საქართველოში ონკოლოგიის განვითარების ეტაპები და თანამედროვე მდგომარეობა

ავტორები

  • მიხეილ შავდია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ირაკლი კოხრეიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • იოსებ აბესაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ნათია შავდია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
  • მემედ ჯინჭარაძე მედცენტრი, ბათუმი, საქართველო

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2026.03.01

საკვანძო სიტყვები:

oncology, cancer, registry, incidence, survival, screening, Georgia

ანოტაცია

შესავალი: ავთვისებიანი სიმსივნეები საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა: რეგისტრაციის, დიაგნოსტიკის, სკრინინგისა და მკურნალობის მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2015 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობაზე დაფუძნებული კიბოს ეროვნული რეგისტრის ამოქმედება.

მიზანი: საქართველოში ონკოლოგიის განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპების, თანამედროვე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობებისა და არსებული გამოწვევების შეფასება.

მასალა და მეთოდები: განხორციელდა მიზანმიმართული ლიტერატურული და დოკუმენტური მიმოხილვა. გამოყენებული იქნა PubMed/MEDLINE-ის მონაცემები, International Agency for Research on Cancer-ის Global Cancer Observatory, საქართველოს კიბოს ეროვნული რეგისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური მონაცემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2015 წლის შემდეგ გამოქვეყნებულ კვლევებს.

შედეგები: საქართველოში ონკოლოგიის განვითარება პირველად ასოცირებული იყო ქირურგიული და სხივური მკურნალობის განვითარებასთან, შემდგომ კი ჩამოყალიბდა მრავალდარგობრივი ონკოლოგიური მოდელი. ეროვნული კიბოს რეგისტრის ცნობით, 2015-2019 წლებში საქართველოში 50 098 ონკოლოგიური პათოლოგია დარეგისტრირდა, მათ შორის 21 802 მამაკაცებში და 28 296 ქალებში. მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული იყო ფილტვის, პროსტატის, შარდის ბუშტისა და კოლორექტული კიბო, ქალებში კი - ძუძუს, ფარისებრი ჯირკვლის, კოლორექტული, საშვილოსნოს ყელისა და ტანის კიბო. პოპულაციაზე დაფუძნებული მონაცემებით, 3 წლიანი ასაკ-სტანდარტიზებული გადარჩენა ძუძუს კიბოს დროს იყო 84.4%, კუჭის კიბოს დროს - 30.6%. ამავე პერიოდში გაიზარდა სხივური, ქიმიო-, იმუნოთერაპიისა და მიზნობრივი მკურნალობის ხელმისაწვდომობა.

დასკვნა: საქართველოს ონკოლოგიური სისტემა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად განვითარდა. შემდგომი წინსვლისთვის საჭიროა ადრეული დიაგნოსტიკის გაძლიერება, სკრინინგის მოცვის გაზრდა, მოლეკულური დიაგნოსტიკის განვითარება, რეგიონული უთანასწორობის შემცირება, პაციენტზე მიმართული სიმპტომური და პალიატიური დახმარების გაუმჯობესება.

 

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

მიხეილ შავდია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტი

ირაკლი კოხრეიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტი

იოსებ აბესაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტი

წყაროები

1. World Health Organization. Cancer. Geneva: World Health Organization; 2024.

2. Sung H, Ferlay J, Siegel RL, Laversanne M, Soerjomataram I, Jemal A, Bray F. Global cancer statistics 2020: GLOBOCAN estimates of incidence and mortality worldwide for 36 cancers in 185 countries. CA Cancer J Clin. 2021;71(3):209-249. doi:10.3322/caac.21660.

3. Beraia A, Znaor A, Anda EE, Gamkrelidze A, et al. Incidence of common cancers in Georgia in 2015–2019: a national cancer registry study. Cancer Treat Res Commun. 2026;48:101267. doi:10.1016/j.ctarc.2026.101267.

4. Matz M, Gamkrelidze A, Mebonia N, Kereselidze M, Kazanjan K, Zhizhilashvili S, Atun R, Coleman MP, Allemani C. Survival from five common cancers in Georgia, 2015–2019 (CONCORD). Cancer Epidemiol. 2022;79:102190. doi:10.1016/j.canep.2022.102190.

5. World Health Organization. Guide to Cancer Early Diagnosis. Geneva: World Health Organization; 2017.

6. International Agency for Research on Cancer. Global Cancer Observatory: Cancer Today. Lyon: International Agency for Research on Cancer; 2024.

7. Havel JJ, Chowell D, Chan TA. The evolving landscape of biomarkers for checkpoint inhibitor immunotherapy. Nat Rev Cancer. 2019;19:133-150. doi:10.1038/s41568-019-0116-x.

8. Ribas A, Wolchok JD. Science of melanoma immunotherapy: state of the art and future directions. Science. 2018;359(6375):1350-1355. doi:10.1126/science.aar4060.

9. World Health Organization. Integrating Palliative Care and Symptom Relief into Primary Health Care. Geneva: World Health Organization; 2018.

10. Staff NP, Grisold A, Grisold W, Windebank AJ. Chemotherapy-induced peripheral neuropathy: a current review. Ann Neurol. 2017;81(6):772-781. doi:10.1002/ana.24951.

11. Cleeland CS, Ryan KM. Pain assessment: global use of the Brief Pain Inventory. Ann Acad Med Singap. 1994;23(2):129-138.

12. Allemani C, Matsuda T, Di Carlo V, Harewood R, Matz M, Nikšić M, et al. Global surveillance of trends in cancer survival 2000–14 (CONCORD-3): analysis of individual records for 37 513 025 patients diagnosed with one of 18 cancers from 322 population-based registries in 71 countries. Lancet. 2018;391(10125):1023-1075. doi:10.1016/S0140-6736(17)33326-3.

13. Allemani C, Weir HK, Carreira H, Harewood R, Spika D, Wang XS, et al. Global surveillance of cancer survival 1995–2009: analysis of individual data for 25 676 887 patients from 279 population-based registries in 67 countries. Lancet. 2015;385(9972):977-1010. doi:10.1016/S0140-6736(14)62038-9.

14. Coleman MP. Cancer survival: global surveillance will stimulate health policy and improve equity. Lancet. 2014;383(9915):564-573. doi:10.1016/S0140-6736(13)62225-4.

15. World Health Organization. WHO Report on Cancer: Setting Priorities, Investing Wisely and Providing Care for All. Geneva: World Health Organization; 2020.

16. International Agency for Research on Cancer. Cancer Screening in Five Continents (CanScreen5). Lyon: IARC; 2023.

17. Sung H, Ferlay J, Siegel RL, Laversanne M, Soerjomataram I, Jemal A, Bray F. Global cancer statistics 2022: GLOBOCAN estimates of incidence and mortality worldwide for 36 cancers in 185 countries. CA Cancer J Clin. 2024;74(3):229-263.

18. World Health Organization Regional Office for Europe. Cancer screening and early detection of cancer. Copenhagen: WHO Regional Office for Europe.

19. Cleeland CS. The impact of pain on the patient with cancer. Cancer. 1984;54(11 Suppl):2635-2641.

20. Seretny M, Currie GL, Sena ES, Ramnarine S, Grant R, MacLeod MR, et al. Incidence, prevalence, and predictors of chemotherapy-induced peripheral neuropathy: a systematic review and meta-analysis. Pain. 2014;155(12):2461-2470. doi:10.1016/j.pain.2014.09.020.

21. Jordan B, Margulies A, Cardoso F, Cavaletti G, Haugnes HS, Jahn P, et al. Systemic anticancer therapy-induced peripheral and central neurotoxicity: ESMO-EONS-EANO Clinical Practice Guideline. Ann Oncol. 2020;31(10):1306-1319. doi:10.1016/j.annonc.2020.07.003.

22. National Center for Disease Control and Public Health, Georgia. Cancer Registry and cancer epidemiology data. Tbilisi: NCDC; 2024.

23. Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia. National cancer control and oncology care programme data. Tbilisi; 2024.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-09-27

როგორ უნდა ციტირება

შავდია მ., კოხრეიძე ი., აბესაძე ი., შავდია ნ., & ჯინჭარაძე მ. (2026). საქართველოში ონკოლოგიის განვითარების ეტაპები და თანამედროვე მდგომარეობა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (3), 8–16. https://doi.org/10.52340/jecm.2026.03.01

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.