ტრანზიტორული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია დიაბეტიანი დედის ახალშობილში: კლინიკური შემთხვევა

ავტორები

  • მირანდა შერვაშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ანანო ვერძაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ხატია დოლიძე ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • თამარ შერვაშიძე ევროპის უნივერსიტეტი; საქართველო
  • თეონა ტაბატაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თამთა ვერძაძე ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2026.03.06

საკვანძო სიტყვები:

hypertrophic cardiomyopathy, infant, diabetic mother, echocardiography

ანოტაცია

შესავალი: ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით მიმდინარე მემკვიდრეობითი კარდიომიოპათიაა, პედიატრიულ ასაკში წლიური შემთხვევადობით 0.3–0.5/100,000. ცალკე ჯგუფს წარმოადგენს ტრანზიტორული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია დიაბეტიანი დედების ახალშობილებში (IDM) — ექოკარდიოგრაფიულად 13–44%-ში, სიმპტომური ფორმა 12.1%-მდე.

კლინიკური შემთხვევა: 27 წლის, ინსულინდამოკიდებული ტიპი 2 დიაბეტითა და პრეეკლამფსიით გართულებული დედის ახალშობილი დაიბადა 36 6/7 კვირაზე, დაბადებისთანავე განუვითარდა რესპირაციული დისტრესი. ექოკარდიოგრაფიამ გამოავლინა ბივენტრიკულური ჰიპერტროფია, პრედომინანტურად ძგიდის გასქელებით (IVSD 0.92 სმ), შენარჩუნებული EF (75%), მარცხენა პარკუჭის გასავალი ტრაქტის ობსტრუქციის გარეშე. გაეწერა მე-11 დღეს. ერთი თვის ასაკში ექოკარდიოგრაფიამ აჩვენა მნიშვნელოვანი რეგრესია (IVSD 0.4 სმ, EF 81%).

დასკვნა: IDM-ებში ტრანზიტორული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია თვითშემოსაზღვრული, ჰიპერინსულინემიით განპირობებული მდგომარეობაა. ადრეული სკრინინგი და დინამიკური მონიტორინგი აუცილებელია გენეტიკური ფორმისგან გასამიჯნად.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

1. Martin S maron. Hypertrophic cardiomyopathy in children: Clinical manifestations and diagnosis. UpToDate, 2025. https://www.uptodate.com/contents/hypertrophic-cardiomyopathy-clinical-manifestations-diagnosis-and-evaluation

2. Bordin G, et al. Hypertrophic cardiomyopathy in infant newborns of diabetic mother. Italian Journal of Pediatrics, 2021;47:198.

3. Parikh P, Hypertrophic cardiomyopathy - neonatal. Case study, Radiopaedia.org (Accessed on 30 Aug 2026) https://doi.org/10.53347/rID-63314.

4. Samir A, Nassar C, Idriss GM, Abou-Elyazid H, Alzahrani SA. Echocardiographic Findings in Infants of Diabetic Mothers. Cureus. 2025 Sep 16;17(9):e92493. doi: 10.7759/cureus.92493. PMID: 41111825; PMCID: PMC12531403.

5. Paulo Zielinsky, Antonio Luiz Piccoli, Myocardial hypertrophy and dysfunction in maternal diabetes, Early Human Development, Volume 88, Issue 5, 2012, Pages 273-278, ISSN 0378-3782, https://doi.org/10.1016/j.earlhumdev.2012.02.006.

6. Animaw lingerew. Case presentation Title: Reversible Neonatal Hypertrophic Cardiomyopathy in an Infant of a Diabetic Mother: A Case Report and Review of Clinical Principles. NeoCardio Lab. Case of the Month: IDM Cardiac Hypertrophy, August 2025. https://www.neocardiolab.com/case-of-the-month-cas-du-mois/case-august-2025-idm-cardiac-hypertrophy

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-09-27

როგორ უნდა ციტირება

შერვაშიძე მ., ვერძაძე ა., დოლიძე ხ., შერვაშიძე თ., ტაბატაძე თ., & ვერძაძე თ. (2026). ტრანზიტორული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია დიაბეტიანი დედის ახალშობილში: კლინიკური შემთხვევა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (3), 39–42. https://doi.org/10.52340/jecm.2026.03.06

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.