საშვილოსნოს ტანის მოპროლიფერაციე ლეიომიომების ექსტრაცელულური მატრიქსის და ანგიოგენეზის მახასიათებლები რეპროდუქციული ასაკის ქალებში

საშვილოსნოს ტანის მოპროლიფერაციე ლეიომიომების ექსტრაცელულური მატრიქსის და ანგიოგენეზის მახასიათებლები რეპროდუქციული ასაკის ქალებში

ავტორები

  • ირინა მეგრელიშვილი
  • მარინა ფაილოძე
  • რევაზ სხულუხია
  • ანზორ გოგიბერიძე
  • ირმა ჯიქია
  • მაგდა თორთლაძე
  • ანა თეგეთაშვილი
  • ნინო ნიკურაძე
  • სოფიკო კანდელაკი
  • რუსუდან ხუგაშვილი
  • გიორგი ჭოველიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.01.08

საკვანძო სიტყვები:

Proliferative, uterine, leiomyomas, women, reproductive age, angiogenesis

ანოტაცია

საშვილოსნოს ლეიომიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხასიათდება კუნთოვანი ქსოვილის ჰეტეროგენული ზრდით, რომლის განვითარება მჭიდრო კავშირშია უჯრედგარე მატრიცის (ECM) და ანგიოგენეზის ცვლილებებთან. უჯრედგარე მატრიქსი და ანგიოგენეზი გადამწყვეტ როლს თამაშობს საშვილოსნოს ლეიომიომების განვითარებაში, გავლენას ახდენს სიმსივნის სტრუქტურაზე, ფუნქციასა და ზრდაზე. ამ მოლეკულური პროცესების საფუძვლიანი შესწავლა მნიშვნელოვანია, რათა უფრო ეფექტურად გაკონტროლდეს ლეიომიომის ზრდა-განვითარების პროცესი და შეიქმნას შესაძლებლობა ახალი თერაპიული მიდგომის შესამუშავებლად.

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს: კვანძების ზომების გათვალისწინებით, ექსტრაცელულური მატრიქსის, ფიბროზის ხარისხის და ანგიოგენეზის შეფასება, მოპროლიფერაციე ლეიომიომების პერიფერიაზე და ცენტრალურ ნაწილში, რეპროდუქციული ასაკის ქალებში.

კვლევის ამოცანები: ლეიომიომის 1სმ-მდე, 2სმ-მდე, 3სმ-მდე და 4სმ-მდე კვანძებში: 1.ექსტრაცელულური მატრიქსის და ფიბროზის ხარისხის; 2. ანგიოგენეზის შეფასება.

კვლევის მეთოდები: ჰემატოქსილინით და ეოზინით და მასონის ტრიქრომით შეღებილ პრეპარატებზე ექსტრაცელულური მატრიქსის და ანგიოგენეზის თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებების გამოვლენა.

დასკვნები: 1.მოპროლოფერაციე, 1სმ და 2სმ, კვანძებში გამოვლინდა ექსტრაცელულური მატრიქსის და ანგიოგენეზის აქტივაცია, 3სმ და 4სმ ლეიომიომებში კი უპირატესად ლეიომიოციტების პროლიფერაციული აქტივობა ანგიოგენეზის პოტენციალის ამოწურვით; ამასთან კვანძების პერიფერიაზე და ცენტრალურ ნაწილში დამახასიათებელია ფიბროზის და ანგიოგენეზის თანაბარი სიხშირე, ერთეული გამონაკლისის გარდა. 2.გამოვლინდა ექსტრაცელულური მატრიქსის და ფიბროზის როლი ლეიომიოციტების პროდუქციაში და ანგიოგენეზში; ამასთან იგი არის იმ ფაქტორთა შორის, რომელიც აფერხებს სიმსივნური პროლიფერატის უკონტროლო გავრცელებას საშვილოსნოს ტანის კუნთოვანში და აბრკოლებს მალიგნიზაციის რისკებს. 3.ლეიომიომის ზრდა-განვითარების მექანიზმი მრავალკომპონენტიანი პროცესია, რაც წარმოადგენს სირთულეს ამ პათოლოგიის პრევენციის და მკურნალობის საქმეში.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Arici A, Sozen I. Transforming growth factor-β3 is expressed at high levels in leiomyoma where it stimulates fibronectin expression and cell proliferation. Fertil Steril 2000;5:1006–1011

Herndon CN, Aghajanova L, et al. Global transcriptome abnormalities of the eutopic endometrium from women with adenomyosis. Reprod Sci 2016;10:1289–1303.

Islam MS, Protic O, et al. Tranilast, an orally active antiallergic compound, inhibits extracellular matrix production in human uterine leiomyoma and myometrial cells. Fertil Steril 2014b;2:597–606.

Malik M, Segars J, Catherino WH. Integrin β1 regulates leiomyoma cytoskeletal integrity and growth. Matrix Biol 2012;7-8:389–397.

Norian JM, Malik M, Parker CY, Joseph D, Leppert PC, Segars JH, Catherino WH. Transforming growth factor β3 regulates the versican variants in the extracellular matrix-rich uterine leiomyomas. Reprod Sci 2009;12:1153–1164.

Ockleford C, Bright N, Hubbard A, D’Lacey C, Smith J, Gardiner L, Sheikh T, Albentosa M, Turtle K. Micro-trabeculae, macro-plaques or mini-basement membranes in human term fetal membranes? Philos Trans R Soc Lond B Biol Sci 1993;1300:121–136.

Pickering JG. Regulation of vascular cell behavior by collagen form is function. CircRes 2001;5:458–9.

Stewart EA, Friedman AJ, Peck K, Nowak RA. Relative overexpression of collagen type I and collagen type III messenger ribonucleic acids by uterine leiomyomas during the proliferative phase of the menstrual cycle. J Clin Endocrinol Metab1994;3:900–906.

Qiang W, Liu Z, Serna VA, Druschitz SA, Liu Y, Espona-Fiedler M, Wei J-J, Kurita T. Down-regulation of miR-29b is essential for pathogenesis of uterine leiomyoma.Endocrinology 2014;3:663–669.

Wang Y, Feng G, Wang J, Zhou Y, Liu Y, Shi Y, Zhu Y, Lin W, Xu Y, Li Z. Differential effects of tumor necrosis factor-α on matrix metalloproteinase-2 expression in human myometrial and uterine leiomyoma smooth muscle cells. Hum Reprod 2015;1:61–70.

Wegienka G. Are uterine leiomyoma a consequence of a chronically inflammatory immune system? Med Hypotheses 2012;2:226–231.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-03-11

როგორ უნდა ციტირება

მეგრელიშვილი ი., ფაილოძე მ., სხულუხია რ., გოგიბერიძე ა., ჯიქია ი., თორთლაძე მ., … ჭოველიძე გ. (2024). საშვილოსნოს ტანის მოპროლიფერაციე ლეიომიომების ექსტრაცელულური მატრიქსის და ანგიოგენეზის მახასიათებლები რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1), 58–62. https://doi.org/10.52340/jecm.2024.01.08

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...