რამდენიმე საინტერესო გლობალური ფაქტი COVID-19-ის გავრცელების პროფილაქტიკის საშუალებების გამოყენების თაობაზე
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.36საკვანძო სიტყვები:
Medical masks, gloves, disinfectants, self-isolationანოტაცია
COVID-19-ის პანდემიის დროს ევროპის, აზიის, აშშ-სა და სამხრეთ ამერიკის 28 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გაირკვა, რომ მთელ მსოფლიოში გამოკითხულთა ერთი მესამედი (33%) პანდემიის დროს იყენებდა სამედიცინო ნიღბებს. ყველაზე ხშირად მათ იყენებენ კორეის (94%), ტაილანდის (81%) და ავღანეთის (74%) მოსახლეობა. ხელთათმანებით სარგებლობდა მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 15%. იტალია ამ საკითხში ლიდერი იყო (40%). გამოკითხულთა მესამედი ავღანეთში (32%), მეოთხედი სომხეთსა და პალესტინაში (26%) იზიარებდნენ კორონავირუსისგან დაცვის თვალსაზრისით ხელთათმანების გამოყენებას. მსოფლიოში რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (54%) იყენებდა სადეზინფექციო საშუალებებს. მათი გამოყენებისადმი ყველაზე ყურადღებიანი აღმოჩნდა ფილიპინების (86%), მალაიზიის (84%) და ტაილანდის (79%) მოსახლეობა. გამოკითხვის პერიოდში მსოფლიოში მხოლოდ 14% იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. საფრანგეთი ლიდერობდა ამ საკითხში (70%). გლობალურად გამოკითხულთა 9%-მა განაცხადა, რომ ისინი თავდაცვის არანაირ ზომებს არ მიმართავდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთი და პაკისტანი ლიდერობდნენ (შესაბამისად 32% და 43%).
Downloads
წყაროები
Глава ВОЗ возложил вину за вспышки COVID-19 на молодёжь https://www.rbc.ru/society/31/07/2020/5f2393f39a7947aa50e4760d
Из-за коронавируса три четверти жителей Земли стали чаще мыть руки. https://vz.ru/news/2020/3/30/1031620.html -55
Ромир/Gallup International: почти половина жителей планеты верит в естественное происхождение COVID-19 https://romir.ru/studies/romirgallup-international-pochti-polovina-jiteley-planety-verit-v-estestvennoe-proishojdenie-covid-19