წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პირობების გაუმჯობესება საქართველოს სოფლის სკოლებში: გამოწვევები აჭარის რეგიონში

წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პირობების გაუმჯობესება საქართველოს სოფლის სკოლებში: გამოწვევები აჭარის რეგიონში

ავტორები

  • მარიამ იზორია
  • ლევან ბარამიძე
  • ლევან მეტრეველი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2025.01.17

საკვანძო სიტყვები:

WASH, Water Quality, Sanitation, Hygiene, Rural Schools, Georgia, Education

ანოტაცია

სკოლებში უსაფრთხო და ადეკვატური წყალმომარაგება, სანიტარული პირობები და ჰიგიენური ჩვევები მოსწავლეებისთვის სრულყოფილი საბაზო განათლების შესაძლებლობის წინაპირობაა. სუფთა და დაცულ გარემოში გაზრდა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. უსაფრთხო წყალზე წვდომა, ადეკვატური საკანალიზაციო სისტემა და კარგი ჰიგიენური პრაქტიკა არა მხოლოდ ხელს უწყობს ბავშვთა განვითარებას, არამედ ცხოვრების ჯანსაღად დაწყების საშუალებასაც აძლევს. საქართველოში თითქმის ყველა სკოლა დგას WASH-თან დაკავშირებული პრობლემების წინაშე. ზოგიერთი სკოლა მთლიანად აკმაყოფილებს წყლის, ჰიგიენისა და სანიტარიის სტანდარტებს. ზოგს აქვს მომსახურების საკმაოდ დაბალი დონე, ნაწილი კი მთლიანად მარგინალიზებულია, რაც დაკავშირებულია ბავშვებში ინფექციური დაავადებების განვითარების რისკთან.

ამრიგად, კვლევის მთავარი მიზანი იყო იმ პროექტების შეფასება, რომლებიც ქვეყანაში ემსახურებოდა გამოწვევების აღმოჩენასა და ინოვაციური WASH გაიდლაინებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დანერგვას. შესაფასებლად შეირჩა საქართველოს სამედიცინო ჯგუფის (GMG) მიერ 2015-2021 წლებში სოფლის სკოლებსა და თემებში განხორციელებული პროექტები, რომელიც მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და კოკა-კოლას ფონდის (The Coca-Cola Foundation) მხარდაჭერით Global Water Challenge-ის, New World-ისა და CARE International-ის საშუალებით.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

United Nations. Times of crisis, times of change: Science for accelerating transformations to sustainable development. United Nations; 2023.

Prince AA. Water, sanitation, and hygiene (WASH) in schools: Results from a process evaluation of the National Sanitation Campaign in Tanzania. Journal of Water, Sanitation and Hygiene for Development, 7(4), 554-564.

Bennion N, Mulokozi G, Allen E, et al. Association between WASH-related behaviors and childhood diarrhea in Tanzania. International Journal of Environmental Research and Public Health, 18(9), 4681.

Coates S, Ricketts S, Vale S, Hitchcock C. Transferring personal hygiene and sanitation education (PHASE): South to North. Waterlines, 29(4), 315-328.

United Nations. Sustainable Development Goals: Resolutions and Decisions. Retrieved from https://sustainabledevelopment.un.org/post2015/summit

USAID. Water and Sanitation. Retrieved from https://www.usaid.gov/what-we-do/water-and-sanitation

UNICEF. Water, Sanitation, and Hygiene (WASH) key facts. Retrieved from https://www.unicef.org/wash

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-27

როგორ უნდა ციტირება

იზორია მ., ბარამიძე ლ., & მეტრეველი ლ. (2025). წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პირობების გაუმჯობესება საქართველოს სოფლის სკოლებში: გამოწვევები აჭარის რეგიონში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1), 91–93. https://doi.org/10.52340/jecm.2025.01.17

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...