ჭრილობის შემახორცებელი ორფაზიანი გელის კომპოზიციის შემადგენლობა, ტექნოლოგია და ბიოლოგიური შეფასება
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.28საკვანძო სიტყვები:
Formulation, Technology, and Biological Evaluation, Biphasic Gel, Wound Healingანოტაცია
ადამიანის კანის მთლიანობის დარღვევა - რასაც მივყავართ ჭრილობამდე, საფრთხეს უქმნის ადამიანის ორგანიზმს. ჭრილობის შეხორცება მნიშვნელოვანია კანის როგორც ფუნქციური ასევე კოსმეტიკური შედეგის მისაღწევად. ჭრილობის შეხორცება დიდწილად დამოკიდებულია სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორზე, მათ შორის წამლის ფორმაზე.
დღეისათვის ორფაზიანი გელი (ბიგელი) წარმოადგენს პერსპექტიულ სამკურნალწამლო ფორმას, რომელიც კარგად აღწევს კანში, ამიტომ ხშირად გამოიყენება აფი-ს როგორც ადგილობრივი ასევე ტრანსდერმული მიწოდებისათვის.
ჩატარებული ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე განსაზღვრულია ჭრილობის შემახორცებელი ბიგელის ფორმულაცია, %: ვერცხლის სულფადიაზინი - 1,0; იზოპროპილმირისტატი - 7,0; კედარის ზეთი - 17,0; ქაფური - 1,0; ევკალიპტის ეთერ-ზეთი - 0,5; სოიოს ლეციტინი - 1,5; პოლისორბატ 80 - 5,0; მეთილცელულოზა - 2,5; ბეტა-ციკლოდექსტრინი - 1,0; ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 1,0; აზიური ცენტელას ექსტრაქტი - 1,0; ხისებრ ალოეს ექსტრაქტი - 0,75; ამინოკაპრონის მჟავა 1,5; პოლიეთილენგლიკოლი 400 – 8,0; პროპილენგლიკოლი - 9,0; ნატრიუმის ბენზოატი - 0,25; გამოხდილი წყალი - 42,0. ბიგელში ორგანოგელისა და ჰიდროგელის თანაფარდობა შეადგენს 25:75-თან.
დამუშავებულია ჭრილობის შემახორცებელი ორფაზიანი გელის მომზადების ტექნოლოგია და მოწოდებულია ტექნოლოგიური სქემა; ჭრილობის შემახორცებელ ორფაზიან გელს გააჩნია ფართო სპექტრის გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედება; კეთილხარისხოვნების მაჩვენებლებით მოწოდებული ჭრილობის შემახორცებელი ორფაზიანი გელი აკმაყოფილებს გელების მიმართ წაყენებულ ზოგად მოთხოვნებს.
Downloads
წყაროები
Gwak JH, Sohn SY. Identifying the trends in wound-healing patents for successful investment strategies. PLoS One; 2017 Mar 17;12(3): e0174203. https://doi.org/10.1371/journal.pone.0174203.
Marjana Tomic‐Canic, Jamie L. Burgess, Katelyn E. O’Neill, Natasa Strbo, Irena Pastar. Skin Microbiota and its Interplay with Wound Healing. American Journal of Clinical Dermatology. 2020; 21(1):S36–S43. https://doi.org/10.1007/s40257-020-00536-w
Erika Maria Tottoli, Rossella Dorati, Ida Genta, Enrica Chiesa, Silvia Pisani and Bice Conti. Skin Wound Healing Process and New Emerging Technologies for Skin Wound Care and Regeneration. Pharmaceutics 2020, 12:735. doi:10.3390/pharmaceutics12080735.
Ibrahim, M.M.; Hafeza, S.A.; Mahdy, M.M. Organogels, hydrogels and bigels as transdermal delivery systems for diltiazem hydrochloride. AJPS 2013, 8:48–57.
Lupi, F.R.; Shakeel, A. et al. A rheological and microstructural characterization of bigels for cosmetic and pharmaceutical uses. Mater. Sci. Eng. 2016, 69:358–365.
Shakeel, A.; Farooq, U.; Gabriele, D.; Marangoni, A.G.; Lupi, F.R. Bigels and multi-component organogels: An overview from rheological perspective. Food Hydrocoll. 2021, 111:106190.
Rehman, K.; Zulfakar, M.H. Recent advances in gel technologies for topical and transdermal drug delivery. Drug. Dev. Ind. Pharm. 2014, 40:433–440.
Shakeel, A.; Lupi, F.R.; Gabriele, D.; Baldino, N.; De Cindio, B. Bigels: A unique class of materials for drug delivery applications. Soft Mater. 2018, 16:77–93.
Andonova, V.Y., Peneva, P.T. et al. Carbopol hydrogel/sorbitan monostearate-almond oil based organogel biphasic formulations: Preparation and characterization of the bigels. TJPR 2017;16:1455-63.