არაინვაზიური ჰემატოლოგიური ბიომარკერები რევმატოიდული ართრიტის მქონე ახლადდიაგნოსტირებულ პაციენტებში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.03.02საკვანძო სიტყვები:
Rheumatoid arthritis, RDW, HPR, HMR, Biomarkersანოტაცია
შესავალი: რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული აუტოიმუნური დარღვევაა, რომელსაც სინოვიუმის ქრონიკული ანთება ახასიათებს და სახსრის დაზიანებისა და სისტემური გართულებისკენ მივყავართ. რევმატოიდული არტრიტის სამკურნალო პირველი რიგის წამალი იმუნოსუპრესიული პრეპარატი მეტოტრექსატია. თუმცა პაციენტთა საგრძნობი რაოდენობა მეტოტრექსატის მიმართ რეზისტენტულია. სისხლის საერთო ანალიზიდან გამოთვლილი ბიომარკერები, როგორიცაა სისხლის წითელი უჯრედების განაწილების ფართობი (RDW), ჰემოგლობინისა და თრომბოციტების შეფარდება (HPR) და ჰემოგლობინ მონოციტების შეფარდება (HMR) სხვადასხვა ანთებითი მდგომარეობების დროს დაავადებისა და თერაპიაზე პასუხის მარკერებად გვევლინება. თუმცა ჯერჯერობით დადგენილი არ არის რევმატოიდული ართრიტის მქონე ახლადდიაგნოსტირებულ პაციენტებში ამ ბიომარკერების მეტოტრექსატით მკურნალობის გამოსავლის პროგნოზული ღირებულება.
მიზანი: კვლევის მიზანია რევმატოიდული ართრიტის მქონე ახლადდიაგნოსტირებულ პაციენტებში, მათ ვინც მეტოტრექსატით მკურნალობა დაიწყეს, RDW, HPR და HMR პროგნოზული ბიომარკერების პოტენციალის განსაზღვრა და დაავადების აქტიურობის ქულასთან (DAS-28) მათი კორელაციის დადგენა.
მეთოდები: კვლევაში ჩართული იყო 64 პაციენტი, რომლებიც დაიყო მეტოტრექსატ-რეზისტენტულ და მეტოტრექსატ-მგრძნობიარე ჯგუფებად, და 28 ასაკითა და სქესით შესაბამისი ჯანმრთელი ინდივიდები. სტანდარტული t-ტესტი იყო გამოყენებული ჯგუფებს შორის სპეციფიკური ბიომარკერების შესადარებლად. ორივე ჯგუფში RDW, HPR, HMR და DAS28 შორის კორელაციების დასადგენად Pearson-ის კორელაციის ტესტი იქნა გამოყენებული. ბიომარკერების პროგნოზული მნიშვნელობის შესაფასებლად მიმღების ოპერაციული მახასიათებლის (ROC) მრუდის ანალიზი ჩატარდა.
შედეგები: მეტოტრექსატ-რეზისტენტულ და მეტოტრექსატ-მგრძნობიარე ჯგუფებს შორის RDW-SD სარწმუნოდ განსხვავდება. სარწმუნო პოზიტიური კორელაცია შესწავლილ ბიომარკერებსა და DAS-28 შორის არც ერთ ჯგუფში არ დადგენილა. ROC მრუდების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათ პროგნოზული ღირებულება არ აქვთ.
დასკვნა: RDW-SD-ის მომატებული დონე მეტოტრექსატ-რეზისტენტობის ადრეულ ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს ახლად დიაგნოსტირებულ პაციენტებში. ჩვენი კვლევით დადგინდა, რომ დაავადების აქტივობის მონიტორინგისთვის RDW-SD, HPR და HMR DAS-28-ს რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში ვერ ჩაანაცვლებს.
Downloads
წყაროები
Nithyashree RS, Deveswaran R. A Comprehensive Review on Rheumatoid Arthritis. J Pharm Res Int. 2020 Jul 27;18–32.
van Riel PLCM, Renskers L. The Disease Activity Score (DAS) and the Disease Activity Score using 28 joint counts (DAS28) in the management of rheumatoid arthritis. Clin Exp Rheumatol. 2016;34(5 Suppl 101):S40–4.
Guaní-Guerra E, Torres-Murillo B, Muñoz-Corona C, et al. Diagnostic Accuracy of the RDW for Predicting Death in COVID-19. Med Kaunas Lith. 2022 Apr 28;58(5):613.
Li X, Chen Q, Bi X, Zhao J, Li Z, Zhou J, et al. Preoperatively elevated RDW-SD and RDW-CV predict favorable survival in intrahepatic cholangiocarcinoma patients after curative resection. BMC Surg. 2021 Mar 1;21(1):105.
Zhou H, Mei X, et al. Severity stratification and prognostic prediction of patients with acute pancreatitis at early phase: A retrospective study. Medicine (Baltimore). 2019 Apr;98(16):e15275.
Somay E, Yilmaz B, Topkan E, et al. Hemoglobin-to-platelet ratio in predicting the incidence of trismus after concurrent chemoradiotherapy. OralDis.2023 Oct;29(7):2962–70
Mo CJ, Hu ZJ, Qin SZ, Chen HP, Huang L, Li S, et al. Diagnostic value of platelet-lymphocyte ratio and hemoglobin-platelet ratio in patients with rectal cancer. J Clin Lab Anal. 2020 Apr;34(4):e23153.
Yüksel C, Erşen O, Culcu S, Bakırarar B, Unal AE, Demirci S. Prognostic Role of Red Distribution Width (RDW) Value in Gastric Cancer. J Coll Physicians Surg--Pak JCPSP. 2021 Jan;31(1):21–6.
Shen T, Yang X, Zhang Z. Positive Relationship of RDW with NT-proBNP and cTnI in Acute Myocardial Infarction Patients. Clin Lab. 2022 Jun 1;68(6).
Bao K, Huang H, Huang G, Wang J, Liao Y, Pan Y, et al. Platelet-to-hemoglobin ratio as a valuable predictor of long-term all-cause mortality in coronary artery disease patients with congestive heart failure. BMC Cardiovasc Disord. 2021 Dec 28;21(1):618.