რკინის დეფიციტისა და ფებრილური გულყრის შესაძლო ასოციაცია ბავშვებში

ავტორები

  • თამარ ავალიშვილი რეიმანის კლინიკა
  • სალომე ღამბაშიძე სს „საქართველოს კლინიკები“ - ი.ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკა

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.10

საკვანძო სიტყვები:

febrile seizure, iron deficiency, children

ანოტაცია

ფებრილური გულყრა წარმოადგენს ადრეული ბავშვობის ასაკში ყველაზე გავრცელებულ გულყრის ფორმას და გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებაში გულყრის გამო მიმართვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს. იგი ვითარდება 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ცხელების ფონზე, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციისა და მეტაბოლური დარღვევების გარეშე. აღენიშნება ბავშვთა დაახლოებით 2–5%-ს. შემთხვევათა უმრავლესობა ფიქსირდება 12–18 თვის ასაკში, რაც ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც თავის ტვინი ფუნქციურად ჯერ კიდევ მოუმწიფებელია და მეტად მგრძნობიარეა სხეულის ტემპერატურის მატების მიმართ. მიუხედავად კეთილთვისებიანი პროგნოზისა, ფებრილური გულყრა მნიშვნელოვან კლინიკურ და სოციალურ პრობლემად რჩება. ეპიზოდი მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული გამოცდილებაა და ხშირად ასოცირდება ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხის აღქმასთან. ფებრილური გულყრის რეციდივის რისკი შეადგენს დაახლოებით 30–35%-ს.

ფებრილური გულყრის განვითარების მექანიზმი წარმოადგენს მრავალი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგს, რომელთა შორის წამყვანი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის ასაკობრივ მოუმწიფებლობას, ცხელებით გამოწვეულ ნეიროქიმიურ ცვლილებებსა და ინდივიდუალურ გენეტიკურ წინასწარგანწყობას.

რკინა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისათვის. იგი მონაწილეობს ნეირონების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, მიელინიზაციაში, ნეიროტრანსმიტერების სინთეზსა და სინაფსურ გადაცემაში. მისი დეფიციტი ასოცირდება ინჰიბიტორული მექანიზმების დაქვეითებასთან და ნეირონული აგზნებადობის ზრდასთან. თანამედროვე კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუთითებს, რომ ფებრილური გულყრის მქონე ბავშვებში რკინის დეფიციტი უფრო ხშირად გვხვდება, თუმცა მონაცემები არაერთგვაროვანია და მიზეზობრივი კავშირი საბოლოოდ დადგენილი არ არის.

ამრიგად, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს რკინის დეფიციტსა და ფებრილურ გულყრას შორის შესაძლო ასოციაციაზე, თუმცა მისი როლი, როგორც დამოუკიდებელი რისკფაქტორისა, კვლავ კვლევის პროცესშია და მოითხოვს შემდგომ დადასტურებას.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Kliegman RM. Nelson Textbook of Pediatrics. 21st ed. Kliegman RM, editor. Philadelphia: Elsevier; 2020.

Xixis KL, Samanta D, Smith T, Keenaghan M. Febrile Seizure. StatPearls. 2024 Jan 19. PMID: 2884624

UpToDate Inc. [Internet]. [cited 2026 Feb 17]. Febrile seizures in children: clinical features and evaluation. Available from: https://www.uptodate.com

Sawires R, Buttery J, Fahey M. A Review of Febrile Seizures: Recent Advances in Understanding of Febrile Seizure Pathophysiology and Commonly Implicated Viral Triggers. Front Pediatr. 2022 Jan 13;9. doi:10.3389/fped.2021.801321

Mosili P, Maikoo S, Mabandla MV, Qulu L. The Pathogenesis of Fever-Induced Febrile Seizures and Its Current State. Neurosci Insights. 2020;15. doi:10.1177/2633105520956973

Iron deficiency in infants and children <12 years: Screening, prevention, clinical manifestations, and diagnosis - UpToDate [cited 2026 Feb 15]. Available from: https://www.uptodate.com/contents/iron-deficiency-in-infants-and-children-less-than12-years-screening-prevention-clinical-manifestations-and-diagnosis?search=8.%09UpToDate.%20Iron%20deficiency%20in%20infants%20and%20children%3A%20neurodevelopmental%20consequences&source=search_result&selectedTitle=1~150&usage_type=default&display_rank=1

Kulaszyńska M, Kwiatkowski S, et al. The Iron Metabolism with a Specific Focus on the Functioning of the Nervous System. Biomedicines 2024;12(3). doi:10.3390/biomedicines12030595

Abdel Hameed Z, El-Tellawy M, Embaby M, Kamel Y. Relation of Iron and Zinc Deficiencies to the Occurrence of Febrile Convulsions. J Pediatr Neurosci. 2019 Apr 1;14(2):61. doi:10.4103/jpn.JPN_9_19

Jang HN, Yoon HS, Lee EH. Prospective case control study of iron deficiency and the risk of febrile seizures in children in South Korea. BMC Pediatr. 2019 Sep 4;19(1). doi:10.1186/s12887-019-1675-4

Kwak BO, Kim SN, Lee R. Relationship between iron deficiency anemia and febrile seizures in children: A systematic review and meta-analysis. Seizure. 2017 Nov 1;52:27–34. doi:10.1016/j.seizure.2017.09.009

Bakkannavar S, Faheem Y, Jaiswal A, Shergill K, Boppana K, Almansouri NE, et al. Associative Patterns Between Iron Deficiency Anemia and Febrile Seizures in the Five to 60 Months Age Group: A Comprehensive Systematic Review. Cureus. 2024 Mar 19. doi:10.7759/cureus.56470

Cilli H, Kılınç M, Göçmen O, Temel MT. Evaluation of the Relationship Between Iron Deficiency Anemia and Febrile Seizures. Cam and Sakura Medical Journal. 2024 Apr 22;15–9. doi:10.4274/csmedj.galenos.2023-11-1

Sulviani R, Kamarullah W, Dermawan S, Susanto H. Anemia and Poor Iron Indices Are Associated With Susceptibility to Febrile Seizures in Children: A Systematic Review and Meta-analysis. J Child Neurol. 2023 Mar 1;38(3–4):186–97. doi:10.1177/08830738231170333 PubMed PMID: 37125415.

Ehsanipour F, Noorbakhsh S, Tavasooli A, Tahernia L. What’s the Relation between Iron Deficiency (ID) and Febrile Seizure (FS)? A Case Control Study in Tehran, Iran. Open Public Health J. 2022 Nov 4;15(1). doi:10.2174/18749445-v15-e2208102

SHAJARI H, SHAJARI A, AZIZKHAN H, BARZEGARI R. Correlation of Serum Ferritin and Calcium Level with Febrile Seizures: A Hospital-Based Prospective Case-Control Study. Maedica (Bucur). 2021 Sep 15;16(3):420. doi:10.26574/maedica.2021.16.3.420 PubMed PMID: 34925597.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-06-01

როგორ უნდა ციტირება

ავალიშვილი თ., & ღამბაშიძე ს. (2026). რკინის დეფიციტისა და ფებრილური გულყრის შესაძლო ასოციაცია ბავშვებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (2), 71–74. https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.10

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.