სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტთა კმაყოფილების შეფასება საქართველოში

სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტთა კმაყოფილების შეფასება საქართველოში

ავტორები

  • ნინო ყურაშვილი საქართველოს უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ოთარ ვასაძე საქართველოს უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2026.01.02

საკვანძო სიტყვები:

Patient satisfaction, Healthcare quality, Hospital accreditation, Inpatient services, Georgia

ანოტაცია

სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პაციენტთა კმაყოფილების შეფასება აუცილებელია ჯანდაცვის მიწოდების სისტემების გასაძლიერებლად. საქართველოში საავადმყოფოების აკრედიტაცია დაინერგა, როგორც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმი, თუმცა შეზღუდულია მონაცემები პაციენტთა აღქმის შესახებ აკრედიტაციის გავლენაზე.

კვლევა ჩატარდა 2025 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში საქართველოს 20 სტაციონარულ დაწესებულებაში. სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით შეფასდა სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები, საერთო კმაყოფილება, საავადმყოფოს მომსახურების აღქმული ხარისხი და აკრედიტაციის აღქმა. გაანალიზდა სულ 220 ვალიდური პასუხი აღწერითი სტატისტიკის გამოყენებით.

რესპონდენტთა უმრავლესობა იყო ქალი (54%), საშუალო ასაკი 41 წელი. მომსახურების საერთო ხარისხი მონაწილეთა 52%-მა შეაფასა საშუალოდ, 27%-მა დაბალ დონედ და მხოლოდ 18%-მა მაღალ დონედ. მიღებული მომსახურების მიმართ კმაყოფილება რესპონდენტთა უმეტესობაში (დაახლოებით 54%) იყო ნაწილობრივი, 30%-მა განაცხადა სრული კმაყოფილება და 12%-მა უკმაყოფილება. აკრედიტაციასთან დაკავშირებით, 51%-მა აღნიშნა, რომ აკრედიტაცია აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, 22% მიიჩნევდა, რომ მას გავლენა არ ჰქონდა, 9% თვლიდა, რომ ხარისხი გაუარესდა და 18% არ იყო დარწმუნებული. ღია კითხვებზე კომენტარებმა გამოკვეთა სამი პრიორიტეტული მიმართულება: კომუნიკაცია პაციენტებთან, ინფექციის კონტროლი და ჰიგიენა, და რიგების/მოლოდინის დროის მართვა.

პაციენტთა კმაყოფილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიმართ საქართველოში რჩება ზომიერი, მნიშვნელოვანი ყურადღებით კომუნიკაციის, ჰიგიენის და რიგების/მოლოდინის სისტემების ეფექტურობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი პაციენტი აკრედიტაციას დადებითად აფასებს, გაურკვევლობა და არაინფორმირებულობა კვლავ რჩება პაციენტებში, რაც ხაზს უსვამს მეტი გამჭვირვალობის, პერსონალის ტრენინგისა და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების საჭიროებას.

 

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

ნინო ყურაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

ოთარ ვასაძე, საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

წყაროები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. (2023). სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ (ბრძანება №4/ნ, 26 იანვარი). თბილისი.

შერგელაშვილი, თ., ხეჩინაშვილი, გ., წაქაძე, გ., ჯადუგიშვილი, შ., & სერებრიაკოვა, ლ. (2024). საქართველოში ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევის დანერგვის სტრატეგია: სარეკომენდაციო პროექტი. თბილისი: GEODP.

ყაზახიშვილი, ნ. (2019). სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, მართვა და გაუმჯობესება. ნაწილი 1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. (2017). ჯანდაცვის სისტემის განვითარების 2030 წლების გეგმა. თბილისში: საქართველოს პარლამენტი.

ვასაძე, ო. (2012). შესავალი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში. თბილისი.

Accreditation Canada. (2025). Accreditation Canada celebrates Georgian health organizations’ accreditation.

Alhawajreh, M. J., Paterson, A. S., & Jackson, W. J. (2023). Impact of hospital accreditation on quality improvement in healthcare: A systematic review. PLOS ONE, 18(3), e0282752.

Greenfield D. & Braithwaite J. Health sector accreditation research: a systematic review. Published in International Journal for Quality in Health Care, 2008, Vol 20 (3):172–183.

Pomey M. P, Lemieux-Charles l, Champagne F, Angus D., Shabah A, André-Pierre Contandriopoulos. Does accreditation stimulate change? A study of the impact of the accreditation process on Canadian healthcare organizations. Implement Sci. 2010 Apr 26:5:31. Doi: 10.1186/1748-5908-5-31.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-13

როგორ უნდა ციტირება

ყურაშვილი ნ., & ვასაძე ო. (2026). სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტთა კმაყოფილების შეფასება საქართველოში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1), 17–21. https://doi.org/10.52340/jecm.2026.01.02

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...