-დან 8 სფეროსთვის შემუშავდა 16 მიზნობრივი მაჩვენებლის და მათი მიღწევის 45 ღონისძიების საპროექტო წინადადება, მაგრამ ოფიციალურად ისინი არ დამტკიცებულა. ვერ დასრულდა ოქმის რატიფიკაციის პროცესი და წყლის კონვენციისადმი მიერთება. თუმცა, შემუშავდა "წყლის რესურსების მართვის შესახებ" კანონპროექტი. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად აუცილებეელია შეიქმნას მექანიზმი იმ დონის მისაღწევად, საიდანაც დაიწყება ოქმის რატიფიკაციის და მისი ძირითადი მოთხოვნების განხორციელების ახალი ეტაპი.
Downloads
წყაროები
ა.მინდორაშვილი „წყალი და ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოში“. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. ბიულეტ. #117. 61 გვ. თბილისი. 2010.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. საქართველო-2020.109 გვ.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების 2020-2022 წლების პროგრამა. 179 გვ., თბილისი, 2019.
BRIEF REPORT ON THE PROGRESS UNDER THE PROTOCOL ON WATER AND HEALTH GEORGIA P. 39. 2019. https://unece.org/fileadmin/DAM/env/water/Protocol_reports/reports_pdf_web/2019_reports/Georgia_Protocol_report_4th_cycle_22May19.pdf
Protocol on Water and Health. 1999.