როზუვასტატინის გენერიკების ფარმაკოეკონომიკური ანალიზი

როზუვასტატინის გენერიკების ფარმაკოეკონომიკური ანალიზი

ავტორები

  • ნანა (ნანული) დუღაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნათია კვიჟინაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნესტან ნიკურაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ქეთევან ჯალალი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ანი დუღაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.19

საკვანძო სიტყვები:

Rosuvastatin, statins, generics, pharmacoeconomic, analysis

ანოტაცია

სტატინები საკმაოდ ძველი და ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მედიკამენტების ჯგუფია. მნიშვნელოვანია რანდომიზებული კონტროლირებული კვლევებით მიღებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სარწმუნო ინფორმაცია სტატინების ეფექტიანობისა და უსაფრთხოობის შესახებ. სტატინების შერჩევისას ითვალისწინებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა ხანგრძლივი თერაპიისას მაღალი ეფექტურობა, უსაფრთხოობა და ხელმისაწვდომობა.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვებული როზუვასტატინის გენერიკების ფარმაკოეკონომიკური ანალიზი. საქართველოში რეგისტრირებული როზუვასტატინის გენერიკების ასორტიმენტული კვლევა ფარმაკო-ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით (ხარჯების მინიმიზაციის მეთოდის გამოყენებით); თვისობრივ/რაოდენობრივი, ლოკალურ/ეპიზოდური ინფორმაციების გაანალიზება.

კვლევის შედეგები: ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვებული როზუვასტატინის გენერიკების ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია, რეგისტრირებულია 18 კომპანიის მიერ წარმოებული 19 დასახელების როზუვასტატინის გენერიკული სამკურნალო საშუალება, მათ შორის 2 ადგილობრივად წარმოებული; როზუვასტატინის გენერიკებზე რეფერენტული ფასების დადგენის შემდეგ, მათი დიდი ნაწილის შემთხვევაში თვიური დანახარჯი მერყეობს 9-დან - 20 ლარამდე, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში 20-დან 80 ლარამდე. ამასთან, ფარმაკოეკონომიკური ანალიზით ცალსახად დგინდება, რომ მაღალი დოზის გამოყენება უფრო ხარჯ-ეფექტურია.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Chasman DI, Giulianini F, MacFadyen J, Barratt BJ, Nyberg F, Ridker PM. Genetic determinants of statin-induced low-density lipoprotein cholesterol reduction: the Justification for the Use of Statins in Prevention: an Intervention Trial Evaluating Rosuvastatin (JUPITER) trial. Circ Cardiovasc Genet 2012; 5:257–264.

Fragoulakis V., Kourlaba G., Maniadakis N. Economic evaluation of statins in high-risk patients treated for primary and secondary prevention of cardiovascular disease in Greece, Clinicoecon Outcomes Res. 2012; 4:135-143. https://doi.org/10.2147/CEOR.S31376

Hirsch M., O’Donnell John C., Jones P. Rosuvastatin is Cost-Effective in Treating Patients to Low-Density Lipoprotein-Cholesterol Goals Compared with Atorvastatin, Pravastatin and Simvastatin: Analysis of the Stellar Trial. Eur J Cardiovasc Prev Rehabil. 2005 Feb; 12(1):18-28.

Kozhanova I., Romanova II., Gavrilenko L., Sachek M. Pharmacoeconomic Analysis Of Rosuvastatin Use In Patients With Hypercholesterolemia In The Health Care Of Belarus. Value Health. 2014 Nov; 17(7):A491.

Hyoeun Kim, Chan Joo Lee, Donghoon Choi et al. Lipid-Lowering Efficacy and Safety of a New Generic Rosuvastatin in Koreans: an 8-Week Randomized Comparative Study with a Proprietary Rosuvastatin/J Lipid Atheroscler. 2020 May;9(2):283-290 https://doi.org/10.12997/jla.2020.9.2.283 .pISSN 2287-2892·eISSN 2288-2561

Rosuvastatin Market Outlook 2017-2032 /https://dataintelo.com/request-sample/249167.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

როგორ უნდა ციტირება

დუღაშვილი ნ. (ნანული), კვიჟინაძე ნ., ნიკურაძე ნ., ჯალალი ქ., & დუღაშვილი ა. (2024). როზუვასტატინის გენერიკების ფარმაკოეკონომიკური ანალიზი. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 67–70. https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.19

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...